ღმერთი

ღმერთი

вторник, 28 января 2014 г.

ამრიგად, როდესაც ვინმე განაშორებს თავის თავს მარცხენა მხარისგან, ზედმიწევნით შეიცნობს

კიდეც თავის ყველა შეცოდებას, რაც ღვთისადმი ჩაუდენია, რადგან ვერ დაინახავს იგი ცოდვებს, თუ სიმწრის განშორებით არ გაშორდება მათ, ხოლო რომლებმაც მიაღწიეს ამ საზომს, ჰპოვეს მათ ტირილი, ვედრება, შერცხვენილობა ღვთის წინაშე, ახსოვდათ რა თავიანთი უკეთური სიყვარული ვნებებისა. ამიტომ, ვიღვაწოთ, ძმანო, როგორც ძალგვიძს, და თანაშეგვეწევა ჩვენ ღმერთი თავისი წყალობის სიმრავლისამებრ, მაგრამ თუ ვერ დაგვიცავს ჩვენი გულები, ჩვენთა მამათა მსგავსად, იმის ძალა მაინც ვაჩვენოთ, რომ უცოდველად დავიცვათ ჩვენი სხეული, როგორც ამას ითხოვს ღმერთი, და გვწამდეს, რომ შიმშილის ჟამს, რაც გვეწევა ჩვენ, ჩვენზეც მოიღებს იგი წყალობას თავის წმინდანებთან ერთად (იგულისხმება, რომ უფალი მოგვფენს თავის წყალობას როგორც უშუალოდ, ასევე თავისი წმინდანების გზით).



წმ. ესაია განშორებული






Комментариев нет:

Отправить комментарий