ღმერთი

ღმერთი

среда, 29 мая 2013 г.

"მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად!"ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში, ჩვენ გვწამს გეების!"

  საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონების სასტიკმა მოწინააღმდეგემ, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა, პუბლიცისტმა და ესეისტმა, 78 წლის დომინიკ ვენერმა პროტესტის ნიშნად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან მოიკლა თავი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, პროტესტის მიუხედავად, კანონს ხელი მაინც მოაწერა, ვენერმა ბლოგზე დაწერა: "აუცილებელია ახალი, ეფექტიანი აქციები, რათა გავაღვიძოთ მთვარეულნი და ნარკოზით დაბინდული გონება. დგება დრო, როცა სიტყვას საქმე უნდა მოჰყვეს!"

22 მაისს კი მწერალმა, ძველებური ბელგიური პისტოლეტით, 1 500 კაცის თვალწინ, საკურთხეველთან მოიკლა თავი. შემთხვევის ადგილზე მოსულმა პოლიციამ მას რამდენიმე წერილი აღმოუჩინა. თანამოაზრეებმა ხმამაღლა წაიკითხეს მისი მოწოდება: "მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად!"
ნიშანდობლივია, რომ თვითმკვლელობა მოხდა ბასტილიის მოედანზე დაგეგმილი ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე...

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ლე პენმა თვითმკვლელობა პოლიტიკურ ჟესტად შეაფასა: "ვენერი პატივისცემას იმსახურებს, ის ხალხის გამოღვიძებას ცდილობს".
განცხადება გააკეთა ეროვნული კრების დეპუტატმა ჟაკ ბომპარმაც: "ვენერმა დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოება ავადაა და სწორ გზაზე დასაყენებლად საჭიროა გადამჭრელი ქმედება!"
როგორც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარმა მონსენიორ პატრიკ ჟაკენმა განაცხადა. საკურთხევლის წინ თვითმკვლელობა ისტორიაში პირველად მოხდა...

დომინიკ ვენერის ამ შემაძრწუნებელმა ნაბიჯმა მაინც ვერ შეაჩერა ზეიმი - ბასტილიის მოედანზე გეი-ქორწინებათა კანონის მიღების აღსანიშნავი კონცერტი მაინც ჩატარდა. როგორც ჩანს, ეს ამბავი იოლად არ ჩაივლის, რადგან ბასტილიის მოედანი ის ადგილია, სადაც რევოლუციის შემდეგ პირველმა თავისუფალმა ფრანგებმა დესპოტიზმის სიმბოლოდ ქცეული საძულველი ციხე დაანგრიეს და იქ აღმართულ დაფაზე წააწერეს "აქ ცეკვავენ!"
ერთსქესიანი ქორწინების მოწინააღმდეგეებმა უკვე დაიწყეს პროკლამაციების დარიგება. მათ იმედი აქვთ, რომ ფრანსუა ოლანდს აიძულებენ, უარი თქვას კანონზე.

დომინიკ ვენერის თვითმკვლელობიდან მეორე დღეს ნახევრად შიშველი ფემინისტი შეიჭრა ლეგენდარულ კათედრალში და თეატრალიზებული წარმოდგენა მოაწყო, რითაც ვენერის თვითმკვლელობა გააპროტესტა. წელზემოთ შიშველ აქტივისტს სხეული წარწერებით ჰქონდა დაფარული: "ფაშისტო, განისვენე ჯოჯოხეთში", "ჩვენ გვწამს გეების!". ქალმა, პისტოლეტით ხელში, ფოტოგრაფების თვალწინ სუიციდის სცენა გაითამაშა. კათედრალიდან გამოსული ფემინისტი პოლიციამ დააკავა...



დომინიკ ვენერი

 დომინიკ ვენერი დაიბადა 1935 წლის 16 აპრილს. ახალგაზრდობისას ნაციონალისტებს უჭერდა მხარს და ციხეში წელიწად-ნახევარიც კი გაატარა იატაკქვეშა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო, რომელიც პრეზიდენტ შარლ დე გოლის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად ალჟირიდან ფრანგული არმიის გამოყვანისთვის. აღსანიშნავია, რომ მწერლის ბევრ ნაწარმოებში ლაპარაკია იარაღსა და სამხედრო ცხოვრებაზე. ულტრამემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად (იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა არალეგალურ იმიგრაციასაც), დომინიკი აღიარებული ესეისტი და ისტორიული ნაშრომების ავტორი იყო, მათ შორის რუსეთის 1917 რევოლუციის შესახებ. ხოლო მისი "წითელი არმიის ისტორია" 1981 წელს საფრანგეთის აკადემიის პრემიით აღინიშნა.

kvirispalitra.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий