ღმერთი

ღმერთი

вторник, 28 января 2014 г.

როცა დააპირებ საფუძველი დაუდო კეთილ საქმეს, წინასწარ მოემზადე

იმ განსაცდელებისთვის, რომლებიც უნდა შეგემთხვეს. მტერს (ეშმაკს) ასეთი რამ ახასიათებს: როცა ხედავს, რომ ვინმემ წრფელი რწმენით კეთილი ცხოვრება დაიწყო, მოაწყობს მრავალ საშინელ განსაცდელს, რომ ადამიანი შეშინდეს და მიატოვოს თავისი კეთილი განზრახვები. ხოლო ღმერთი უშვებს განსაცდელს შენზე, რომ მოთმინებით აკაკუნო მის კარზე, რომ მწუხარებების შიშით ღვთის ხსოვნა აღმოცენდეს შენს გონებაში, რომ ლოცვის საშუალებით მიუახლოვდე უფალს და მისი განუწყვეტელი ხსოვნით იკურთხეოდეს შენი გული. და თუკი შესთხოვ, ის შეისმენს შენსას, და სცნობ, რომ ღმერთია შენი გამომხსნელი, და შეიმეცნებ მას, ვინც შეგქმნა, სიმტკიცეს განიჭებს და დაგიცავს მომავალში.



წმ. ისააკ ასური









Комментариев нет:

Отправить комментарий