ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 мая 2013 г.

შურისმგებელი სამართლიანობა.

  ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს ბნელად... ვაი დამნაშავის გამამართლებელს (ეს. 5,20,28)

ღვთისგან დიდი განდგომა უკანასკნელ ჟამს

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ქრისტეზე ძლიერი არ არის!"


უფალმა თავის მხსნელ ვნებებში სულთმოფენობით ეკლესია დაგვიარსა და გვასწავლა, რომ ეკლესიის გარეთ ადამიანმა შესაძლოა ყოველივე მოიპოვოს: კარიერა, სიმდიდრე, წარმავალი ბედნიერება და ა.შ. ყოველივე გარდა ერთისა: სულის ცხონების მადლი და ხელმწიფება მან მხოლოდ თავის წმინდა ეკლესიას მიანიჭა. სამი რამ გადასცა უფალმა ღმერთმა ჩვენს სამ გრძნობას - რწმენას, სასოებასა და სიყვარულს: ეკლესია თვისი, ხორცი თვისი და სისხლი თვისი (ნილოს მირონმდინარე), ანუ ეკლესია თავისი შვიდი მაცხოვნებელი საიდუმლოებით. ამას გარდა და მანამდის, მან ადამიანს ღმერთთან ხატება მიანიჭა ანუ თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება, ასევე მისცა სინდისი და სინდისის ქენჯნა და გონება და განსჯის უნარი, უკვდავი სული, უხვად დააფრქვია სხვა ნიჭებიც: ჯანმრთელობა და სხვ. მისთვის ქმნიდა ცასა და ქვეყანას ყოველი თავისი სამკაულით, რათა ყოველივე ამით დამტკბარიყო და გაეხარა ადამიანს...

რა მოხდა 17 მაისს?

არაფერი განსაკუთრებული: ბიძია სემმა დასავლეთიდან მუსიკა შეუკვეთა: მწვანე დოლარები ააფრიალა, აქაურმა რენეგატებმა იცეკვეს: არასამთავრობო ორგანიზაციათა მნიშვნელოვანმა ნაწილმა პარლამენტის ე. წ. უმცირესობიდან და ზოგიერთმა უმრავლესობიდან. ე. წ. სექსუალური უმცირესობა იმ დღეს მელოდიას განსაზღვრავდა. მხარმოტეხილი ხელისუფლის არყოფნაც ქვეყანაში (კერძოდ, აშშ-ში ყოფნა) ავბედითად "დაემთხვა". მე ვფიქრობ ყველასათვის ყველაფერი გასაგებია. ცხადია, იმ ხუთი ათასის გარდა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" სამიტინგოდ მთელი ორთვე-ნახევარი დიდის რუდუნებით აგროვებდა.

ჩვენი სარწმუნოების მხოლოდ ერთ მოწოდებაზე კი, იმავე დღეს, ორმოცდაათი ათასზე მეტი გამოვიდა. უფრო მეტი კი არ გამოვიდა და დედაქალაქში არ ჩამოვიდა. "სიბრძნე ის კი არ არის მხოლოდ, - ამბობს წმინდა ესაია განდეგილი, - რას იტყვი, არამედ იცოდე, როდის თქვა და როდის არა". ყველაფერს თავისი ჟამი აქვს, საყვარელნო. იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ რა ხდება ჩვენს თავს, რას გვახვევენ დასავლეთიდან, საჭიროა მცირე ექსკურსი ახლო ისტორიაში.

დაწყებულია მესამე მსოფლიო ომი, კერძოდ, იგი ე.წ. 11 სექტემბრის ტერაქტით დაიწყო. საგულისხმოა, რა მიმართვა გააკეთა ბუში-უმცროსმა მალევე მთელი მსოფლიოს წინაშე: ვინც ჩვენთან ერთად არ არის "ტერორიზმთან ბრძოლაში", ჩვენს წინააღმდეგაა. ამ სიტყვებით მისცა რა ნიშანი ამ უჩვეულო ომის დაწყებას, განსხვავებულს ხასიათით წინა ორი მსოფლიო ომისაგან, მაცხოვრის სიტყვები მოიშველია. ის, რომ მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად დაწყებულია, ცხადია, ჩემი ორიგინალური შეხედულება არაა. ამაზე თანამედროვე პოლიტ და სამხედრო ექსპერტები მსჯელობენ. ჯერჯერობით რა არის ამ ომის შედეგი? ავღანეთი, ერაყი (სხვათა შორის, თითქოს ბირთვული იარაღის ქონისა და გამოყენების გამო ჩამოახრჩვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს იარაღი კი, რა თქმა უნდა, დღემდის არ აღმოუჩენიათ!).

რამდენიმე წლის წინ, წმინდა მიწაზე, სახელდობრ, აბრაამის გზაზე, ერთმა იტალიელმა მეცნიერმა და არქეოლოგმა აღმოაჩინა უძველესი, II-III საუკუნეების, ეკლესიის ნაშთები და მათში უძველესი მანუსკრიპტი, რომელიც სისხლიანი ჯვრითაა აღბეჭდილი. მეცნიერმა ამ სისხლს ულტრათანამედროვე საშუალებებით ექსპერტიზა ჩაუტარა და იგი ტურინის ტილოზე აღბეჭდილი სისხლის იდენტური აღმოჩნდა, ანუ მაცხოვრის სისხლისა, ხოლო თავად მანუსკრიპტზე წინასწარმეტყველებებია დატანილი, რომელიც დასავლეთს შეეხება: "კატრინების", ქარბორბალების მოხშირება ბოლო ჟამს, ვიდრე კონტინენტს ოკეანეთა წყლები არ გადარეცხავს.

ახლა კი კვლავ ერთხელ დავსვათ კითხვა, თუ რა ხდება ჩვენს თავს, რას გვახვევენ დასავლეთიდან?
ფრანკფურტის მასონურმა სკოლამ, რომელიც შედგებოდა მარქსისტებისა და ებრაელებისაგან, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადავიდა რა აშშ-ში, იწყო დასავლური კულტურის, მათ შორის ქრისტიანობის, კრიტიკა - ნგრევა. ხელში ჩაიგდეს მასმედია, ინსტიტუტები, შეაღწიეს სკოლებში, სემინარიებში, უმაღლეს სასწავლებლებში; მიზნად დაისახეს ქრისტიანობისა და დასავლური კულტურის აღმოფხვრა. განათლების სისტემის ლაიციზაცია, ანუ საღვთო შჯულისა და სამღვდელოების გაძევება იქიდან. მათი ფორმულაა: დაბადებაც, ცხოვრებაც და სიკვდილიც მღვდლისა და ეკლესიის გარეშე.

და როგორც ხედავთ, "წარმატება" სახეზეა. მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან თეოდორ ადორნო, ერიხ ფრომი, ვილჰელმ რაიხი. ამერიკის მასმედია კულტურათა ომში იქცა საალყო იარაღად და ყველაზე უფრო საიმედო საშუალებად ახალგაზრდების გამოთაყვანებაში. დაიწყო კულტურული და სექსუალური რევოლუციები ამერიკაში.
აქედანვე დავძენდი სერაფიმ საროველთან ერთად: პირველი რევოლუციონერი ზეცაში სატანა იყო და ყველა რევოლუციონერი მისი მოწაფეა, მოვიდა სისხლიანი თუ უსისხლო გზით. მოგაგონდათ, ალბათ, ჩვენშიაც ე. წ. ხავერდოვანი რევოლუცია - ხალხის ნებით არჩეული ეროვნული ხელისუფლების დამხობა, ე. წ. ვარდების რევოლუცია - შევარდნაძე-სააკაშვილის ფარსით შეცვლილი ხელისუფლება.

რევოლუცია მანამ ცნობს თანაარსებობას, ვიდრე ჰეგემონიას მიაღწევს, შემდეგ კი თავისი პირობების კარნახს იწყებს. სწორედ ეს ხდებოდა უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში, რომლის მიზანიც და შედეგიც უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრა, "ჩარეცხვა", მორალურ-კულტურული და ფიზიკური გადაგვარება თუ სულაც მოსპობა, ქვეყნის დაცლა ქართველობისგან. მილიონამდე ქართველია ქვეყნიდან გასული. მათი ნაწილი აღარ დაბრუნდება, ნაწილი კი დაბრუნებულთაგან მენტალიტეტშეცვლილი იქნება და თავის გავლენას მოახდენენ აქაურ მოვლენებზე და ა.შ. აკი მხარმოტეხილმა ხელისუფალმა საზეიმოდ განგვიცხადა არჩევნებამდე, 2020 წლისთვის ქართველებს მენტალიტეტი ექნებათო შეცვლილი. რა თქმა უნდა, გულისხმობდა, რომ ბიძია სემი კვლავაც ხელისუფლებაში დატოვებდა. და აი, არჩევნებამდე, ზაფხულში, ჩამოვიდა ორი ამერიკელი სენატორი და ე.წ. ლიბერტიანელთა ფრთას - აკაკი მინაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, სერგო რატიანსა და ძმათა მათთა - ულტიმატუმი წაუყენა: თუ გსურთ ხელისუფლებაში დარჩენა (ნაციონალებს), მიწასთან უნდა გაასწოროთ საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად პატრიარქი. გეგმა ორნაწილიანი იყო: 1) იერიში პატრიარქზე, უკიდურესი ზეწოლა! გვახსოვს მოვარდნები საპატრიარქოში - ახალაიების, თოფურიების და სხვათა და სხვათა; მისი ავტორიტეტის დაკნინება პასკვილების წერით, შეურაცხყოფით საჯაროდ და სხვ.; @2) ეკლესიის გათიშვა ეპარქიებად, მათი ურთიერთდაპირისპირება (გათიშე და იბატონე) და ა.შ.

რაღა თქმა უნდა, ბიძია სემი დასავლეთიდან მწვანე დოლარებს კვლავაც ააშრიალებდა... მაგრამ, მადლობა ღმერთს, არჩევნებში ქართველებმა, და სხვათა შორის, არაქართველთა ნაწილმაც, ამჯერად იმარჯვა და აქაურმა რენეგატებმა დაპირებული ოცდაათი ვერცხლი ვერ მიიღეს. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდათ ამ ანგართა და ვერცხლისმოყვარეთა. დაფიქრდით, ჩვენო თანამედროვე იუდა ისკარიოტელებო, თქვენც ხომ იგივე ხვედრი გელოდებათ საუკუნო ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან თქვენც ხომ წარსდგებით, გარდაცვალების შემდგომ, სამართლიან სამსჯავროზე მასთან, ვის ეკლესიასა და მის სამღვდელო იერარქიასაც თქვენ ასე გაბოროტებით ებრძვით. ერთი-ორი ენაბილწი და გაავებული, თქვენებრ რომ ვთქვა, "მოძალადე", სამღვდელო პირის საქციელს, თუკი საერთოდ ჰქონდა ამას ადგილი, მთელ ეკლესიასა და სამღვდელოებაზე რად განავრცობთ?!
განა სწორედ ამისთვის არ გაითამაშეთ სოდომიტელთა 17 მაისის აქცია?

მოგვმართავთ ქართველთ და ყველა აქაურ მოქალაქეს: მიიღეთ სექსუალური უმცირესობანი ისეთნი, როგორნიც არიან! ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ მათი მიღება ქრისტიანულ და ქართულ ერთობაში მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როცა თავიანთ უმძიმეს, სასიკვდინე ცოდვას გაისიგრძეგანებენ, შეინანებენ და საქმით გამოსწორდებიან რა, პროპაგანდას სრულიად ურცხვად და უნამუსოდ ამ ცოდვას აღარ გაუწევენ. ხოლო მანამდე მათ არც ღვთისგან და არც ჩვენგან შენდობა არ ექნებათ!

ჩვენ გვიყვარს ცოდვილი ადამიანი, მაგრამ არა ცოდვა!
ის, რაც მოხდა 17 მაისს, ისინიც და მათი ბოსებიც, უნდა დააფიქროს, თუ რა უმძიმეს ცოდვაში არიან ერის, ქვეყნის და ღვთის წინაშე. მაგრამ ეგებ თქვენ მითხრათ, რომ ღმერთი არა გწამთ და ტყუილუბრალოდ გიხსენებთ მას. კეთილი, ჩვენი უფლის შეგონებას მოვუხრი ქედს: ღორთა და ძაღლთა ნუ დაუყრითო მარგალიტს, სადაც, იოანე ოქროპირის განმარტებით, ღორში - მწვალებელი (სექტანტი) მოიაზრება, ძაღლში - ღვთისმგმობი ათეისტი, მარგალიტში კი - ღვთის სიტყვა. ხამლიდან (ფეხსაცმლიდან) მტვერიც გამიყრია, უფლის შეგონებისაებრ, მაგრამ გახსოვდეთ, ეს მტვერი თქვენი მამხილებელი იქნება განკითხვის დღეს!

ვიდრე საუბარს გავაგრძელებდეთ ფრანკფურტის სკოლის ,,მოღვაწეობაზე", რომლის გამოძახილი აქაცაა, საქართველოში, მანამ ვივარაუდებ, თუ როგორი გულსმოდგინებით შეუდგებით ჩვენს ცილისწამებას, რომ ,,ფობია" მჭირს დასავლეთის მიმართ და "ფილია" რუსეთის მიმართ. ე.ი. რა გამოდის, ჩვენ არანაირი ფობია არ უნდა გვქონდეს, მათ შორის სოდომიტების მიმართ, ხოლო თქვენ არა მარტო უნდა გაგაჩნდეთ "ფობია", - ამ შემთხვევაში რუსეთის მიმართ - არამედ მთელ ერსაც ამას შთააგონებდეთ. აი, სწორედ ამ თქვენი მოსალოდნელი მზაკვრული ცილისწამების პასუხად, თავად რუსი მამების წინასწარმეტყველებიდან მოვიგონებ, რომ თავად რუსეთი, რომლის ჩექმა ჯერაც გვახსოვს, უკანასკნელ ჟამს შაგრენის ტყავივით დაპატარავდება და დარჩება მხოლოდ ცენტრალური რუსეთი - დიდი რუსული ხომალდი ნაფოტებად იქცევა.

რუსეთის ეს რღვევა უკვე დაწყებულია. როგორც ნიკოლოზ მეორის უკანასკნელმა მოძღვარმა წმინდა თეოფანე პოლტაველმა იწინასწარმეტყველა, სწორედ იმ თანამიმდევრობით მიმდინარეობს მისი დაშლა: ბალტიისპირა ქვეყნები, ცენტრალური აზიის რესპუბლიკები, სამხრეთ კავკასია და ა.შ.

მაგრამ დასავლეთსაც და ჩვენს ახალ ხელისუფლებასაც უნდა ახსოვდეს, რომ, რუსულივე ანდაზით: რუსეთს "ცბკფ ტცნმ ევფ ყტ ყფლჯ". ალბათ, იცით, როგორი მძვინვარე და დაუნდობელია დაჭრილი დათვი. კეთილგონიერმა აქაურმა ხელისუფლებამ, როცა საჭიროა ქვეყნის ინტერესებისთვის, ქართული ანდაზისაებრ დათვს ბაბა უნდა დაუძახოს, ხოლო ქათმებისპარია, გაიძვერა მელას მახე დაუგოს. ანუ როგორც აწინდელი პრემიერ-მინისტრი იტყოდა: რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და დასავლეთთანაც გვქონდეს თბილი ურთიერთობა - ასეთია პოლიტიკის ანუ ქვეყნის მართვის ხელოვნება. გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ აქვე დავძენდი: პოლიტიკა სუფთაა, ხოლო სამწუხაროდ, პოლიტიკოსთა უდიდესი უმრავლესობა - ბინძური.

დამაფიქრებელი და სიმბოლურია, რომ მხარმოტეხილმა "ნაცმოძრაობამ" თავისი პირველი კაცის სახით რესპუბლიკის მოედნიდან ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი გაიტანა და მის ნაცვლად გულივერის გაბარიტების ვეება ველოსიპედი აღმართა. ველოსიპედზე ამხედრებულმა ჯერ მხარი მოიტეხა (ეს გაფრთხილება იყო უფლისგან), მაგრამ ველოსიპედს კისრისა და ფუძის ძვლის მოტეხაც სჩვევია, თუკი შესაბამის დასკვნებს არ აკეთებს ადამიანი.

