ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 мая 2013 г.

“არ მიმაჩნია, რომ 17 მაისს დავუპირისპირდი ნაკლებ საზიზღრობას, ვიდრე საბჭოთა არმიაა”


ბიზნესმენი ლევან ვასაძე არ თვლის, რომ 17 მაისს დაუპირისპირდა „ნაკლებ საზიზღრობას, ვიდრე საბჭოთა არმიაა". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა.

"არ მიმაჩნია, რომ 17 მაისს დავუპირისპირდი ნაკლებ საზიზღრობას, ვიდრე საბჭოთა არმიაა, რომელიც 9 აპრილს მოვიდა და გვხოცავდა. ამიტომ მივედი მე იქ", - განაცხადა ბიზნესმენმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა, მისი შეფასებით, აქციაზე ადგილი ძალადობას და გადაამატეს თუ არა კონტრაქციაზე მყოფმა ადამიანებმა თავის უფლებებს, ვასაძემ განაცხადა, რომ ეს გამოძიებამ და კონკრეტულმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

"მე პირადად შემექმნა შთაბეჭდილება, რომ რეალობა, რომელიც რუსთაველზე ვნახე, იყო ერთი, ხოლო სურათი, რომელიც ქართულმა ტელევიზიებმა (ჩემთვის ძნელია, ცალკეულ ტელევიზიებზე ვისაუბრო) აჩვენეს, იყო საკმაოდ განსხვავებული. მე იქ ვნახე საკმაოდ განსხვავებული სურათი. მე იქ ვნახე დაახლოებით 60 000-დან 100 000-მდე ადამიანი, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე და ეს იყო სრულიად არააგრესიული, საპროტესო, მაგრამ მშვიდი განწყობა. იქ ვნახე 200-მდე სასულიერო პირიც და მათი ქმედება, რომელიც ტელევიზიებმა აჩვენეს, როგორც წამქეზებლებისა და აგრესორებისა,ხოლო რაც მე იქ ვნახე, იყო პირიქით. შეიძლება, ცალკეული შემთხვევები იყო და ვნახოთ, ეს კონკრეტული შემთხვევები გამოძიების საქმეა. მე იქ ვნახე, რომ სასულიერო პირები აშველებდნენ, მოუწოდებდნენ სიმშვიდისკენ. ეს ყველაფერი კადრში არ მოხვდა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მიზანმიმართულად აუცილებელი იყო ჩვენი ეკლესიის ჩვენება, როგორც აგრესორისა. დამსწრე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მე ეკლესიაში არ მინახავს და დარწმუნებული ვარ, იქ რომ სასულიერო პირები არც ყოფილიყვნენ, ეს ხალხი იქ მაინც მივიდოდა. ვეჭვობ, რომ იქ ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების ასეთი სიმრავლე რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ახლა უფრო მძიმე შედეგების წინაშე ვყოფილიყავით", - განაცხადა ვასაძემ და დასძინა, რომ „ეკლესიას კი არ უნდა აკრიტიკებდნენ, პირიქით, მადლობას უნდა უხდიდნენ".
http://frontnews.ge/index.php?action=news_read&npid=19854&lang=geo

Комментариев нет:

Отправить комментарий