ღმერთი

ღმერთი

вторник, 28 января 2014 г.

საიდუმლოთა ნაკვალევზე - არსებობდნენ თუ არა ბუმბერაზები?

სტენოგრამა ვიდეოფილმის "საიდუმლოთა ნაკვალევზე. ბუმბერაზთა ქალაქი" მიხედვით.

სარდინიაზე, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები, მრავალი ძველი ძეგლია, რომელთა შორისაც არსებობს იმგვარიც, ოფიციალურად ბუმბერაზთა სამარხს რომ უწოდებენ. უჩვეულოდ დიდი ზომის ჩონჩხთა აღმოჩენაზე მრავალი ადგილობრივი მცხოვრები იტყობინება, მაგრამ არც ერთი ადგილობრივი მუზეუმი არ გაჩვენებთ მსგავს ნარჩენებს.

გასული საუკუნის შუაწლებში კუნძულზე გათხრებს აწარმოებდა ჯოვანი ლილიუ, არქეოლოგი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ განაცხადა ნურაგები (იტალ.:Nuraghe, მრ. რიცხვ. Nuraghi) - მეტალის კოშკებია, რომლებიც სარდინიაზე გამქრალი ცივილიზაციისგან დარცა და აგებულია არა ჩვეულებრივი ადამიანების, არამედ ბუმბერაზების მიერ. ეს შენობები თავწაკვეთილი კონუსის ფორმისაა და როგორც ვარაუდობენ მათი აშენება კუნძულზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან დაუწყიათ.

არქეოლოგის შეხედულებამ საზოგადოებასა და პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კუნძულზე საერთო ჯამში ამგვარი რვა ათასამდე ნაგეგობაა. მაშასადამე, აქ ოდესღაც ბუმბერაზთა მთელი სამეფო ყოფილა, რომლებსაც აუშენებიათ ეს კოშკები. მაგრამ სხვა მეცნიერები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ ვერსიას, კომპრომისზე წავიდნენ და ნურაგიელებს უბრალოდ აზროვნების ბუმბერაზები უწოდეს.

ამასთან ძველ ბუმბერაზებზე არსებული ლეგენდის ნაწილობრივი აღიარებამ ცალკეულ ქვეყანაში ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინა მსოფლიო მეცნიერებაზე.

მაშ არსებობდნენ თუ არა სინამდვილეში ბუმბერაზები?

მაგალითად, შუმერების მიერ ქვაზე გამოკვეთილ გილგამეშის გულში ჩახუტებული ჰყავს ლომი, რომელიც მის სხეულთან შედარებით კატის კნუტი გეგონება. ნუთუ გილგამეში და ლეგენდების სხვა პერსონაჟები ნამდვილად ასეთი ზემძლავრი ბუმბერაზები იყვნენ?

ნახევრადმეცნიერულ მითოლოგიურ ლიტერატურაში ბევრჯერ არის ნახსენები ბუმბერაზთა მოდგმა. მათ შესახებ თქმულებები დედამიწის თითქმის ყველა ხალხში მოიპოვება. მაგრამ ოფიციალური მეცნიერება მსგავს მტკიცებულებებს ზღაპრებს უწოდებს.

ლეგენდები ბუმბერაზ-ადამიანებზე თანამედროვე კაცობრიობამდე თუ მოვიდა როგორც მოგონება ძველ დროზე, მათი მთლად გამონაგონად მიჩნევა დიდი შეცდომა იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ბუმბერაზთა ნამდვილი ნარჩენები დღეს მსოფლიოს არც ერთ მუზეუმში არ მოიპოვება. მაგრამ მეორეს მხრივ ფაქტები და შეტყობინებები ასეთ აღმოჩენებზე თითქმის ყოველ წელიწადს მოდის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

დღეს ინტერნეტში მრავალი ფალსიფიკაცია ვრცელდება, რომელთაც ამ საკითხში კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შეაქვთ, ვიდრე სიცხადე, მაგრამ ამ სურათების ფაბრიკატორებმა ნაკლებად იციან, რამდენი მოწმობა არსებობს ბუმბერაზთა შესახებ მარტო აღმოსავლეთ სომხეთში.

1974 წელს სოფელ ოგანავანში, ძალიან ლამაზი ტაძრის კედლებქვეშ აღმოაჩინეს გიგანუტური ზომის ადამიანის ძვლები. ხოლო ხუთი წლის შემდეგ გოშავანკისკენ გზის მშენებლობის დროს ექსკავატორმა ზედაპირზე ამოთხარა ადამიანთა ცალკეული ძვლები, რომლებიც სრული ადამიანის სიდიდისა იყვნენ.

ჩონჩხების სიდიდე ოთხ მეტრს აღწევდა, ხოლო თავის ქალა იმდენად დიდი იყო, რომ ის, ვისაც ეს ქალა ხელით მოჰქონდა, ორი მეტრის ირგვლივ ვერაფერს ხედავდა.

მაგრამ, სად მიაქვთ ნაპოვნი ნარჩენები, ნუთუ აქ ისევ და ისევ არასასურველ ფაქტთა მიჩქმალვის შემთხვევებთან გვაქვს საქმე?

საბჭოთა წლებში სევანის ტბის ახლოს ააშენეს რაზდანის ჰიდრო ელექტრო სადგური. ამის შედეგად ტბა გამეჩხერდა, და ტბის ნაპირებზე გამოჩნდა მთელი არქეოკომპლექსი, რომელშიც შედის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის ციკლოპური სიმაგრე, ასევე დასახლება და სამარხები. სამნახევარი ათასი წლის განამვლობაში ისინი სევანის წყლის ქვეშ იმყოფებოდნენ. 1956 წლიდან აქ, სოფ. ლჩაშენის რაიონის ახლოს მუშაობდა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელმაც აღმოაჩინა გიგანტური ეტლები, მრავალი ძვირფასი ნაკეთობა, ფრინველებისა და ცხოველების ქანდაკებები. არტეფაქტებს შორის იყო სარკეც კი. არქეოლოგიური აღმოჩენა მოწმობდა სევანის ტბის არეალის ძველი მოსახლეობის მაღალ კულტურასა და განვითარებაზე ჯერ კიდევ ურარტუმდელ პერიოდში. როგორც ირკვევა, სამარხებს შორის ძალზედ ბევრი იყო ნამდვილად გიგანტური ზომის ჩონჩხები, მაგრამ ეს ფაქტები იმ დროს უბრალოდ მიჩქმალეს.

გიგანტური ადამიანების ძვლებს მუდმივად პოულობენ ამიერკავკასიის მთებში.

მრავალი ჩონჩხი იმყოფება ისეთ ადგილებში, სადაც მთები ესაზღვრებიან მინდორ-ველებს, ამიტომაც მკვლევარები აკეთებენ დასკვნას, რომ ბუმბერაზთა ჩონჩხები მთიან ადგილებში უნდა ეძებონ.

ოცდაათი წლის წინათ სომხეთის ეხეგნაძორის რაიონში ახალგაზრდების დიდ ჯგუფს, რომლებიც მთებში ისვენებდნენ წვიმამ მოუსწრო, ახალგაზრდები თავშესაფრის ძებნას შეუდგნენ და პირველივე შემხვედრ გამოქვაბულს შეაფარეს თავი. თორმეტივე ტურისტმა დაუყოვნებლივ დაიწყო თავშესაფრის გამოკვლევა. ძალიან მალე ფანრების შუქზე მათ შენიშნეს ისეთი რამ, რასაც ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა. გამოქვაბულის შუაში პირდაღმა იწვა საკმაოდ კარგად შენარჩუნებული და წარმოუდგენლად დიდი ზომის ჩონჩხი. ორი წლის შემდეგ სისიანის რაიონში აღმოაჩინეს სამარხი, რომელშიც გიგანტი იცვა. ბუმბერაზს ხელთ ეპყრა რკინის სატევარი, რომელიც სხეულის გასწვრივ დაჟანგულიყო.

იქვე იპოვეს უზარმაზარი ქალაქი მეგალითებით, თანაც იმდენად ძველით, რომ ერთის შეხედვით კლდე გეგონებოდა.

მსგავს მეგალითებს პოულობენ სომხეთის მთელს ტერიტორიაზე. ზოგიერთი მათგანი სიმაღლეში თორმეტ მეტრს აღწევს და იწონის ოც ტონას. ძველი ლეგენდები კი ამბობენ, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდა ბუმბერაზთა მოდგმა.

საბჭოთა პერიოდში მეცნიერები, რომლებიც მიდიოდნენ საზოგადოდ მიღებული დოგმატების წინააღმდეგ, დევნას განიცდიდნენ და არც თუ იშვიათად სამსახურსაც კარგავდნენ. დარვინიზმი კომუნისტური იდეოლგიის საფუძველთა საფუძველი იყო, და ყოველივე რაც ამ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო მეცნიერული ფაქტი, მითუმეტეს აკრძალული იყო მისი გახმაურება.

მეოცე საკუკუნეში გადმოცემები ბუმბერაზთა შესახებ მითებად და ზღაპრებად მიაჩნდათ, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. დამოუკიდებელმა, მათ შორის რუსმა მკვლევარებმა, გამოარკვიეს თუ რამდენად ნამდვილია და ჭეშმარიტი გადმოცემები ბუმბერაზთა შესახებ.

ჯერ-ჯერობით ძნელია თქმა, რა ზომის იყვნენ ძველი მოდგმის ადამიანები. მაგრამ სრულიად დასაშვებია, მათ შორის ყოფილიყვნენ ბუმბერაზი ადამიანები.

ეს საკითხი დღემდე გამოცანაა. ანთროპოლოგები დასაშვებად მიიჩნევენ ორმეტრიანი ადამიანების არსებობას, მაგრამ სამ მეტრს უკვე სკეპტიკურად უყურებენ. არადა, ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებენ.

როდესაც მეცნიერება უფრო დეტალურად დაიწყებს ამ საკითხის კვლევას, შესაძლოა კაცობრიობა მაშინ მიიღებს პასუხს კითხვაზე: ვინ იყვნენ სინამდვილეში ბუმბერაზები.



http://www.apocalypse.ge/apo_iyvnen_tu_ara_bumberazebi.html

Комментариев нет:

Отправить комментарий