...მაშ, ფრანკფურტის სკოლამ ამერიკაში წამოიწყო და წარმატებით განახორციელა კულტურული და სექსუალური რევოლუციები. შემდეგ ამ "ყვავილის" ჩითილები სხვა ქვეყნებშიც გადანერგა (ცხრა წელიწადია განათლების სფეროში, აქაც წარმატებით მიმდინარეობს), რის შედეგადაც აშშ, განვითარებულ ქვეყნებს შორის, განათლებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მათი მეცადინეობით საქართველომაც ერთ-ერთ ბოლო ადგილზე გადაინაცვლა ამ სფეროში.
ჩვენი გამოფხიზლებისა და გაფრთხილებისათვის საჭიროა ვიცნობდეთ მათ უმთავრეს შეხედულებებს, საღი აზრის თვალსაზრისით პარანოიასა და ღმერთთან ბრძოლას. ასე მაგალითად, თავის დროზე ერთმა მათგანმა,

ანტონიო მარიამშმა, განაცხადა, რომ მათი უმთავრესი ამოცანაა "კულტურის დაპყრობა". მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ლიბერალურ მემარცხენეებს დაპყრობილი ჰქონდათ არა მარტო ხელოვნება, თეატრი, ლიტერატურა, მუსიკა და ბალეტი, არამედ ასევე კინემატოგრაფია, ფოტოგრაფია, განათლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. კულტურის მართვის გზით მათ საზოგადოებას თავისი მორალი მოახვიეს თავს. მეტიც, ისინი ახლა ფლობენ "კოსმოლოგიურ აპარატს". მათი კოსმოლოგია ორ აქსიომას ეძღვნება: პირველია - სამყაროში არ არსებობს აბსოლუტური ფასეულობანი, არ არსებობს ერთიანი სტანდარტები სილამაზისა და სიმახინჯისა, სიკეთისა და ბოროტებისა; მეორე - არ არსებობს რა სამყაროში ღმერთი, ადამიანურ საქმეთა ერთადერთი განმგებელნი მემარცხენენი არიან (კუპერი).

მათი და მათდარად მოაზროვნეთა გამოისობით "ამერიკა - ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბარბაროსობიდან დაცემისაკენ გადააბიჯა, ცივილიზაციის გვერდის ავლით" (ოსკარ უაილდი).
ჯერ კიდევ წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში ვკითხულობთ წინასწარმეტყველებას, რომ ვიდრე ანტიქრისტე გამეფდება ახალ მსოფლიო სახლში ახალი მსოფლიო წესრიგით - რის დადგომასაც სწორედ ხსენებული უჩვეულო ხასიათის მესამე მსოფლიო ომი, საყოველთაო ელექტრონული კონტროლის გამკაცრება, მათ შორის - ყბადაღებული ID ბარათები - და ყველა არსებული საშუალებებით (პირველყოვლისა, მასმედიით) ტვინების გამორეცხვა ე.წ. საზოგადოებრივი აზრის შექმნის გზით უწყობს ხელს. მისი მომამზადებელი საზოგადოება ტრადიციულ ოჯახებს (რომელნიც ეროვნული სახელმწიფოს უჯრედებს წარმოადგენენ), ტრადიციებს, სარწმუნოებას, ინდივიდუალობას დაანგრევს. ეროვნული სახელმწიფო ამ გზით პარალიზებული იქნება და მალე შეწყვეტს არსებობას, სულიერებისაგან დაცლილი, ე.წ. მომხმარებელთა საზოგადოების მართვა კი ადვილია.

აი, რას წერს ოჯახთან დაკავშირებით ერთი მათგანი, ვილჰელმ რაიხი, ლუკაჩის მსგავსად: ტრადიციული ოჯახი შეიძლება მოისპოს ნაადრევი სექსუალური აღზრდითა და რევოლუციური სექსუალური პოლიტიკით. აი, რატომ არ გვსურს მართლმადიდებლებს, გარდა ზნეობრივი მხარისა, ჩვენს სკოლებსა და სასწავლებლებში ე.წ. "ჰიგიენის საგნის" სწავლება, სადაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ეს გარყვნილი მოდგმა აუხსნის, თუ როგორ გააკეთონ ონანიზმი, დაამყარონ სექსუალური კავშირი, როგორ გაიკეთონ აბორტი დაფეხმძიმების შემთხვევაში და ა.შ., სარგებლობენ რა იმით, რომ გარდატეხის ასაკში ბავშვებს სიძვის ბრძოლები ეწყებათ და აქვთ ცნობისწადილი ამ მათთვის უცნობი მხარის მიმართ. ეკლესია მათ ასწავლის სიძვასთან ბრძოლას, სიწმინდის შენარჩუნების მიზნით, ხოლო ესენი კი პირიქით, გარყვნილების უფსკრულში უბიძგებენ მათ. აი, რას ამბობს უხილავი ბრძოლების შესახებ მსოფლიო მამა და მასწავლებელი იოანე ოქროპირი: "ყოველთვის ერთნაირად როდი მოქმედებენ ჩვენში ვნებები; არამედ ადრეულ ასაკში ჩვეულებისამებრ უფრო მეტია უგუნურება და სულმოკლეობა, შემდეგ ძლიერ მოქმედებს ავხორცობა; მერე კი, მომდევნო ასაკში - მომხვეჭელობა".

აი, მოზარდთა ცხოვრების კიდევ ერთი მხარე: თვითმკვლელობა ნაადრევ ასაკში, 7 სასიკვდინე ცოდვათა შორის უმძიმესი. ვთქვათ ჰოლანდიაში ახალი კანონით ბავშვებმა 12-15 წლის ასაკში მშობლებს თანხმობა უნდა სთხოვონ თვითმკვლელობისთვის, ხოლო 16 წლის ასაკიდან ეს თანხმობა აღარაა საჭირო...(!)

აზარტული თამაშები, რომელიც მამათმავლობასა და ლესბოსელობასთან ერთად, მძიმე ფსიქიკური დაავადების გამოვლინებაა: სამორინეები, ტოტალიზატორები, პოკერ-კლუბები - ნერვული აშლილობანი, გაკოტრება, ოჯახების ნგრევა, მშობლებისა და მოყვასის გამწარება, თვითმკვლელობები - ჭეშმარიტად ეშმაკის თავშესაფარია!
საკუთარი მოქალაქეების მოყვარული ხელისუფლება ამ მხრივაც იზრუნებდა თავისი ერის შვილებზე... და ნუ დაიწყებთ ახლა თავის მართლებას, რომ უდიდესი წინააღმდეგობა შეგხვდებოდათ, თუკი ამას დააპირებდით. თქვენ ხალხმა ცხრაწლიანი მონური ყოფის შემდგომ აგირჩიათ: ხალხს უნდა ემსახუროთ! აკი ამას თქვენც ამბობდით, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდით. არა მარტო უნდა ემსახუროთ, არამედ თავიც კი უნდა დასდოთ, თუკი სულის ცხონებაზე ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ. და ნუ მეტყვით, რომ ამგვარი მხოლოდ "დიმიტრი გელოვანია" "არაჩვეულებრივი გამოფენიდან".

დასავლეთსაც ოკეანეთა წყლები გადარეცხავს, ჩრდილოეთიც დაიშლება, ხოლო წინასწარმეტყველებათა მიხედვით, იბერია - საქართველო გაბრწყინდება!
ეს ყველას მტკიცედ უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ სატანა ქრისტეზე ძლიერი არ არის(!!!).
ახლოვდება ბოროტების აღსასრული, რომელსაც წინასწარმეტყველებათა მიხედვით, წინ უნდა უძღოდეს ე. წ. ევროკავშირის შექმნა, მესამე მსოფლიო ომი, ჩრდილოეთის საბოლოოდ დაშლა, "იბერიის ღვთისმშობლის" ათონიდან საქართველოში მობრძანება (ათონური გადმოცემისა და წმინდანთა წინასწარმეტყველების თანახმად), ღვთისმშობლის შვილობილის, იოანე მოციქულისა და მახარებლის გამოჩენა, სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში. ამას წინასწარმეტყველებს წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველი, რომელსაც ყოველივე ქვეყნიერების და რუსეთის ხვედრის შესახებ და იბერიის გაბრწყინებისა ცხადში გამოცხადებისას ამცნეს ილია და ენუქ წინასწარმეტყველებმა და იოანე მახარებელმა; მას შემდეგ, რაც "იბერიის ღვთისმშობელი" ათონს დატოვებს, ეს უკანასკნელი დამანგრეველი მიწისძვრების გზით ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირება, რაც ღვთისმშობლის გაფრთხილებაც იქნება, რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდა ქვეყნიერებაზე, კერძოდ, იგი მესამე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ მსოფლიო სახლში გამეფდება, დედაქალაქით იერუსალემში. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას საქართველოსთან: ხანმოკლე ბრძოლა აქაც იქნება (თუ უკვე არაა), მაგრამ როგორც ასეთი, საბოლოოდ იგი ძალაუფლებას აქ ვერ განიმტკიცებს... ქართველო, ზარმაცივით მსხლის ძირში არ მიწვე გულში ნატვრით, გულაბი თავისით როდის ჩამოვარდება, პირზე რომ დაგადნეს.

"ქართველო, ხელი ხმალს იკარ!"

ქრისტეს მიერ დედამიწაზე დაარსებული ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა, იქ კი სასუფეველში - ეკლესია მედღესასწაულეა. ვინც აქ არ იბრძვის მებრძოლი ეკლესიის მიერ, იქ ვერც ვერავინ შევა საუკუნო სიხარულში, სადაც ჩვენი დიდებული წინაპრები მედღესასწაულობენ და ლოცულობენ ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების - ჩვენი ქართული მეობის გადასარჩენად.
ერთ-ერთმა ე.წ. ლიბერტიანელმა 17 მაისს აღშფოთებულმა გაგვაფრთხილა "მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის საშიშროებაზე".

მე კი დაუფარავად ვიტყვი და ვაღიარებ: მე, ქართველი მართლმადიდებელი, ფუნდამენტალისტი ვარ. დიახ, ჩვენ, ქართველთა, ფუნდამენტი იყო და იქნება საუკუნეთა დასასრულამდე ისეთი ფასეულობანი, როგორიცაა: მამული, ენა, სარწმუნოება, ანუ პატრიარქის პერიფრაზირებით რომ ვთქვა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!
რაც შეეხება 17 მაისს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, ყველას დასანახად და გასაღიზიანებლად წარმოდგენილ ფსილაფიზმსა (წმინდა ნილოს მირონმდინარის მიხედვით - გრძნობისმიერი ავხორცულობა, ხორციელი ბრძნობა) და ბერისა და ერის რისხვას, იყო თუ არა იგი სამართლიანი:

"სიმართლე ესაა მტკიცე და უცვლელი ნება, მიმგებელი ყველასათვის თავისა - სამართლიანობისა; სიმართლის თვისებაა: პატიოსნად იცხოვრო, სხვას არ ავნო, თითოეულს თავისი მიაგო. სიმართლის სიბრძნე მდგომარეობს ღვთიური და ადამიანური საგნების შეცნობაში, სამართლიანისა და უსამართლოსი (ვლასტარი. ალფაბეტური სინტაგმა)".

ჩვენს გზაშეცთომილ ერიშვილებს სიყვარულითა და მორიდებით გეტყოდით: "ტრედის დამტევებელნი (სულიწმიდა ღმერთისა) გველისაკენ (ეშმაკისაკენ) ისწრაფით" (იოანე ოქროპირი), "გონს მოდით, უსირცხვილო ხალხო, ვიდრე მოაწევდეს განგება... ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე" (სოფონია 2,1-2) შეინანეთ, რადგან "ცოდვათა უნანელობა უფრო მეტად იწვევს ღვთის რისხვას, ვიდრე საკუთრივ ცოდვა" (იოანე ოქროპირი) - ღმერთმა მოგიხილოთ სინანულით.

ღვთისგან ვინ მამაკაცად შექმნილა და ვინ დედაკაცად, ბუნებითი წესი რომ დაგიტევებიათ, ვერ ხვდებით, რომ ღმერთს ებრძვით, და რომ ეს სატანიზმის ნაირსახეობაა?

ხოლო დანარჩენ ჩვენს ერიშვილებს და ჩვენი ეკლესიის ყველა შვილს, შეგახსენებდით, რომ უფალმა და მისმა განგებამ ინება, რათა ებრაელთა ხელით მოსულიყო ჩვენთან როგორც მაცხოვრის კვართი, რომელიც ბერძენ ღვთისმეტყველ მამათა განმარტებით, სახეა ეკლესიის ერთიანობისა და დაურღვევლობისა, ასევე ილია თეზბიტელის ხალენიც - სახე საღმრთო მოშურნეობისა - და მაშასადამე, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ საღმრთო მოშურნეობით ანთებულნი ერთგული დავრჩეთ დედა ეკლესიისა და როგორც დიდი მსოფლიო მამა და მასწავლებელი კაბადოკიელი ქართველი გრიგოლ ღვთისმეტყველი შეგვაგონებს: მართლმადიდებლობით დავიცვათ სწავლება ყოვლადწმიდა სამებაზე და ღმერთი თავად დაგვიცავს ჩვენ! ან კი ვინ გვყოლია მთელი ჩვენი მრავალჭირნახული ისტორიის განმავლობაში ან გულშემატკივარი, ან შემწე მისი და ზეცის გარდა?

ევროპის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს (XII ს.) ე.წ. ეგსტორფის რუკაზე, რომელზედაც მხოლოდ გეოგრაფიული რეალიები როდია დატანილი, არამედ მითები, ლეგენდები, წმინდა გარდამოცემანი, საქართველოცაა გამოხატული წარწერით "ანტიქრისტეს ჩამკეტი" (რუკაზე ზუსტი ადგილი არ არის მითითებული). ანტიქრისტეს სამშობლოდ იქ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია გამოხატული. აკი წმინდა სერაფიმე საროველიც ამბობს: "როგორც ისრაელმა შვა ჭეშმარიტი მესია, ასევე რუსეთი შობს ცრუ მესიას, ანუ კაცღმერთს". აი, ესაა, საყვარელნო, ჩვენ, ქართველთა და ჩვენი ეკლესიის არაქართველ მართლმადიდებელთა მისია.

ალბათ, საგულისხმოა ისიც, რომ ამერიკულ ერთდოლარიანზე მასონური სიმბოლოებია გამოხატული, ხოლო ათასდოლარიანზე - თავად ანტიქრისტე, სამმაგი ნუმერაციით "666" და ინგლისური წარწერით: "ახალი მეუფე სიონისა". სიონი ხუთიდან ერთ-ერთი უმთავრესი ბორცვია, რომელზეც იერუსალემი დგას. თუმცა ამაზე როგორც იტყვიან ხოლმე, სხვა დროს იყოს.

"დაჩაგრულო, ქარნაცემო, უნუგეშებელო" (ეს.54,11) ჩემო ქართველო ერო, "სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი... რადგან შენმა უბედურებამ გამაუბედურა" (3 ეზრა) შენთან ერთად შევღაღადებ უფალ ღმერთს: "ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე!.. რომ აცოდინო შენი სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები" (ესაია 64,1).

"ჰე მოვალ ადრე!" ამენ.
ჰე, მოვედ, უფალო იესუ!
(გამოცხადება, 22,20) ზედაზნობა, 7/20 ვარდობისთვე, 2013 წელი

ევროპის ჩვენამდე მოღწეულ უძველეს ე.წ. ეგსტორფის რუკაზე მხოლოდ გეოგრაფიული რეალიები როდია დატანილი, არამედ მითები, ლეგენდები, წმინდა გარდამოცემანი. რუკაზე საქართველოცაა გამოხატული როგორც "ანტიქრისტეს ჩამკეტი". ანტიქრისტეს სამშობლოდ კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია გამოხატული.
რუკის ოთხივე მხარეს იესო ქრისტეს სხეულის ნაწილებია გამოსახული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწას უფალი განაგებს...

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий