წმინდა წერილი -- ძველი აღთქმა; ახალი აღთქმა (სახარება); ბიბლიის არაკანონიკური წიგნები.
ისტორია - მოციქულების ეპოქა; ეკლესიის დევნის პერიოდი; ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; საეკლესიო განხეთქილებები.
საყოველთაო მართლმადიდებლობა - ეს არის ადგილობრივ ეკლესიათა ერთობა, რომელთაც გააჩნიათ საერთო დოგმატები და კანონიკური წყობა, აღიარებენ ერთმანეთის საეკლესიო საიდუმლოებებს და თანაზიარობაში იმყოფებიან ერთმანეთთან. თეორიულად მსოფლიო მართლმადიდებლობის ყველა ეკლესია თანასწორია, თუმცა ფაქტობრივად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პრეტენზიას აცხადებს უმთავრეს როლზე მართლმადიდებლობაში და ამტკიცებს რომ ის არის მესამე სულიერი რომი (Москва - третий Рим), ხოლო მსოფლიო მართლმადიდებლობის კონსტანტინოპოლელი პატრიარქი დიდი მოშურნეობით იცავს თავის "პირველობის პატივს". მსოფლიო მართლმადიდებლობა შედგება 15 ავტოკეფალური და რამოდენიმე ავტონომიური ეკლესიისგან.
მართლმადიდებლური ეკლესიები
კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია;
ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია;
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია;
იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია;
სინას მთის მართლმადიდებელი ეკლესია;
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია;
ელადის მართლმადიდებელი ეკლესია;
პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია;
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესია საეკლესიო გადმოცემის მიხედვით დააფუძნა წმ. მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, რომელმაც დაახლ. 60 წ. ქ. ბიზანტიის პირველ ეპისკოპოსად ხელი დაასხა თავის მოწაფეს, სტაქოს. 330 წ. იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ბიზანტიის ადგილას რომის იმპერიის ახალი დედაქალაქი - კონსტატინოპოლი დააფუძნა. 381 წლიდან აქ არსებობს ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო, ხოლო 451 წლიდან საპატრიარქო, რომელიც პირველობას ეცილებოდა ალექსანდრიის ეკლესიას; შემდეგ კი თვით რომს. 1054 წ. კონსტანტინოპოლმა გაწყვიტა ევქარისტული ერთობა რომის მწვალებლურ ეკლესიასთან (თუმცა კონსტანტინოპოლის თანამედროვე, ეკუმენისტურმა საპატრიარქომ 1965 წელს აღადგინა მასთან ნაწილობრივი ერთობა).
1453 წლიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მუსულმანური თურქეთის ტერიტორიის ფარგლებში მოექცა. თუმცა, მისი იურისდიქცია თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებს სცილდება და საკმაოდ ვრცელ საეკლესიო ოლქებს მოიცავს (მაგ.: ათონი და კრეტას ნახევრად ავტონომიური ეკლესია).
ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესია. გადმოცემით, ალექსანდრიის მართლმადიდებლური ეკლესია დააფუძნა მოციქულმა მარკოზმა ჩრდილოეთ ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში. 451 წლიდან ის არის დამოუკიდებელი საპატრიარქო და მესამეა მნიშვნელობით რომისა და კონსტანტინოპოლის შემდეგ. V საუკუნის მიწურულსა და VI საუკუნის დასაწყისში ალექსანდრიის ეკლესია ძლიერ დაუძლურდა მონოფიზიტური არეულობების გამო. VII საუკუნეში კიდევ უფრო დაკნინდა არაბთა შემოსევების გამო, ხოლო XVI ს. დასაწყისში ის თურქებმა დაიპყრეს (ამ ბოლო დრომდე ის ძლიერ იყო დამოკიდებული კონსტანტინოპოლზე). ღვთისმსახურება აქ აღესრულება ძველბერძნულ და არაბულ ენებზე.
ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესია. დაფუძნებულია დაახლოებით 37 წ. ანტიოქიაში, მოციქულ პავლესა და ბარნაბას მიერ. 451 წლიდან დამოუკიდებელი საპატრიარქოა. V საუკუნის მიწურულსა და VI საუკუნის დასაწყისში მონოფიზიტურმა არეულობებმა დააუძლურეს. 637 წლიდან არაბთა ძალაუფლების ქვეშ მოექცა, ხოლო XVI საუკუნის დასაწყისში დაიპყრეს თურქებმა. ღვთისმსახურება ტარდება ძველბერძნულ და არაბულ ენებზე.
იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე ძველია მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. მისი პირველი ეპისკოპოსი იყო ძმა უფლისა იაკობი (დაახლ. 63 წ.). იუდეველთა ომის შემდგომ (66-70 წწ.) გაპარტახდა და პირველობა რომს დაუთმო. IV საუკუნიდან თანდათანობით აღდგენის პროცესშია. VII საუკუნეში იწყება მისი დაკნინება არაბთა შემოსევის გამო.
სინას მთის ეკლესიას გააჩნია 23 ტაძარი და 27 მონასტერი, რომელთაგან ყველაზე დიდი წმ. საფლავის მონასტერია. თვით იერუსალიმში 8 ათასზე მეტი მართლმადიდებელი მორწმუნეა. ღვთისმსახურება ტარდება ბერძნულ და არაბულ ენებზე.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიტროპოლია დაფუძნდა 988 წ. თავად ვლადიმირ I-ის დროს, რომლის ცენტრი იყო კიევში. თათარ-მონღოლთა შემოსევის შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა 1299 წ. გადაიტანეს ქ. ვლადიმირში, ხოლო 1325 წ. მოსკოვში. 1448 წლიდან ავტოკეფალურია (პირველი დამოუკიდებელი მიტროპოლიტი იყო - იონა). ბიზანტიის დაცემის შემდეგ (1553 წ.) "მესამე სულიერ რომობაზე" აცხადებდა პრეტენზიას. 1589 წ. დაფუძნდა საპატრიარქო (პირველი პატრიარქი იყო - იობი). 1667 წ. ძლიერ შეარყია ნიკონის რეფორმამ და ამ რეფორმით გამოწვეულმა განხეთქილებამ. ეკლესია ორად გაიყო. ერთ ნაწილს შეადგენდნენ ოფიცალური "მართლმადიდებლები", ხელისუფლების მხარდაჭერით და მეორეს, ძველმართლმადიდებლები (იგივე "ძველმორწმუნეები"), რომელთაც დღეს საკუთარი პატრიარქი და იერარქია გააჩნიათ.
გაბატონებული "მართლმადიდებლობა" მოგვიანებით კიდევ უფრო დაუძლურდა პეტრე I რეფორმებით: გაუქმდა საპატრიარქო, რომლის ნაცვლად დაფუძნდა ე. წ. "უწმიდესი სინოდი", რომელსაც იმპერატორი ნიშნავდა. აკრძალული იყო კრებების მოწვევა. თვითმპყრობელობის დაცემის შემდგომ 1917-1918 წლებში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც ამ განშტოებას დაუბრუნა კანონიკური მმართველობა (პატრიარქი ტიხონი). საბჭოთა პერიოდში განიცადა კიდეევ რამდენიმე განხეთქილება (მ. შ. უმსხვილესი იყო "კარლოვაცის" განხეთქილება, რომელიც დღემდე არსებობს). 1930-იან წლებში ლამის გაქრა. მხოლოდ 1943 წლიდან იწყება მისი თანდათანობითი აღორძინება საპატრიარქოს სახით. 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე ნაწილობრივ შეურიგდა ძველმართლმადიდებლობას, თუმცა ევქარისტული ერთობა ვერ აღსდგა.
სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესია. დაფუძნებულია IX ს. ბოლოს. 1219 წლიდან ავტოკეფალურია. 1346 წლიდან ჰყავს პატრიარქი. XIV ს. მოექცა თურქეთის უღელქვეშ და დამოკიდებული გახდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე. 1557 წ. მოიპოვა დამოუკიდებლობა, მაგრამ ორი საუკუნის შემდეგ ისევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ მოექცა (სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ავტოკეფალურობა 1879 წ. კვლავ მოიპოვა).
მეზობელი მაკედონიის ტერიტორიაზე ქრისტეანობა ჯერ კიდევ მოციქულ პავლეს დროიდან იყო ცნობილი. IV საუკუნიდან VI საუკუნემდე მაკედონიის ეკლესია მორიგეობით, ხან რომზე და ხან კიდევ კონსტანტინოპოლზეა დამოკიდებული. IX –XI საუკუნეებში მოიპოვა ავტოკეფალურობა (ცენტრით ოხრიდში), და შესაძლოა, მონაწილეობდა რუსეთის ნათლობაშიც.
განსაკუთრებული ბედი ეწია ჩერნოგორიის და ე. წ. ბუკოვინის მიტროპოლიებს. ყველა ამ მართლმადიდებლური ოლქის სერბეთის ერთ ეკლესიად მოხდა 1919 წ. 1920 წლიდან აღსდგა სერბეთის საპატრიარქო. ფაშისტურმა ოკუპაციამ და შემდგომმა სოციალისტურმა პერიოდმა საგრძნობი ზიანი მიაყენა სერბეთის ეკლესიას. გამძაფრდა ნაციონალისტური ტენდენციები. 1967 წ. მაკედონია თვითნებურად გამოეყო სერბეთის ეკლესიას და თავისი ავტოკეფალია დააფუძნა.
რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ამ ტერიტორიაზე პირველი ეპარქიები IV საუკუნიდან არის ცნობილი. დიდი ხნის განმავლობაში ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა. XIV საუკუნიდან თურქების ძალაუფლების ქვეშაა. XIX ს. პირველ ნახევარში, დროებით მიუერთდა რუსეთის ოფიციალურ "მართლმადიდებლურ" ეკლესიას. 1865 წ. (რუმინეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან 3 წლის შემდეგ) ადგილობრივმა ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა, მაგრამ მსოფლიო საპატრიარქომ ის მხოლოდ 1885 წელს ცნო.
ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია დაფუძნებულია 865 წ. თავად ბორისის დროს. 870 წლიდან ავტონომიურია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურსიდიქციის ქვეშ. 927 წლიდან ავტოკეფალურია (ცენტრი ოხრიდში). ეს საეკლესიო დამოუკიდებლობა მუდმივად იყო დავის საგანი ბიზანტიასთან. XIV საუკუნიდან ბულგარეთი თურქების უღელქვეშ აღმოჩნდნენ და კვლავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე გახდა დამოკიდებული. ხანგძრლივი ბრძოლის შემდეგ, 1872 წ. თვითნებურად გამოცხადდა ბულგარეთის ავტოკეფალია, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა სქიზმატურად შერაცხა. მხოლოდ 1945 წ. მოიხსნა ეს ბრალდება, 1953 წელს კი ბულგარეთის ეკლესია დამოუკიდებელი და საპატრიარქო ეკლესია გახდა.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკელსიის დამფუძნებელია წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული და არა წმიდა ნინო, როგორც ეს ხშირად გვხვდება სხვადასხვა ისტორიკოსთა თხზულებებში. მისი ეპისკოპოსები მონაწილეობდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე. თავიდან ის ექვემდებარებოდა ანტიოქიის საპატრიარქოს. 487 წლიდან ავტოკეფალურია (ცენტრი მცხეთა). სასანიდების დროს (VI-VII) მედგრად ებრძოდა და გაუძლო სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობა, ხოლო თურქ დამპყრობთა პერიოდში (XVI-XVIII) - ისლამის შემოტევას. ამ მომქანცველმა ბრძოლამ დააუძლურა ქართული მართლმადიდებლობა. 1667 წელს, ქართველი მიტროპოლიტის სახით, მხარი დაუჭირა ნიკონის რეფორმას და მონაწილეობა მიიღო 1667 წლის ყაჩაღთა კრებაში, რომელზეც ძველმართლმადიდებლებთან ერთად ნიკონ პატრიარქიც გაასამართლეს და ანათემას გადასცეს ძველი საეკლესიო გადმოცემა.
მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამო ქვეყანა იძულებული გახდა შეერთებოდა რუსეთის იმპერიას (1783 წ.). საქართველოს ეკლესიას წაერთვა ავტოკეფალია და რუსეთის ერთ ერთი საეგზარქოსო გახდა. ხოლო კათალიკოსის სახელწოდება გაუქმდა. მოსკოვი საქართველოში მხოლოდ რუს ეგზარქოსებს ნიშნავდა, რამაც 1918 წელს გამოიწვია განხეთქილბა რუსეთთან. თუმცა 1943 წ. მოსკოვის საპატრიარქომ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და მისი საპატრიარქოს დამოუკიდებლობა.
1980-იან წლებში საქართველოში იწყება აქტიური მოძრაობა ძველი ღვთისმოსაობისა და ძველი მართლმადიდებლობის აღსადგენად. დაარსდა ძველმართლმადიდებლური ეკლესია (პირველი ეპისკოპოსი - იონა). 2009 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი აღსაყრდრა არქიეპისკოპოსის ხარისხში (არქიეპისკოპოსი პავლე).
კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია. გადმოცემის მიხედვით დააფუძნა მოციქულმა ბარნაბამ 47 წ. პირველად ეს იყო ანტიოქიის ეკლესიის ეპარქია. 431 წლიდან - ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოა. VI ს.-ში მოექცა არაბთა უღელქვეშ, რომლისგანაც მხოლოდ 965 წ. გათავისუფლდა. თუმცა 1091 წ. კვიპროსის კუნძული ჯვარსონებმა დაიპყრეს და ის 1489-1571 წლებში ვენეციას ეკუთვნოდა, 1571 წლიდან თურქებს, ხოლო 1878 წლიდან ინგლისელებს. მხოლო 1960 წ. მიაღწია კვიპროსმა დამოუკიდებლობას და თავი რესპუბლიკად გამოაცხადა.
ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებლური ეკლესია. ქრისტეანობა მის ტერიტორიაზე გამოჩნდა მოციქულ პავლეს დროიდან. IV ს.-ში საბერძნეთის საეპისკოპოსო კათედრები შედიოდნენ ხან რომის, ხან კიდევ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში. 1453 წ. საბერძნეთი თურქებმა დაიპყრეს და ამ დროიდან ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ზეგავლენის ქვეშ მოექცა. მხოლოდ 1830 წელს შეძლო საბერძნეთმა დამოუკიდებლობის მოპოვება და დაიწყო ბრძოლა ავტოკეფალიისთვის, რომელიც მიიღო 1850 წ. მაგრამ, კონსტანტინოპოლის მეურვეობიდან გათავისუფლებული ელადის ეკლესია, მეფეზე დამოკიდებული აღმოჩნდა. მხოლოდ 1975 წლის კონსტიტუციით გამოეყო ელადის ეკლესია სახელმწიფოს. ამავე დროს (1960-იანი წწ) ელადის ეკლესიას გამოეყო ე. წ. საბერძნეთის ე. წ. "ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ეკლესია" (ძველმესტილეები).
პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია დასაბამს იღებს 966 წლიდან, თავად მეშკო I-ის დროიდან. ეკლესიათა განხეთქილების შემდეგ (1054 წ.) აქ დომინირებდა მართლმადიდებლობა, ძირითადად აღმოსაველთის ოლქებში, სადაც 1235 წ. დააფუძნეს საეპისკოპოსო კათედრა ქ. ხოლმში (მოგვიანებით - პერემიშლი). მაგრამ 1385 წ. თავადმა იაგაილომ თავისი სახელმწიფო კათოლიკურად გამოაცხადა, რამაც გამოიწვია მართლმადიდებელთა გადასვლას კათოლიციზმში. 1596 წ. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები კიევის მიტროპოლიტ მიქაელის (როგოზა) მეთაურობით ბრესტის კრებაზე ღებულობენ რომის პაპის იურისდიქციას. ბრესტის ეს უნია გაგრძელდა 1875 წლამდე, როდესაც, პოლონეთის გაყოფის შემდეგ, აღსდგა მართლმადიდებლური ეპარქია. 1918 წ.-დან პოლონეთი კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ხოლო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თვითნებურად გამოაცხადა ავტოკეფალია, რომელიც სულ უფრო და უფრო განიცდიდა დეგრადაციას. მხოლოდ 1948 წ. მოსკოვის პატრიარქის ინიციატივით პოლონეთის ავტოკეფალია აღიარეს, და მისი მდგომარეობა განმტკიცდა.
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მოციქულთა სწორ კირილესა და მეთოდეს ღვაწლით 863 წ. ჩეხეთის (მორავიაში) ტერიტორიაზე დაფუძნდა. მაგრამ თესალონიკელი ძმების გარდაცვალების შემდეგ ინიციატივა ლათინური წესის მომხრეთა მხარეს გადავიდა. მართლმადიდებლობა მხოლოდ მუკაჩევის ეპარქიაში ნარჩუნდებოდა. 1649 წ. კი ამ ეპარქიამაც მოაწერა ხელი უნიას კათოლიციზმთან. მხოლოდ 1920 წ., სერბეთის ინიციატივის წყალობით, კარპატებში კვლავ აღმოცენდა სერბეთის იურისდიქციის მართლმადიდებლური სამრევლოები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მათ დახმარებისთვის მიმართეს მოსკოვის საპატრიარქოს და ჯერ საეგზარქოსოდ, ხოლო 1951 წლიდან ჩეხეთისა და სლოვაკეთის ავტოკეფალურ ეკლესიად ჩამოყალიბდა.
* ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია. 1794 წ. ბალაამის მაცხოვრისა და ფერისცვალების მონასტრის ბერებმა ჩამოაყალიბეს პირველი მართლმადიდებლური მისია ამერიკაში. ამერიკელები თავიანთ პირველ "მოციქულად" თვლიან გერმანე ალიასკელს († 1837 წ.). არქ. ტიხონის დროს (შემდგომში - პატრიარქი) ალეუტის ეპარქიის კათედრა სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში გადაიტანეს. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მასთან კონტაქტი გაძნელებული იყო. ამერიკის იერარქებს სსრკ-ს სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსთან (ГПУ) კავშირში ადანაშაულებდნენ. ძლიერდებოდა უთანხმოება. ამასთან კავშირში 1971 წ. მოსკოვის საპატრიარქომ ამერიკის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის) ინტერესებს, რომელსაც აქ უკვე საკუთარ იურისდიქციაში 2 მილიონზე მეტი ამერიკელი მართლმადიდებელი ჰყავდა. ამიტომაც, ამერიკის ავტოკეფალია დღემდე არ არის აღიარებული კონსტანტინოპოლის მიერ, თუმცა de facto მაინც არსებობს. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий