ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

არ გაგიკვირდეს, შვილო ჩემო, თუ მთაზე ასასვლელ გზას შემდგარი,

ეკალსა და ჭაობში ჩავარდი. კვლავ შეგხვდება ვაკე ადგილი, რადგან ღვაწლში მყოფნი ზოგჯერ ეცემიან და ზოგჯერ თავად დასცემენ მოწინააღმდეგეს. დიდმა იობმა თქვა: ”არა განსაცდელი არსა ცხორებაჲ კაცისაჲ ქუეყანასა ზედა?“ (იობ. 7.1) ხოლო ვინმე სხვა წმინდანი ამბობს: ”კაცი, რომელიც განსაცდელით გამოცდილი არ არის, გამოუცდელია“. ჩვენ იმისთვის გამოვიცდებით სწავლასა და რწმენაში, რომ გამოცდილნი და განსწავლულნი ვიყოთ და ბრძოლა ვისწავლოთ. უფალმა თქვა: ”მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21.19). და ასე, სიკეთის იმედი ყოველმხრივ შეგვეწევა ყოველი შემთხვევის დროს. გვასწავლის რა მოთმინებას, წმინდა მოციქული ამბობს: ”სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოთ დათმენად“ (1 კორ. 10.13). ჩვენი უფალი, თავად ჭეშმარიტება, განუგეშებს და ამბობს: ”სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16.33). ეს დაისწავლე და დაიცავი, გახსოვდეს უფალი და მისი სახიერება, შვილო ჩემო. იგი შეგეწევა ყველაფერში, რადგან მოწყალე არის და ჩვენი უძლურება უწყის. ამჯერად იგი შეჰრისხავს ღელვას და შენს სულს მყუდროებას მოუტანს თავისი წმინდანების ლოცვით, ამინ.



როგორც სხეულის თანამდევი ჩრდილია, ისე მცნებათა აღსრულებისა – განსაცდელნი. რადგან, თანახმად დიდი ანტონის ნათქვამისა, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში განსაცდელის გარეშე. ამრიგად, ჩემო შვილო, არ გაგიკვირდეს, თუ ცხონებაზე ზრუნვისას მწუხარება და განსაცდელი გეწვევა, მაგრამ აღუშფოთებლად მოითმინე და მადლობელმა ილოცე, რომ მცნებების აღსრულების გამოისობით განსაცდელის ღირსი გახდი სულიერი სწავლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით. სახიერმა ღმერთმა მოგანიჭოს გონიერება და მოთმინება განსაცდელის ჟამს.




წმიდა აბბა დოროთე 






Комментариев нет:

Отправить комментарий