ტიტუს ფლავიუს კლიმენტი (150–215) იყო ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის მეორე რექტორი პანთენეს შემდეგ. მისივე მოწმობით, დაიბადა წარმართულ ოჯახში, განთლება ათენში მიიღო, ქრისტიანობაზე მოქცევის (რის შესახებაც ძალიან ცოტა ვიცით) შემდეგ, იგი მიემგზავრება ცნობილი ქრისტიანების მოსანახულებლად. იგი საბოლოოდ ჩადის ალექსანდრიაში და იმდენად იხიბლება, რომ ალექსანდრიაში რჩება და ხდება კატეხიზატორული სკოლის რექტორი პანთენეს შემდეგ მთელი 12 წლით. 202 წელს მას უწევს ეგვიპტის დატოვება სეპტიმუს სევერუსის დევნის გამო. 215 წელს ისე გარდაიცვალა, რომ ალექსანდრია ვეღარ იხილა. კლიმენტის შრომათა ჩამონათვალი შემოინახა ევსევის “საეკლესიო ისტორიამ.” სია მოიცავს: “წარმართთა შეგონებას”– დაწერილია ბერძენთა ქრისტიანობაზე მოქცევის მიზნით; სამი წიგნი სახელით “პედაგოგი” – წარმოადგენს “შეგონების” გაგრძელებას და ძირითადად შეიცავს ზნეობრივ სწავლებებს; რვა წიგნი “სტრომატები” ( კრებული ანუ ხალიჩა) შეიცავს ჩანაწერებს ჭეშმარიტი ფილოსოფიის შესახებ. ამ სამ ნაშრომში კლიმენტი უპირველესად უარყოფს წარმართობას, მისი მეცნიერებითა და საწავლულობით, შემდეგ კი გადმოსცემს ქრისტიანობის საფუძვლებს, განსაკუთრებულთათვის ახალმოქცეულთათვის ზნეობრივ სწავლებებში, მესამე რიგში კი გადმოსცემს საკუთარ ქრისტიანობის ფილოსოფიას. მის სწავლებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ურთიერთმიმართება რწმენისა და ცოდნისა, რელიგიისა და მეცნიერებისა. კლიმენტის სახით ჩვენ ვხვდებით ტიპიურ ინტელექტუალ ქრისტიანს. შეიძლება ითქვას კლიმენტი აპოლოგეტთა ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო ფილოსოფიური და უფრო შემოქმედებთია ვიდრე იმპერატორთა სახელზე დაწერილი აპოლოგიების ავტორნი. II-III საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დოგმატები კლიმენტი თავის მცდელობებში – ახსნას ქრისტიანობა, მისი თანამედროვე შემეცნების შესაბამისად, გამოთქვამს სარისკო აზრებს, ხშირად აბსოლუტირად გააზრებულად და მიზანმიმართულადაც კი.
ევსევის “ისტორია” იხსენებს კიდევ რამდენიმე მცირე ნაშრომს, თუმცაღა არ გადმოსცემს კლიმენტის ყველა ნაწარმოებს. ფოტიოსის “ბიბლიოთეკაში” (IX ს.) ნახსენებია ჩვენამდე მოუღწეველი შრომა “მონახაზები.” ფოტიოსის ცნობაზე დაყრდნობით “მონახაზები” შეიცავდა პლატონიზირებულ ქრისტიანულ მეტაფიზიკას, მეტად მსგავსს იმისა, რასაც ვხვდებით ორიგენესთან. სავარაუდოა რომ კლიმენტის დროს ალექსანდრიაში არსებობდა არაოფიციალური საზოგადოება ქრისტიანი “გნოსტიკოსებისა,” რომელთც უყვარდათ ფილოსოფიური მსჯელობები, ისინი საკუთარ თავს აფასებდნენ ელიტად. სავსებით შესაძლებელია, რომ კლიმენტიც ამ საზოგადოებას ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა შეუძლებალია მკვეთრი ზღვარის გავლება უბრალოდ განათლებულ ქრისტიანებსა და “გნოსტიკოსებს” შირის. მეორეს მხრივ კი ჩვენ ვნახეთ თუ როგორი შეუპოვრობით უარიყოფოდა ეს გნოსტიკური ელიტიზმი წმ. ირინეოსთან. თუ ფოტიოსი მართალია “მონახაზების” აღწერაში, მაშინ კლიმენტი რაღაცა აზრით ნამდვილად ცრუმასწავლებელია.
კლიმეტისთვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა (ისევე როგორც სხვა აპოლოგეტთათვის), ქრისტიანობის გასაგებად და მისაწვდომად წარმოჩენა ელინისტური სამყაროსათვის, “ხიდის გადებას” ქრისტიანულ რწმენასა და ბერძნულ ფილოსოფიას შორის, რწმენისა და ცოდის ურთიერთმიმართების გარკვევა. მცდელობები მსგავსი დაახლოებისა უნდა გაკეთდეს ახლიდან და ახლიდან, მაგრამ ამ გზას გაუკუღმართებამდე მიყვანაც ძალუძს და მაშინ ქრისტიანობას ემუქრება საფრთხე გადაიქცეს აზოლირებულ, არავისთვის საჭირო სექტად.
კლიმენტის თანახმად ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტების მარცვალს შეიცავდა წარმართობა და ფილოსოფიასა და სახარებას შორის არ არის სრული წინააღმდეგობრიობა, ორივე მიისწრაფვის უმაღლესი ჭეშმარიტებისაკენ. მიისწრაფვის რა ბერძენთა ქრისტიანობაზე მოქცევისაკენ, მათი ეკლესიაში მოყვანებისაკენ, კლიმენტი ამტკიცებს ქრისტიანობის უპირატესობას წარმართობაზე, ამავე დროს ინარჩუნებს რა სავსებით დადებით დამოკიდებულებას ფილოსოფიისადმი. მისი აზრით, როგორც იუდეველთათვის იყო “აღმზრდელი” სჯული, ასევე ელინთათვის – ფილოსოფია. კლიმენტისთვის ქრისტიანობა არის დადებითი შემეცნება, განმსაზღვრელი ცნობილი ელიტიზმისა. (“სულის არისტოკრატია” – ნ. ბერდიაევი)
კლიმენტის საღვთისმეტყველო სისტემის საფუძველს წარმოადგენს სწავლება ლოგოსზე. მასთან ლოგოსი სამყაროს შემოქმედია, მის მიერ ხორციელდება გაცხადება ძველღთქმისეულ სჯულში და ელინურ ფილოსოფიაში, რომელიც აღესრულა, როდესაც “დადგა დროის სისრულე” – ქრისტეს განკაცება. ღვთაებრივი გონის ხარისხში ლოგოსი წარმოადგენს მასწავლებელსა და სჯულისმდებელს კაცობრიობისათვის. ჭეშმარიტი ქრისტიანობა ცოდნაში ინახება, ცოდნა კი ურთიერთკავშირშია რწმენასთან. იმ დაჟინებაში, რომლითან კლიმენტი ხაზს უსმევს ცოდნის როლს (ანუ გნოზისს), აისახება მისი რელიგიური აზროვნების ინტელექტუალიზმი. იქმნება შთამეჭდიება თითქოს ის ფიქრობს, რომ ცოდნის სისავსე ხელმისაწვდომია მხოლოდ რჩეულთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ კლიმენტის სწავლებაში უეჭველად იკითხება გნოსტიციზმის ელემენტები, უნდა გავმიჯნოთ ისეთი გნოსტიკოსისგან, როგორიცაა ვალენტინი, რომელიც მოწყდა ეკლესიას და შექმნდა საკუთარი სექტა. კლიმენტის მსგავსი “გნოსტიკოსები” ყოველთვის რჩებოდნენ ეკლეიაში და შეჰქონდათ მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი.
კლიმენტის სწავლებაში გნოსტიკური გარდამოცემის მიმართულების შესახებ, მისი აზრები უფრო ცხადი ხდება: ის საუბრობს ცოდნის გადაცემაზე ცალკეულ პერსონათა მიერ. წმ. ირინეოსისაგან განსხვავებით, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტება ეკუთვნის ეკლესიას, რომ ქრისტიანული ცოდნა ატარებს საჯარო, საზოგადოებრივ ხასიათს, კლიმენტი მიიჩნევს რომ ცოდნა რჩეულთა პრეროგატივაა. მისი გამოთქმა ამ საკითხის შესახებ შეიძლება გავიგოთ განსხვავებული სახეებით. რაღაცა აზრით კლიმენტი ამტკიცებს რაღაც დიამეტრიულად საპირისპიროს წმ. ირინეოსისა. მაგრამ არ ღირს დავივიწყოთ, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდნენ წმინდანები, რომლებიც ფლობდნენ ღმერთის შეუდარებელ მჭვრეტელობით და მისტიკურ ცოდნას. წმ. ბასილი დიდი თავის წერილებში ავლებს სხვაობას ავტორიტეტ ქარიზმატიკებსა (ადამიანები, დაჯილდოებულნი სულიერი ნიჭებით) და საეკლესიო იერარქიის ავტორიტეტებს შორის, ხაზს უვმევს რა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ უნდა არსებობდეს. ეკლესიის ისტორია იცნობს მაგალითებს, ისეთი დიდი წმინდანებისა, როგორებიცაა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმ. სერაფიმე საროველი, რომელთაც პირადად მიაღწიეს ღვთისშემეცნების მაღალ საფეხურს, მაგრამ ასეთი წმინდანები არასდროს აცხადებდნენ პრეტენზიას განსაკუთრებულ ავტორიტეტზე და არ უარყოფდნენ ეპისკოპატის ავტორიტეტს. საერთოდ ეკლესია ყოველთვის სცნობდა წმინდანებს, როგორც ხალხს, რომელთაც განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან, ამ გაგებით კი რაღაც “გნოსტიკური” ელემენტი ყოველთვის იყო მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემაში აღმოსავლეთში, მაგრამ ის წონასწორდებოდა ეკლესიის საყოველთაო ავტორიტეტით. კლიმენტისთან ეს წონასწორობა დარღვეულია. მისი ნაწერებიდან იქმნება შთბეჭდილება, რომ ღვთისშემეცნება ჭეშმარიტი აზრით მისაწვდომია მხოლოდ განთლებული და ინტელექტუალი ადამიანების ვიწრო ჯგუფისთვის, მხოლოდ მათ მიეცათ ღმერთთან ურთიერთობის მისტიკური მწვერვალების დაპყრობა.
დასავლური ქრისტიანობა ყოველთვის მეტად სკეპტიკურად იყო განწყობილი სულიერ ტრადიციასთან მიმართებასა და წონასწორობა ეკლესიისა და ქარიზმულ პერსონათა ავტორიტეტს შორის, დაირღვა კლიმენტის საპირისპირო მიმართულებით, საეკლესიო ავტორიტეტის ფორმალური ავტორიტეტის სასარგებლოდ. რომაულ–კათოლიკურ ტრადიციაში ადრიდანვე შეიმჩნევა მორწმუნეთა განყოფა “ეკლესიის მასწავლებლებად” და უბრალო მორწმუნეებად. აღმოსავლეთში ასეთი დაყოფა არ ყოფილა. კრებითობის სული ინახავდა რწმუნებას, რომ ჭეშმარიტება ეკუთვნის ღმერთს , რომელიც მას განუცხადებს ყველა ხალხს. ჭეშმარიტების ცოდნა არ წარმოადგენს არც მაღალი ადმინისტრაციული მოვალეობის პირთა პრეროგატივას და არც მათი , ვინც წარმატებით დაასრულა უმაღლესი განათლება. მტკიცება, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მიუწვდომელია საეკლესიო გარდამოცემის ცოდნა, უნდა ვცნოთ გნოსტიკურ ერესად.
ამასთანავე კლიმენტისთან ჩვენ ვხვდებით რიგ გამოთქმებს, სრულიად რომ თანხვდება მართლმადიდებლურ ეკლესიოდოგიას: “არსებოსბ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია, ნამდვილი უძველესი ეკლესია, რომელსაც ეკუთვნის ყველა მართალი, აღმასრულებელი საღმრთო ნებისა… ეს ერთიანი ეკლესია ძალადობრივად გახლეჩილია ერეტიკოსთაგან, მრავალ სექტად… არსებობს მოციქულთა ერთი სწავლება და მხოლოდ ერთი გადრამოცემა.” (სტრომატი 7.16)
ევქარისტიის შესახებ კლიმენტის სწავლების გულდასმით შესწავლა გავჩვენებს, რომ მას ეს საიდუმლო ესმის ორმაგად. წმინდა საიდუმლოსთან ზიარებაში ვმონაწილეობთ სიმბოლურად, სულიერ განათლებაში, რომელიც ფაქტიურად გვიხსნის გზას ჭეშმარიტი ცოდნისაკენ: “საშინელი საიდუმლო! ჩვენ მოგვიწოდებენ … მივიღოთ გულში… “ხორცი ჩემი” – ეს ალეგორიაა სულიწმიდისა, ანალოგიურად “სისხლი” ნიშნავს მაცხოვარი “სიტყვას…” ეს საჭმელი არის ჩემი მამის რძე, რომლითაც ვიკვებებით ჩვენ, ახალშობილნი. ქრისტეს სისხლი ატარებს ორმხრივ ხასიათს. ერთის მხრივ იგი სისხლია ფიზიკური გაგებით, სისხლი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ გავნთავისუფლდით; მეორეს მხრივ ეს სულიერი სისხლია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვხდებით ცხებულნი. ზიარება იესოს სისხლისა ნიშნავს საღმრთო უკვდავებასთან ზიარებას… სისხლი და ხორცი სიტყვისა წარმოადგენენ საღმრთო ძალაუფლების და არსის შემეცნებას… ის უცხადებს თავს მათ, ვინც ეზიარება ამ ტრაპეზს” (“პედაგოგი” 1,6; 2,2 “სტრომატი” 5,10)
კლიმენტის მემკვიდრეობის საინტერესო ნაწილს წარმოადგენს მისი ზნეობრივი სწავლება, მიმართული ერისკაცთადმი (როგორც წესი საეკლესიო მწერლები მორალურ–ასკეტურ თემებზე წერდნენ პირველ რიგში მონაზონთა მიმართ).
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცოლ–ქმრული საკითხის განხილვასა და უქორწინებლობას – მგრძნობიარე თემას ყველა ხალხისა და ყველა თაობისათვის. დაბლა დაშვებულ (ზნეობრივად) ბრეძნულ–რომაულ საზოგადოებაში ქრისტიანობამ შეიტანა ორი სრულიად ახალი, გაუგონარი იდეა: იდეა ქორწინების ერთადერთობისა და იდეა უქორწინებლობისა – ერთნაირად უცხო მოვლენები იუდაიზმისა და ელინიზმისთვის. ამასთან ერთად ქრისტიანი მწერლები მძლავრად – ხანდახან ზედმეტადაც – განამტკიცებდნენ უქორწინებლობის აღმატებულებას ოჯახურ ცხოვრებაზე.
ღვთისმეტყველთა უმრავლესობისგან განსხვავებით, კლიმენტისთან ჩვენ ვხვდებით ზომიერ, გაწონასწორებლ მიდგომას ქორწინებისა და უქორწინებლობის პრობლემასთან: “ჩვენი შეხედულება წარმოადგენს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით ნეტარ შეკავება (უქორწინებლობას) ქორწინებისგან მათთან, ვისაც ებოძა ეს ღვთისაგან, მაგრამ ჩვენ ასევე გვხიბლავს მონოგამიურობა და მაღალი დონე ერთი ქორწინებისა, რომელიც გვახსენებს, რომ უნდა გავინაწილოთ ახლობლის ტანჯვა და “ვიტვირთოთ ერთმანეთის უძლურება” (სტრომატი 3)
კლიმენტი ამტკიცებს, რომ უქორწინებლობა წარმოადგენს ასკეტიზმის მხოლოდ ერთ ფორმას, ამავე დროს ნამდვილი თავშეკავება – რაღც უფრო დიდია, სქესობრივ ურთიერთობათაგან თავშეკავებაზე. აღმოსავლურ ტრადიციაში ყოველთვის მოწმდებოდა უქორწინებლობის აუცილებლობა მონოზვნურ ცხოვრებაში, თავშეკავების რიცხვში შედის ასევე მორჩილება, უპოვარება და სხვა. თავისთავად უქორწინებლობა შეიძლება არ იყოს კეთილმოქმედი, იგი თუ გამოწვეულია ეგოცენტრული მოტივებით. ქრისტიანული ცხოვრება დამარხულია საღმრთო ნების აღსრულებაში და მნიშვნელოვანია შეძლო ამ ნების გააზრება. ქორწინებაში ცხოვრება შეიძლება არ იყოს ნაკლებ კეთილმოქმედი და რა თქმა უნდა ნაკლებად რთული და საპასუხისმგებლო მარტოობასთან შედარებით.
თარგმნა ბექა ებრალიძემ
http://jtheologians.wordpress.com/2013/11/26/კლიმენტი-ალექსანდრიელი/

Комментариев нет:
Отправить комментарий