ღმერთი

ღმერთი

среда, 29 января 2014 г.

წმიდაო მამაო, თუ აქვს რაიმე კავშირი უკმაყოფილებას უმადურობასთან?

დიახ. ასეთი რამაც შესაძლებელია: ვიღაც, როდესაც, ადამიანს შენიშვნას აძლევს, მის სასიკეთოდ ირჯება, მაგრამ იგი ამას ვერ ამჩნევს, თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობს და უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ ასეთი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, თავისუფლად შესაძლებელია, იგი თვლიდეს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან მაშინაც კი, როდესაც თვითონ აშკარა წინდაუხედავობით იქცევა და ამიტომ მისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვენ. ამგვარად, მონაზონი, რომელმაც ზეთისხილის ხე უნდა შეწამლოს, ხსნარში ზედმეტ ქიმიკატებს ურევს და ხეებს ფოთლებს უწვავს, მას შენიშვნას აძლევენ, ხოლო იგი, იმის მაგიერ, რომ საკუთარი შეცდომა გაიაზროს და თქვას: - "შემინდეთ და მაკურთხეტ"! თავს უსამართლოდ დასჯილად გრძნობს და ტირის. "ისინი უსამართლოდ მექცევიან - ფიქრობს იგი, - ხეებს ფოთლები რომ ჭიას გაეყვითლებინა, სიტყვასაც არ დაძრავდნენ, მაგრამ, რაკი მე შემემთხვა ასეთი რამ, ამისთანა ხმაური იმიტომ ატეხეს, ჰოი, ქრისტე ჩემო, მხოლოდ შენ გესმის ჩემი"! და მიდი და იღრიალე! ასეთმა მონაზონმა შესაძლოა, სიხარულიც კი განიცადოს იმ სასჯელის წარმოდგენაზე, რომელიც "უსამართლობის" გამო მიეგებათ მათ, ვინც მას აწყენინა და მადლობა შესწიროს ამისთვის ქრისტეს. ამგვარი მდგომარეობა ცდომილებაზე უარესია.




პაისი მთაწმინდელი






Комментариев нет:

Отправить комментарий