ღმერთი

ღმერთი

пятница, 31 января 2014 г.

სიტყვა და საქმე

„ვისთვისაც სიტყვა საქმეა, ის ძლიერია სიტყვაშიც და საქმეშიც"

* * *

„ვინც აღასრულებს იმას, რასაც დაარიგებენ, მის საქმესა და სიტყვასაც მიეცემა უდიდესი ძალა"

* * *

„ორმაგად ასწავლის ის, ვინც ასწავლის იმას, თუ რა უნდა გააკეთო და თავადაც აკეთებს იმას, რასაც ასწავლის"

* * *

„ასწავლე შენს გულს დაიცვას ის, რასაც ასწავლის შენი ენა"

* * *

„რა სარგებელია იმაში, რომ ვიღაც სხვის სახლს აშენებს, თავისას კი ანგრევს?"

ამბა პიმენი


* * ******


„ვაი მას, ვინც გულისხმაჰყოფს ჭეშმარიტებას და ასწავლის მას სხვებს, თავად კი უგულვებელსყოფს მას"

* * *

„ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს. და თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის"

წმიდა ეფრემ ასური



* * *****


„უმჯობესია, ლამაზად ცხოვრობდე, ვიდრე - ლამაზად ლაპარაკობდე"

* * *

„ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ სიტყვა, მაგრამ არ გააჩნია საქმე, ხის მსგავსია, რომელსაც ფოთლები აქვს, მაგრამ ნაყოფი - არა"

* * *

„გადავსებული ჭურჭლიდან იღვრება წყალი, გულის გადაჭარბებული მგრძნობელობას კი უნებურად მეტყველებენ ბაგეები"

წმიდა ტიხონ ზადონელი



* * *****


„როგორ დავმოძღვრავთ სხვებს, თუ საკუთარი თავის დამოძღვრაზე არ ვიზრუნებთ?"

* * *

„ვინც ვერ მართავს საკუთარ თავს, იგი ვერც სხვას დაარიგებს ჭკუას"

* * *

„ცოდვით დაცემული ვერ ასწავლის სხვას, თუ როგორ არ დაეცეს ცოდვით"

ამბა ისაია



* * *****


„ამაოდ ასწავლის ის, ვისი საქმეებიც ეწინააღმდეგებასწავლებას"

* * *

„სიტყვები არაფერს ნიშნავს, როდესაც ისინი საქმით არ არის განმტკიცებული და გამაგრებული"

* * *

„სიტყვა საქმის გარეშე ჰგავს ნახატს, რომელიც გახუნებული საღებავებითაა დახატული: ქარი და წვიმა შლის მას"

წმიდა ისიდორე პელუზიელი



* * * *****


„ასწავლე სხვას მოთმინებით, რათა მან მაშინაც კი სიკეთე აკეთოს, როდესაც თავად შენ არასრულყოფილად მიაჩნიხარ"

* * *

„მორწმუნე ნაკლებს უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ ბევრს აკეთებდეს"

* * *

„უმჯობესია, არა - სიტყვებით გაბრწყინებული სიბრძნე, არამედ - საქმით დამტკიცებული"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


* * ****


„ჭეშმარიტება მაშინაა ცოცხალი, როდესაც მთელ თავის საფასს იღებს, როდესაც მისი მნიშვნელობა ცხოვრებით მართლდება"

* * *

„ჭეშმარიტების სიტყვებს, რომლებიც ცხოვრებით არაა გამართლებული, შეუძლიათ, ჭეშმარიტებაში დაეჭვებამდეც კი მიგიყვანოთ"

* * *

„გაცილებით უკეთესია დადუმდე, ვიდრე ასწავლო სხვას ის, რაც თავად არ გაგიკეთებია" (იაკ. 3, 1-20).

წმიდა იოანე ოქროპირი



* * ****


„კეთილად მოაწყვე შენი ცხოვრება, ისე, რომ მან შეძლოს, უსიტყვოდ ასწავლოს, მითუმეტეს - სიტყვამ"

* * *

„ამხილე გარყვნილნი შენი ღირსეული ცხოვრებით, ისინი კი, ვისაც ურცხვი გრძნობები აქვთ, თვალის შეკავებით"

წმიდა ისააკ ასური



xareba.net


Комментариев нет:

Отправить комментарий