ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 марта 2014 г.

რატომ გახდა ქრისტიანობა ერთ-ერთი რელიგია?

ორი ათასი წლის წინ მომხდარმა მოვლენამ მთლიანად შეცვლა კაცობრიობის მომავალი, ორიათასი წლის წინ, სამყაროს მისი შემქმნელი ღმერთი მოევლინა ადამინის სახით. აღსრულდა ის პირობა რომელიც ძველი აღთქმის მორწმუნეებმა მიიღეს იაჰვესაგან, (რომელის ბუნდოვანი ხსოვნა წარმართებსაც ჰქონდათ შემორჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში), სასუფევლის კარი კვლავ გაიღო ადამის მოდგმისათვის.
მაგრამ მხოლოდ გოლგოთის მსხვერპლი ვერ იხსნის ადამინს, საჭიროა რწმენა იესო ქრისტესი. ამაღლების წინ მაცხოვარმა მისია მისცა მოწაფეებს: „წადით, დაიმოწაფეთყველახალხიდანათელიეცითმათმამისდაძისდასულიწმიდისსახელით“ (მათე 28; 19). ამიერიდან ყველა მოციქულის ვალი იყო ქრისტეს სახარება ეხარებინათ მთელი მსოფლიოს ხალხისათვის. ყველა მთგანმა სიცოცხლის ბოლომდე ატარა თავისი ჯვარი. მათი ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ მოციქულთა სწავლების მემკვიდრე დარჩა ეკლესია, რომელსაც უნდა გაეგრძელებინა ქადაგება მთელს მსოფლიოში. ასე გაჩნდა ეკლესიები ბრიტანეთის კუნძულებიდან ვიდრე ინდოეთამდე.
მიუხედავად მათი კულტურების სხვაობის პირველი ქრიტიანები, ქვეყნიერების რომელ მხარეშიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, კარგად გრძნობდნენ ეკლესიის კათოლიკეობას, საყოველთაოობას. ეს კარგად ჩანს აპოლოგეტური პერიოდის ძეგლებში. არსებობს ახალი ერი, ქრისტიანთა ერი სადაც ყველას შეუძლია მოხვდერა განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა თუ სიციალური წოდებისა.
ქრისიტანები საკუთარ თავს აღიქვამდნენ იმ ლამპრად რომელმაც სიბნელეში სხვებს უნდა გაუნათოს, მათთვის მთელი მსოფლიო ეშმაკის ბადეში გახლართულად წარმოჩინდებოდა, ყოველი ქრისტიანის მოვალეობას წარმოადგენდა ექადაგა სახარება, გაენათებინა წარმართულ წყვდიადში მყოფთათვის და გაეთავისუფლებინა ამ ბადისაგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ხელს უწყობდა ქრისტიანობის ყოველგვარი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.
ისტორული ვითარების ცვლილებასათან ერთად შეიცვალა ქრისტიანთა მიერ საკუთარი თავის აღქმაც. 313 წელს გამოცემული მილანის ედიქტით ქრისტიანობა რომის იმპერიაში ნებადართული რელიგიათა სიაში შევიდა, ხოლო ცოტა უფრო მოგვიანებით იგი იმპერიის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად უნდა ყოფილიყო, მორწმუნე იმპერატორი, მორწმუნე ხალხი… აღარავინ სდევნის ეკლესიას, პირიქით მას ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოს მხრიდას, მსოფლიო კრებებზე იჭედება საღვთო დოგმატები (ტერმინები), იქმენება შესანიშნავი ქრსტიანული კულტურა. ყოველივე ამას ეკლესია რა თქმა უნდა მოკლებული იყო დევნის პერიოდში. მაგრამ ამას თან ახლდა უარყოფითი მხარეც, კერძოდ ქრისტიანობა გადაიქცა არა პირადი არჩევანის საკითხად რომელსაც პიროვნების აბსოლუტრი ცვლილება მოსდევდა არამედ ტრადიციად. ბიზანტიზმის პერიოდში უკვე აღარ ჩანს ის საყოველთაოობის განცდა რომელიც გამოსჭვიოდა პირველი საუკუნეების მამათა ნაშრომებიდან. რაღაც კუთხით ქრისტიანობამ როგორც იმპერიის ოფიციალურმა რელიგიამ ჩაანაცვლა ძველი წარმართობა.
მეშვიდე საუკუნის ოცდაათიანი წლებიში ჩამოყალიბდა ახალი რელიგია, ისლამი. თამამად შეიძლება ითქვას რომ ამ ფაქტმა მსოფლიოს დინება შეცვალა. ისლამის საფუძლელზე გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ტომები და ჩამოაყალიბეს ახალი იმპერია. როგორც ყველა ახალი იმპერია, არაბეთიც გამორჩეული იყო თავისი სამხედრო ძალით, ამას დაემატა იდეოლოგიური იარაღიც, ისლამი თავის მიმდევრებს ავალდებულებდა სარწმუნოება ყველა ხალხში გაევრცელებინათ, საჭიროების შემთხვევაში იარაღის გამოყენებაც ნებადართული იყო. მსოფლიოში არაბთა ხანა დაიწყო.
აღმოსავლეთ რომის იმპერია ამ პერიოდისთვის საკმაოდ იყო დასუსტებული როგორც გარეშე ისე შიდა მტრებისაგან. არც ეკლესიაში იყო სახარბიელო სიტუაცია, განსაკუთრებით ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების შემდეგ რაც მონოფიზიტები მოწყდნენ დედა ეკლესიის წიაღს. ასეთ რთულ ვითარებაში მოუწია ქრისტიანობას ისლამთან შეხვედრა. ამ მდგომარეობაში ეკლესიას ძალიან გაუჭირდებოდა მუსლიმთა მოქცევა, პირიქით ძლიერი არაბთა იმპერიის ზენიტში ყოფნისას საფრთხე ისლამიდან მოდიოდა. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ამ დროს აღიმართა კედელი რომელიც დღემდე ჰყოფს დედამიწას ისლამურ და ქრისტიანულ სამყაროებად.
ქრისტიანობის იზოლირება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე კიდევ უფრო მეტად გამწვავდა დიდი სქიზმის შემდეგ. მართლმადიდებლობა ფაქტიურად ბიზანტიის რელიგიად დარჩა. გადიოდა დრო და ქრისტიანებში სულ უფრო მეტად კლებულობდა საყოველთაობის ის განცდა რომელმაც ქრისტეს მოციქულებს სახარების ნათელი მთელს იმდროინდელ მსოფლიოში მიატანინა.
დღეს ოცდამეერთე საუკუნეში როდესაც თითქოს გაიხსნა საზღვრები და კულტურები ერთმანეთს შეხვდენ, სამწუხაროდ ინერციის ძალით კიდევ არის დარჩენილი ქრისტიანობის არასწორი გაგება. ქრისტიანები ჩვენს თავს არ აღვიქვავთ ქვეყნიერების მარილად, არც იმ ლამპრად რომელმაც ბნელში მყოფთ უნდა გაუნათოს. ჩვენთვის არაქრისტიანული სამყარო სრულიად გაუცხოვდა იმ გაგებით რომ არ ვცდილობთ წარმართებში სახარების ქადაგებას. სხვა სარწმუნოების ხალხს ვუყურებთ არა როგორც პოტენციურ ქრისტიანებს, არამედ როგორც კონკრეტულ მოცემულობას რომელიც არ შეიცვლება. ამ ფაქტმა კი მოციქუთაგან ნაქადაგები საყოველთაო სარწმუნოება რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერთ-ერთ რელიგიად აქცია.

ავტორი საბა კევლიშვილი.


http://jtheologians.wordpress.com/2014/01/07/რატომ-გახდა-ქრისტიანობა/

Комментариев нет:

Отправить комментарий