იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი პირველი სასწაული, როდესაც ქორწილში მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გადააქცია, სვიმონ კანანელის სახელს უკავშირდება. სასწაულმა იმდენად იმოქმედა სვიმონზე, რომ მან, სიძემ, იმ დღეს დაქორწინებულმა, მთელი არსებით ირწმუნა იესო ჭეშმარიტ მესიად – ქრისტედ, რის შესახებაც მანამდეც სმენოდა, და მაშინვე შეუდგა მას: მიატოვა ოჯახი, ახლადშერთული მეუღლე, რომელთანაც ერთი დღეც არ უცხოვრია და უფალ იესოს ერთგული მოწაფე შეიქნა. ასეთი საღმრთო მოშურნეობისათვის წმიდა სვიმონი „ზილოტად“ იწოდა, რაც ბერძნულ ენაზე „მოშურნეს“, „გულმოდგინეს“ ნიშნავს.
სვიმონ კანანელი ღვთის სიტყვას ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე – მოვლო ეგვიპტე, მავრიტანია, ლიბია, ნუმიდია, კვირინეა; შორეულ ბრიტანეთშიც ჩავიდა. უფლის შეწევნით მხნედ ეგებებოდა შეჭირვებას და განაგრძობდა კეთილი თესლის თესვას, სანამ მოწამებრივი სიკვდილით არ დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება აფხაზეთში.
საეკლესიო გადმოცემით, წმიდა სვიმონ მოშურნე, ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში, მათ შორის, აფხაზეთში, სადაც ტანჯვა–წამებით სიკვდილი დაითმინა ურწმუნოთაგან, მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მისი მოწამებრივი აღსრულების ადგილას, მთებში, ახალ ათონთან, მეცხრამეტე საუკუნეში ეკლესია ააგეს და ეს წმიდა ადგილი მრავალი ადამიანისათვის იქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისა და ღმერთთან დაბრუნების წყაროდ.
ქართველებს სწამთ, რომ როგორც ქრისტეს სწავლების ერთგული მრევლისათვის, მათთვის სვიმონ კანანელის საფლავი სამუდამოდ არ არის დაკარგული!

georoyal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий