ღმერთი

ღმერთი

пятница, 31 января 2014 г.

წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა სიცრუისა და ცილისწამებაზე

ყველამ უწყით, რომ სიცრუე და ცილისწამება დიდი ბოროტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტამ თუ ვიცით: ამ ბოროტებაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ სიცრუესა და ცილისწამებას მცირედ ან საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას.

- მერედა რაო, რომ ვიცრუე? - ვამბობთ ჩვენ, - ახლა თითქმის ყველა ცრუობს, რა არის ამაში განსაკუთრებული?

ასე ვამბობთ, მაგრამ არ უნდა ვამბობდეთ; რადგანაც ცრუობა და ცილისწამება მართლაც უბედურებაა, თანაც - დიდი უბედურება.

„გევედრებით, ძმანო, - გვეუბნება ქვეყნიერების მოძღვარი, - თავი ანებეთ ტყუილსა და ცილისწამებას. რადგანაც სიცრუე პირველი ცოდვა და ეშმაკის ხელობაა, რამეთუ იგი პირველი ეცრუა ადამს და მთელი ადამის მოდგმა დაღუპა. დაე, სხვები ნურად ჩააგდებენ სიცრუეს, ნუ მოინანიებენ და ნუ დაეხსნებიან მას. მათ სასჯელი არ ასცდებათ, რადგანაც ამბობს წინასწარმეტყველი:წარწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა (ფსალმ. 5, 6). ხოლო უარესი დაემართება მათ, ვინც სიცრუეს ცილისწამებასაც მიურთავს. დიდი სახლები დაურღვევია ცილისწამებას; ერთს სწამეს ცილი, ამის გამო კი მოსთქვამენ სხვანიც: მისი შვილებიც, ახლობლებიც, მეგობრებიც. მაგრამ ამით ცილისმწამებელიც ისჯება. მათგან ღმერთი აღარც ლოცვას შეისმენს, მათი სანთელიც ქრება, აღარც მათი მსხვერპლი შეიწირება და ღვთის რისხვაა მათზე მოწეული; როგორც დავითი ამბობს: აჴოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუ-ვარნი და ენაჲ დიდად მეტყუელი (ფსალმ. 11, 3). ცილისმ-წამებელნი ქურდებსა და ავაზაკებზე უარესნი არიან." - ასკვნის წმინდა ოქროპირი.

ამგვარად, სიცრუე და ცილისწამება მართლაცდა დიდი ჭირია. ხედავთ განა, რაოდენ საზარელია სიცრუისა და ცილისწამების ცოდვა, რომელსაც ჩვენ ყურადღებას არც კი ვაქცევთ? „სიცრუე, - როგორც გესმათ, - პირველი ცოდვა და ეშმაკის ხელობაა, ცილისწამება კი ძირფესვიანად ძირკვავს სახლებს, მრავალს ატარებს და ავალალებს, ცილისმწამებელი საძაგელია ღვთისთვის, ისინი ერეტიკოსებსა და ავაზაკებზე უარესნი არიან მის თვალში. გამოფხიზლდით საკუთარი უგუნურებისგან, ცრუებო და ცილისმ-წამებელნო, და ეცადეთ, მთელი ძალით ეცადეთ, ლაგამო ამოსდოთ თქვენს ენას. ხოლო იმისათვის, რომ სამუდამოდ დააოკოთ იგი, ხშირად გაიხსენეთ ხოლმე წმინდა წერილის სიტყვები: წარსწყ-მიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა (ფსალმ. 5, 6).

დაბოლოს, გახსოვდეთ, რას ამბობს მეცხრე მცნება: არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.თუკი არ დაივიწყებ ყოველივე ამას, იმედი გვექნება, რომ განეკრძალებით სიცრუეს და ცილისწამებას, ვით ღვთისთვის საძაგელ ცოდვას, და მოიქცევით მოციქულის სიტყვისამებრ:განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშ-მარიტსა კაცად - კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა (ეფეს. 4, 25). ამინ.


„სვინაქსარი". ტომი I.



xareba.net

Комментариев нет:

Отправить комментарий