წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
მლოცველს, რომელსაც შინაურნი დასცინიან
ვიდრე ლოცვას შეუდგებოდი, ყველას უყვარდი, ახლა კი უცებ თავს სახლში ისე გრძნობ, როგორც მტრის ბანაკში. უწინ სვამდი და ეწეოდი, ცოტას იპარავდი კიდეც, ბილწსიტყვაობდი, სამუშაოს აცდენდი, ხალხისა და უფლისათვის მრავალ საწინააღმდეგოს სჩადიოდი და მაინც მაშინ შინაურებს უყვარდი. ახლა კი, როცა სიმართლის გზით წახვედი, გზით ღვთისმოსაობისა და ლოცვისა, ყველანი კრაზანებივით დაგესევიან ხოლმე.
გიხაროდეს, ძმაო, ასმაგად გიხაროდეს. განა ვერ ხედავ: სახარებისეული მოვლენები ვითარდება შენს სახლში? იმ სახლში, სადაც ცოტა ხნის წინათ ლაპარაკი მიდიოდა მძიმე გადასახადების, ქურდებისა და თანამზრახველების შესახებ, სახარებისეულმა წინასწარმეტყველებებმა იწყეს აღსრულება.
თქვენი სახლი ზეცამდე ამაღლდა, ქრისტიანული დრამის არენად იქცა, იგი ახლა უხილავი კავშირითაა შეკრული მოწამეთა და მოციქულთა დროსთან. ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ვითარდება თქვენი სახლის პატარა სივრცეში.
აი წინასწარმეტყველებანი ქრისტესი, რომელნიც მრავალჯერ ახდენილან დედამიწაზე, ახლაც იწყებენ ახდენას თქვენს სახლში: „და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათ. 10,22). „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი" (მათ. 10,36).
„ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა" (ლუკ. 6,21-22). „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდით თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარება თქუენი სიხარულად გარდაიქცეს" (იოან. 16,20).
რა შეიძლება იყოს ამ წინასწარმეტყველებებზე გასაგები? ისინი დღეს, შენს კერასთან, შენს თავს ხდება. ამიტომაც ლანძღვა-გინებას ლანძღვად ნუ მიიღებ, არამედ მიიღე როგორც ორდენები და ჯილდოები. იცოდე, მოინანიებენ შენი მადევარნი, დამცინავნი გაჩუმდებიან, შენ კი გაიხარებ. დღეს მამის სახლში შენ უკანასკნელი ხარ, მაგრამ მალე პირველი გახდები. ხოლო ის ვინც გდევნის, მოგემსახურება. ეს წინასწარმეტყველება ათასგზის ასრულებულა და შენზეც ასრულდება.
მშვიდობა შენ და კურთხევა უფლისაგან!

Комментариев нет:
Отправить комментарий