მამა პაისი მთაწმინდელი
სამღვდელოებისა და ეკლესიის შესახებ
- წმიდაო მამაო, თუ ღვთისმსახური რაიმე მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდება, დაკარგავს იგი იმ საღმრთო მადლს, რომელსაც ფლობდა?
- არა, მისი დაკარგვა როგორ უნდა მოხდეს! კი არ იკარგება იგი, არამედ - განეშორება. ღვთისმსახურებისგან დაყენებული მოძღვარი მღვდლობას არ მოაკლდება, მაგრამ მის მიერ შესრულებული საიდუმლოებები ნამდვილი არ იქნება. ასეთ მღვდელს ძალა უკვე აღარ აქვს. ყველაზე მთავარი - ეს მადლია. თუ ღვთისმსახურებისაგან დაყენებულ მღვდელს ეს აკრძალვა მოუხსნეს, მაშინ მის მიერ შესრულებული საიდუმლოებები კვლავ ძალაში იქნება.
იმ ღვთისმსახურებთან მიმართებაში, ვის მიმართაც ღვთისმსახურების შესრულებასთან დაკავშირებით კანონიერი წინააღმდეგობები არსებობს, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, რომ განუსჯელი სიმკაცრით ადამიანები არ ვაცდუნოთ; რომ ამ ღვთისმსახურის ოჯახის წევრებმა სხვადასხვა აზრებით თავი არ დაიტანჯონ. მან ლიტურგიის მსახურება გონივრულად უნდა დატოვოს, რომ სიკეთის მაგიერ ამან მას ბოროტება არ მოუტანოს. კანონიკური დაბრკოლებების შესახებ ხომ თვით მღვდელმაც იცის და ღმერთმაც. და თუ იგი ღვთისმსახურებას უცაბედად მიატოვებს, ერთ ამოსუნთქვაზე, მაშინ მორწმუნეებიც და მისი ოჯახიც ეჭვებით დაიტანჯებიან და ბოროტება კიდევ უფრო გამრავლდება.
მე ვხედავ ხოლმე, რომ ზოგჯერ იმ ღვთისმსახურებზე, რომლებიც თავისთავად ღვთისმოსავნი არიან, მაგრამ რაღაც კანონიკური დაბკროლების გამო ღვთისმსახურების შესრულება არ შეუძლიათ, ღმერთი უშვებს რამენაირ ავადმყოფობას. მაგ., ცხვირიდან სისხლისდენას, კუჭის ავადმყოფობას ან რაიმე ამის მსგავსს. ისინი მოხარულნი არიან, რომ ღმერთი ასე მოაწყობს ხოლმე ყველაფერს, რომ მათ შეუძლიათ, ლიტურგიის აღსრულება შეწყვიტონ. ზოგჯერ ჩემთან, სენაკში მოდის ღვთისმსახური, რომელსაც რაღაც კანონიკური დაბრკოლება აქვს ღვთისმსახურებასთან მიმართებაში და მე ვხედავ, რომ მან - საბრალომ მსახურება უნდა შეწყვიტოს. მაგრამ ამავდროულად მისი ეპისკოპოსი ამ საკითხზე სხვა აზრისაა. როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში იგი? გვრჩება მხოლოდ ლოცვა: რომ ღმერთი ჩაერიოს. მახსოვს კონკრეტული შემთხვევა. ერთ სასულიერო პირს ვურჩიე, ღვთისმსახურება დაეტოვებინა და იგი მოვამზადე კიდეც ამ ნაბიჯისათვის. მაგრამ, როდესაც მან ამის შესახებ თავის მოძღვარსა და ეპისკოპოსს უთხრა, ისინი არ დაეთანხმნენ. ამგვარად, იგი ღვთისმსახურებას განაგრძობდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონიკური დაბრკოლება არსებობდა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც იგი ტროტუარზე მიდიოდა, ამოვარდა ავტომანქანა და იგი სასიკვდილოდ დაშავდა. „საშინელ არს შევრდომა ხელთა ღმრთისა ცხოველისათა“.
ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი ცოდვაც კი არ არსებობს. ერთადერთი ეკლესიის გამხრწნელი ცოდვა თვით ჩვენგან გამომდინარეობს. დაწყებული იქიდან, ვინც იერარქიის სათავეში დგას - უბრალო მორწმუნით დამთავრებული, ეკლესიას ისე არავინ წარმოვიდგენთ, როგორიც არის. რჩეული შეიძლება არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ ეს მღელვარებისათვის საბაბს არ იძლევა. ეკლესია ქრისტეს ეკლესიაა და სწორედ იგი მართავს მას. ეკლესია ეს ტაძარი არ არის, რომელსაც ღვთისმოსავი ადამიანები ქვის, ქვიშისა და კირქვისგან აგებენ, ხოლო ბარბაროსები ცეცხლით ანადგურებენ. ეკლესია ეს თვით ქრისტეა „და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი“.
დღეს ქრისტე ითმენს იმას, რაც ხდება. ის ითმენს და ადამიანებისათვის საღმრთო მადლი მოქმედებს. ჩვენ ქარიშხალს გავივლით და ყველაფერი გამოაშკარავდება. რაც ახლა ხდება, დიდხანს არ გაგრძელდება. გახსოვს, როგორ წერია წმ. წერილში: „გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს“ . ქრისტემ ეს იმისთვის თქვა, რომ სამსჯავროზე ჩვენ რაიმე გასამართლებელი არ გვქონდეს. როცა ჭურჭელში ზეთი გამოილევა და ცოტაოდენი მხოლოდ ფილტრშია დარჩენილი, ვიცით, რომ ლამპარი მალე ჩაქრება, თუმცა მისი ალი „თამაშობს“ - ხან აბრიალდება- და ხან მიილევა. ასეთი ლამპარი სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ადამიანის მსგავსია, რომელშიც სიცოცხლის უკანასკნელი ნიშანი კრთის. მაგრამ ქრისტეს მისი ჩაქრობა არ სურს, რომ მერე ჩამქრალმა კანდელმა არ თქვას: „მე კიდევ ვენთებოდი, მაგრამ შენ შემიბერე და ჩააქრე ჩემში ცეცხლი“. მაგრამ რაღა შებერვა გინდოდა, შენ ხომ ჭურჭელში ზეთი გამოლეული გქონდა? დამტვრეულ ლერწამზეც არ სურს შეხება ქრისტეს, იმიტომ, რომ შემდეგ, საბოლოოდ მომტვრეული ლერწამი იჩივლებს: „შენ შემეხე და იმიტომ მოვტყდი“. მაგრამ შენ ხომ ისედაც მომტვრეული იყავი, ძლივს ეკიდე და სადაცაა ჩამოწყდებოდი! მაშ, ბრალს რაღად სდებ ქრისტეს, რომ შეგეხო და მოგტეხა?
თუ სახარების მიხედვით არ ვცხოვრობთ, ჩვენ, ბერები და ღვთისმსახურებიც უღმერთობას ვავრცელებთ. ხალხს ჩვენი სათნოებები სჭირდება და არა - უწმიდურებანი. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითს, რომელსაც ერის ადამიანებს ბერები უჩვენებენ. ერის ადამიანები საკუთარი ცოდვების გასამართლებელ საბაბს ეძებენ, ამიტომ ყურადღებაა საჭირო. აბა, ნახე, თუ შევძლებთ, ქრისტეს კვალად გავიმეოროთ სიტყვები: „ვინ თქვენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ - ამბობს იგი. მაგრამ თქმა იმისი: „ვინ თქვენგანმა მამხილოს მე ცდუნებაში?“ ჩვენ არ შეგვიძლია. ქრისტემ ეს სიტყვები ცოდვის შესახებ თქვა იმიტომ, რომ იგი იყო სრული ღმერთი - და სრული კაცი. ჩვენ კი ადამიანები ვართ. ჩვენთვის სრულყოფილება თვისობრივი არ არის, ჩვენ დაცემა შეგვემთხვევა ხოლმე - ამას რას მოუხერხებ?! მაგრამ სხვათა დაბრკოლების მიზეზნი არ უნდა გავხდეთ!
ერთი გენერალი მიამბობდა, მას რომ სარწმუნოება დედისაგან მემკვიდრეობად არ გადმოსცემოდა, იგი რწმენას დაკარგავდა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, კვიპროსზე ყოფნისას რომ შეეჯახა . იყო ბრძანება, რომ მშვიდობიან თურქულ მოსახლეობასთან ჰუმანური დამოკიდებულება შეენარჩუნებინათ. მაგრამ ამ გენერალმა გაიგონა, ერთი სასულიერო პირი როგორ ყვიროდა ტელეფონის ყურმილში: „ამოხოცეთ თურქები!“ - ასე არაფრის გამო. მცირე აზიიდან საბერძნეთში ჩამოსახლებული ფარასელებიც გაერთიანდნენ სექტებში, რომელიც წლების მანძილზე ვრცელდებოდა ჩვენში, ეს იმიტომ,- რომ მათ აქ არაღვთისმოსავი მღვდელმთავრები და მღვდლები დაინახეს. როდესაც ეკლესიაში ნახეს სულ სხვა ყაიდის ადამიანები - სულიერ ცხოვრებას რომ არ მისდევდნენ, - ლტოლვილები შეცდნენ, იქ - სამშობლოში ხომ ისინი სხვაგვარ სასულიერო პირებს იცნობდნენ და მაშინათვე, წამიერად გამოჩნდნენ ერეტიკოსები - „ევანგელისტები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ თითქოს თავად სახარებისეულად ცხოვრობდნენ და საწყლები ერეტიკოსებად იქცნენ.
მაგრამ, თუ რომელიმე მეუფე, მღვდელი ან ბერი დამნაშავეა, ქრისტე ხომ არ არის დამნაშავე! მაგრამ ადამიანები ასე ღრმად არ იყურებიან. „- განა ეს ქრისტეს არ წარმოადგენს?“ - ამბობენ ისინი. მაგრამ საკითხავი ისაა, ეს წარმომადგენელი განასახიერებს იმას, ვისაც წარმოადგენს?! ადამიანები არ ფიქრობენ იმას, რა ელის ქრისტეს ასეთ წარმომადგენელს იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ამიტომ ზოგიერთი, როცა სასულიერო პირთა ცხოვრებაში შეუფერებელ გამოვლინებებს ამჩნევს, რწმენას კარგავს.
საწყლებს არ ესმით, რომ თუ რომელიმე ჟანდარმი დამნაშავეა, მისი ერი დამნაშავე არ არის, ასევე, თუ რომელიმე ღვთისმსახური აშავებს, ამაში ეკლესიის ბრალი არ არის. მაგრამ მათ, ვინც ამგვარად ცდუნდება, მაგრამ კეთილადაა განწყობილი, შეუძლიათ ამის გაგება, თუკი აუხსნი. ასეთ ადამიანებს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები აქვთ, რადგან მათი ბოროტებისკენ გადახრა შეძლეს, რაღაცის გაგების უნარი კი მათ არა აქვთ.
- წმიდაო მამაო, რატომაა, რომ აშკარად არავინ გამოხატავს თავის პოზიციას ეკლესიაში არსებული ამდენი საცდურის გამო?
- ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც ეკლესიაში ხდება, არ შეიძლება საუბარი და აშკარა პოზიციის გამოხატვა. უბრალოდ უნდა გადავიტანოთ ყველაფერი, მოვითმინოთ - მაგრამ ეს ერთია, მეორე საქმეა ყოველივე ამის ისე გამართლება - როგორც ამართლებენ!.. იმ შემთხვევაში, როცა რაღაცის თქმა ხდება საჭირო, პატივისცემითა და ვაჟკაცობით უნდა გააკეთო ეს ისე, რომ სიფიცხისაგან დორბლებს არ ყრიდე და პრობლემა საყოველთაო განხილვის საგნად არ გახადო. რაც საჭიროა, პირისპირ უნდა უთხრათ იმ პირს, ვისაც საქმე ეხება. უთხრათ სიყვარულით, ტკივილით, რომ ის მეტად ყურადღებიანი იყოს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით. წრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც „სიმართლეს პირდაპირ მიახლის“, ის, ვინც ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ იგი, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს, გონივრულად ამბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა - იმ ჟამისათვის შესაფერისი და აუცილებელი.
ის, ვინც განუსჯელად ამხელს სხვებს, სულიერად დაბნელებულია და ადამიანები ჩირადაც არ უღირს. ეს უგუნური ადამიანები შეუბრალებლად „რანდავენ“ სხვებს, მათ - ვინც იტანჯება და წვალობს. მაგრამ ამავდროულად დაბნელებული „კუბიზმის ოსტატები“ ხარობენ, როდესაც მათი ნაჯახის ქვეშ გამოდიან ერთნაირი, სწორკუთხად გარანდული ადამიანები. მხოლოდ ეშმაკით შეპყრობილი ადამიანის გამართლება თუ შეიძლება, როდესაც იგი ადამიანებს არცხვენს, მათ წარსულს აშიშვლებს, რათა შეარყიოს სუსტი სულები. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი იმათ ეხება, ვისზედაც ეშმაკს სრული ძალაუფლება აქვს მოპოვებული. გასაგებია, რომ უწმიდურ სულს სააშკარაოზე გამოაქვს არა ადამიანების კეთილი საქმეები, არამედ - მათი უძლურებანი. და პირიქით: ვნებათაგან განწმენდილებს ბოროტება არა აქვთ და ამიტომ ბოროტებას სიკეთედ აქცევენ. როდესაც ისეთ უწმინდურობას ნახავენ, რომლის აღგვა შეუძლებელია, ასეთი ადამიანები რამენაირად დაფარავენ მას, რომ სხვებმაც არ ნახონ და ზიზღი არ იგრძნონ. მაგრამ ისინი კი, ვინც სხვათა ცოდვების ნაგავსა და ჭუჭყს წარმოაჩენს, იმ ქათმებს გვანან, რომლებიც, კარგად ვიცით, სადაც იქექებიან...
დღეს ეშმაკი ბევრ რამეს თითხნის, ამუქებს და ხრწნის, ის საშინელ სიცრუეს ხლართავს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თვითვე დაიმტვრევს კბილებს. გავა წლები და მართლები გაბრწყინდებიან, ისინი შესამჩნევნი გახდებიან, თუნდაც მათი სათნოებები არც ისე დიდი იყოს, რადგან უკიდურესი წყვდიადი გამეფდება და ადამიანები მათკენ მიბრუნდებიან. ისინი კი, ვინც დღეს სხვებს აცდუნებენ, თუკი იმ დრომდე მიაღწევენ, შერცხვებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий