ღმერთი

ღმერთი

среда, 29 января 2014 г.

ჩვენი უმნიშვნელო და მოყვასის მნიშვნელოვანი განსაცდელები .

ნებისმიერი განსაცდელის წამლად ის კიდევ უფრო მმიმე განსაცდელი გვევლინება, რომელსაც ღმერთი ჩვენს მოყვასს უვლენს. მხოლოდ უნდა შევადაროთ სხვათა განსაცდელი ჩვენს პირად განსაცდელს და როდესაც მათ შორის უდიდეს სხვაობას დავინახავთ, ჩვენდამი ღვთის უსაზღვრო სიყვარულში დავრწმუნდებით, მან ხომ ესოდენ მსუბუქი განსაცდელი მოგვივლინარმით მისდამი მადლიერებას ვიგრბნობთ, თანავუგრძნობთ უმეტესად გატანჯულ მოყვასს და გამუდმებით აღვავლენთ გულასმიერ ლოცვას, რომ ღმერთი შეეწიოს მას. ვთქვათ, მე ფეხის ამპუტაცია გამიკეთეს. ამ დროს ვიტყვი: „დიდება შენდა, ღმერთო, რომ ერთი ფეხი მაქვს, ექიმებს ხომ ჩემი მოყვასისათვის ორივე ფეხის ამპუტირება მოუხდათ. და კიდეც რომ მთლად დავკუტებულიყავი, ფეხებიც და ხელებიც რომ დამეკარგა, მაინც ვიტყოდი: „დიდება შენდა, ღმერთო! რომ საშუალება მომეცი და ამდენი ხნის განმავლობაში ფეხზე დავდიოდი, ხომ არსებობენ დაბადებიდან ხეიბარი ადამიანები?!“

როდესაც შევიტყვე, რომ ერთი ოჯახის უფროსი მრავალი წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, ვთქვი: „მე მასთან როგორ მოვალ? ერის ადამიანი თერთმეტი წლის განმავლობაში სიხლდენას ითმენს, გარდა ამისა, მას შვილები ჰყავს, ყოველ დილით ადრიანად უნდა ადგეს და სამსახურში წავიდეს, მაშინ, როდესაც მე სისხლდენას შვიდ წელზე მეტხანს არ გავუტანჯივარ!“ როდესაც ვფიქრობ სხვაზე, მასზე, ვინც ამგვარ ტანჯვას განიცდის, საკუთარ თავს ვეღარ ვამართლებ. ხოლო, როდესაც იმაზე ფიქრს ვიწყებ, რომ მე ვიტანჯები მაშინ, როდესაც სხვები უზრუნველად ცხოვრობენ, რომ ღამ-ღამობით ყოველ ნახევარ საათში წამოდგომა მჭირდება იმიტომ, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს და დაძინება არ შემიძლია იმ დროს, როდესაც სხვებს უზრუნველად სძინავთ, მაშინ საკუთარ თავს ვამართლებ, - თუნდაც ამავე დროს ვდრტვინავდე კიდეც. შენ, დაო, რამდენ ხანს იტანჯებოდი ჰერპესით? 

- რვა თვის მანძილზე, წმიდაო მამაო.

- ხედავ? ერთს ამ ავადმყოფობით ორი თვე უწევს ტანჯვა, სხვას - ათი, კიდევ სხვას - თხუთმეტი. მე მესმის შენი. შენთვის ძალიან მტკივნეულია. ზოგიერთები ამ ავადმყოფობას სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს. მაგრამ, თუკი ერის ადამიანი, რომელსაც ორი-სამი თვით გააწამებს ეს სნეულება და ძლიერი ტკივილი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს, შეიტყობს, რომ სულიერი ადამინი ამ ავადმყოფიბით მთელი წელია იტანჯება და ამავე დროს ითმენს და არ დრტვინავს, ის მაშინათვე უდიდეს ნუგეშს მიიღებს. „აი, რა მოხდა, ორიოდე თვეა, რაც ავად ვარ და უკვე სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, სხვა კი მთელი წელია იტანჯება და არ წუწუნებს. თანაც მე ხომ ცოდვებს ჩავდივარ, მაშინ, როცა ის სულიერად ცხოვრობს“. ამგვარად, ამ ადამიანისთვის ჭკუა არავის დაურიგებია, მაგრამ მან უამისოდაც უკვე მიიღო შეწევნა.


მამა პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий