ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 января 2014 г.

საპატრიარქოს განცხადება - რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებაზე

http://www.youtube.com/watch?v=rXzNMviS3aU

***

რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

“ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება – ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი,” – განაცხადა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა და ირაკლი ღარიბაშვილმაც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო.

ზაქარეიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90% და სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალის შესწავლაც თანდათან მოხდება. თანხის ზედა ზღვარი 4,5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ამ დრომდე, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სხვა რელიგიური გაერთიანებები კი რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ.




Комментариев нет:

Отправить комментарий