ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 мая 2013 г.

რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა საპროტესტო აქცია ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგ

 „ევრონიუსის“ („euronews.com“) 26 მაისის ცნობით, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოსვლებში მონაწილეობა მიიღო100 ათასზე მეტმა ადამიანმა. მანიფესტაციის დროს ქალაქში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.

ადგილობრივი ქრისტიანი-ევანგელისტები ყოველწლიურად აწყობენ „მარშს იესო ქრისტეს სახელით“, მოწოდებებით ტრადიციული ფასეულობების დასაცავად. ამჯერად მანიფესტანტები აპროტესტებდნენ მცირედი ხნის წინ ქვეყანაში მიღებულ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას (იუსტიციის ეროვნულმა საბჭომ მოახდინა ერთსქესიანი ქიორწინებების ლეგალიზაცია მთელ ქვეყანაში).

მომიტინგეებს ხელთ ეპყრათ რელიგიური პლაკატები და ციტირებდნენ ბიბლიას. დემონსტრაცია დასრულდა ქალაქის ცენტრში ევანგელისტთა სადღესასწაულო კონცერტით და ადგილობრივი მოძღვრების ქადაგებებით. „ჩვენ ვეუბნებით „არას“ ცოდვას, კორუფციას და ჰომოსექსუალიზმს“ - განაცხადა მარშის ორგანიზატორმა, პასტორმა საილას მალაფაიამ.

news.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий