იმპერიების დამანგრეველი კვალი
რატომ დაანგრიეს რუსებმა რაჭისა და ლეჩხუმის ყველა სოფლის ყველა კოშკი
დაპირებისამებრ, კვლავაც განვაგრძობთ საუბარს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთან – ვახტანგ გურულთან თემაზე, თუ როგორ ექცეოდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა ეპოქაში დიდი იმპერიები, რით ჰგავდა და განსხვავდებოდა მათი ქმედებები ერთმანეთისგან და, რაც მთავარია, ვინ რა სახასიათო დამანგრეველი კვალი დატოვა ქართულ ცნობიერებასა თუ საქართველოს რუკაზე.
– რატომ მოხდა ისე, რომ ერთმორწმუნე რუსეთმა არანაკლები, თუ მეტი არა, ზიანი მოგვაყენა?
– ჩვენ მეცხრამეტე საუკუნის დამდეგი რუსეთთან ბრძოლაში წავაგეთ იმიტომ, რომ აწყობილი ვიყავით ირანსა და ოსმალეთზე. გვეგონა, რომ მოვიდა დამპყრობელი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ისეთივე გზით, როგორც ვებრძოდით ირანსა და ოსმალეთს, მაგრამ, რეალურად, რუსეთი სულ სხვა ძალა აღმოჩნდა: უფრო ვერაგი, შორს გამიზნული და კარგად გააზრებული გეგმებით. რატომ გაგვიჭირდა რუსეთთან ბრძოლა?! ოსმალეთის სულთანსა და ირანის შაჰს მიცემული სიტყვის შესრულება შეეძლოთ, მაშინ, როდესაც რუსეთის არც ერთ იმპერატორს საქართველოსთვის მიცემული სიტყვა არ შეუსრულებია! ავიღოთ, თუნდაც, ნადირ-შაჰი, საშინელი დამპყრობელი, ფერეიდანში სწორედ მისი ბრძანებით ამოწყვიტეს ქართველები, რომლებმაც მაჰმადიანობა არ მიიღეს და მაშინ დამთავრდა ქრისტიანობა ფერეიდანში; ნადირ-შაჰმა გადასახადებით გაწყვიტა წელში საქართველო, მაგრამ, რომ მოეწონა ეს ორი ჭკვიანი მამა-შვილი, თეიმურაზი და ერეკლე, ერთი კახეთის ტახტზე დასვა, მეორე – ქართლის ტახტზე და 1632 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის შაჰმა ტახტზე ქრისტიანი მეფეები აიყვანა. მოგახსენეთ, რუსეთს არ უნდოდა ვახტანგის ტახტზე დაბრუნება-მეთქი, იმიტომ, რომ ის ჭკვიანი და პატრიოტი კაცი იყო, თავისი ქვეყანა უყვარდა. ამიტომ რუსეთი ფიქრობდა, თუ ირანის შაჰს უჯანყდება, შემდეგ ჩემთვისაც გახდება პრობლემაო. ახლა ვნახოთ, როგორ აზროვნებს ნადირ-შაჰი: მართალია, თეიმურაზი და ერეკლე ჭკვიანი ხალხია და ხვალ მათ, შეიძლება, შემიქმნან პრობლემაო, მაგრამ უკან მაინც არ იხევს და აჰყავს ისინი ტახტზე. რუს იმპერატორებს ეს თვისება არ ჰქონიათ: ყველა ჭკვიანი და სამშობლოზე შეყვარებული ქართველი საშიშად მიაჩნდათ და მათ ეს თვისება შეიძინეს მონღოლებისგან. მონღოლებმა იმიტომ არ იცოდნენ სიტყვის ფასი, რომ არ ჰქონდათ სახელმწიფოებრობის გამოცდილება და არაფერს აფასებდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებში, გარდა კარგი მებრძოლობისა, იმიტომ, რომ თვითონ იყვნენ კარგი მებრძოლები. მონღოლებიც ასე უყურებდნენ საკითხს: რუსეთში დიდი მთავარი უნდა იყოს ყველაზე უნიჭო, ყველაზე უვიცი, ყველაზე უსუსური, ნადირ-შაჰმა კი ქართლ-კახეთში ყველაზე ჭკვიანები აარჩია და დასვა ტახტზე.
– და მიიღო კიდეც ამის სამაგიერო?!
– მიიღო ის, რომ ერეკლემ და თეიმურაზმა დაატოვებინეს ირანს საქართველო. რუსეთი კი ნადირ-შაჰისგან განსხვავებულად აზროვნებდა და ამიტომაც აღმოვჩნდით მძიმე მდგომარეობაში: გვეგონა, ტრადიციულ მტერს ვებრძოდით. ქართველების თავისუფლებისმოყვარეობა გამომჟღავნდა პირველსავე წუთებში – ალექსანდრე პირველის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ თბილისში ექვსი თვის დაგვიანებით გამოცხადდა, მანამდე მალავდნენ, რადგან ეშინოდათ გართულებების, ზვერავდნენ ვითარებას. აი, როგორი ვერაგები იყვნენ რუსები! მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს წაიკითხეს სიონის ტაძარში, ოღონდ იქ შეკრებილმა ქართველებმა არ იცოდნენ, რას უკითხავდნენ; არ იცოდნენ არც სამეფო ოჯახის წევრებმა და არც სამღვდელოებამ. როდესაც მანიფესტის კითხვა დასრულდა, ქართველებს მოსთხოვეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება. ამის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის ქვეშევრდომები ხდებოდნენ რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომები და შოკში მყოფმა ხალხმა დაიჩოქა! არ დაიჩოქა კახელი თავადებისა და აზნაურების ნაწილმა. მოგეხსნებათ, სიონი რუსის ჯარის ალყაში იყო, მათ ალყა გაარღვიეს ისე, რომ რუსებმა ვერ გამოიყენეს ვერც ცივი და ვერც ცეცხლსასროლი იარაღი. დაუმორჩილებელი კახელი თავადები და აზნაურები ორი წლის განმავლობაში იბრძოდნენ კახეთში რუსეთის წინააღმდეგ. ამას საშინელი რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან.
– რას ითხოვდნენ ქართველები ასეთ მიუღებელს?
– ვიქნებით რუსეთის მფარველობაში, მაგრამ შესრულდეს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები და აღდგეს მეფობაო, მაგრამ ესეც კი ვერ აიტანა რუსეთმა, მაინც თავისუფლებისმოყვარეობაში ჩაგვითვალა. ბოლოს და ბოლოს, შეიპყრეს დაუმორჩილებელი თავად-აზნაურები, ჩამოიყვანეს თბილისში და ძალით დააფიცეს რუსეთის ერთგულებაზე. ვინც გაქცევა მოახერა, საინგილოში გაიქცა, სადაც ალექსანდრე ბატონიშვილი იყო თავისი ჯარით. გამწარებული რუსები ჯარით შეჰყვნენ საინგილოში კახელ თავად-აზნაურებს და, ფაქტობრივად, ამან გამოიწვია რუსეთ-ირანის 1804-1813 წლების ომის დაწყება. 1812 წელს ქართველმა თავადებმა მოახერხეს გრიგოლ იოანეს ძის მეფედ გამოცხადება, მაგრამ ამას მოჰყვა რუსების მიერ კახეთის სასტიკად დარბევა. რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია შეუიარაღებელ მოსახლეობას რუსეთის რეგულარული ჯარისთვის?! ალექსანდრე ბატონიშვილმა ბრძოლა წააგო და წავიდა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ბატონიშვილი მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს. იგი ხევსურეთში გადავიდა, შემდეგ – პირიქითა ხევსურეთში. რუსებმა მის მკვლელს ჯილდო დაუწესეს, მაგრამ არავინ გასცა ბატონიშვილი. იმ დროს პირიქითა ხევსურეთში გზა არ გადიოდა და ამიტომ არტილერიის გადატანა შეუძლებელი იყო, ამიტომ რუსებმა დაშალეს თავიანთი არტილერია, ჯორებსა და ვირებს აჰკიდეს და ისე გადაიტანეს პირიქითა ხევსურეთში. შემდეგ იქ ააწყვეს და 60 სოფელი მიწასთან გაასწორეს! ჩვენ ხშირად ვამბობთ, დრო-ჟამმა დაანგრია შატილი და მუცოო. დრო-ჟამმა კი არა, რუსებმა დაანგრიეს! რასაც დრო-ჟამი ანგრევს, იმას ხალხი აღადგენს. უფრო მეტიც, შატილში გამაგრებულ ალექსანდრე ბატონიშვილს ხევსურებმა ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს და ისე გაიყვანეს: თვითონ იხოცებოდნენ, რომ ბატონიშვილი გადარჩენილიყო. რაკი ვერ დაიჭირეს ალექსანდრე, რუსები უკან მობრუნდნენ და ხევსურეთი ხელახლა დააწიოკეს, არადა, აჯანყება ხომ უკვე კარგა ხნის დამარცხებული იყო?! შემდეგ იმერეთის აჯანყება დაიწყო იმავე მოთხოვნით – აღადგინეთ მეფობაო. იმერეთში კიდევ უფრო სუსტი იყო აჯანყება, იმიტომ, რომ დიდი ჯარი ვერ მოგროვდა, თან, მხოლოდ იმერეთი აჯანყდა, გურიამ და სამეგრელომ ჯარი არ გამოიყვანეს. ამის საპასუხოდ რუსებს უნდოდათ, რაღაც ისეთი ჩაედინათ, რომ დაესაჯათ მოსახლეობა და მათთვის აჯანყების სურვილი დაეკარგვინებინათ. ამიტომ, სრულიად უმიზეზოდ შეიპყრეს ორი მეუფე: მიტროპოლიტი დოსითეოზი და მთავარეპისკოპოსი ექვთიმე. მაგალითად, გასაგები იყო დარეჯან დედოფლის დაჭერა, იმიტომ, რომ მისი შვილი გამოცხადდა მეფედ; გასაგები იყო დარეჯანის მომხრე თავადების დაჭერა, იმიტომ, რომ მათ ჯარი შეაგროვეს, მაგრამ ამ სასულიერო პირებს არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი რუსების წინააღმდეგ! საქართველოში წარმოუდგენელი რამ იყო მეუფის შეურაცხყოფა, რუსებმა კი ორი მეუფე ცხენებზე შესვეს, თავზე ტომრები გადააცვეს და ასე ჩამოიყვანეს ქუთაისში, შემდეგ ურმებზე დააკრეს და ისე განაგრძეს გზა. მეუფე დოსითეოზი გზაში გარდაიცვალა, გაიგუდა. წერენ კიდეც რუსები, სურამში ცოცხალი იყო, მაგრამ გორში უკვე მკვდარი ვნახეთო. ანანურამდე ატარეს გვამი, რომ ქართველებს დოსითეოზის საფლავი წმიდა ადგილად არ შეერაცხათ და სადღაც დაფლეს. საერთოდ, რუსმა, საქართველოს დაპყრობის მიუხედავად, არ სცადა ქართული ხასიათის შეცნობა: იმერეთის აჯანყების დროს პოლკოვნიკი პუზირევსკი გურიაში შევიდა, რადგან იქ თავს აფარებდა მეფედ გამოცხადებული იოანე აბაშიძე, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გურიის მთავარმა პუზირევსკის თავადებისა და აზნაურებისგან შემდგარი რაზმი მიაგება, რათა იგი თავის რეზიდენციაში საპატიო სტუმრად მიეწვია. რაზმს წინ მიუძღოდა რამდენიმე კაცი აზნაურ ბოლქვაძის მეთაურობით. პუზირევსკიმ, როგორც კი ბოლქვაძე შენიშნა, დაუძახა და რაღაც რუსულად ჰკითხა. ბოლქვაძემ რუსული არ იცოდა და მორიდებით გაიღიმა. პუზირევსკიმ შეკითხვა გაუმეორა, ბოლქვაძემ ისევ გაიღიმა. განრისხებულმა პუზირევსკიმ იარაღში ჩამჯდარ ბოლქვაძეს სახეზე მათრახი გადაჰკრა, პუზირევსკიმ არ იცოდა, რომ მას სამასმეერთე არაგველი შეხვდა: ბოლქვაძემ დამბაჩა ამოიღო და რუს ოფიცერს შუბლი გაუხვრიტა. თავიდან რაჭაშიც საკმაოდ დიდი ანტიიმპერიული მოძრაობა იყო. დაუკვირდით: თუ სვანეთშია კოშკები, ლეჩხუმსა და რაჭაში რატომ არ არის?! არ არის იმიტომ, რომ რუსებმა მიწასთან გაასწორეს იმერეთის აჯანყების დროს! რაჭისა და ლეჩხუმის ყველა სოფლის ყველა კოშკი დაანგრიეს! სვანეთში აჯანყება არ ყოფილა, თორემ იქაც დაანგრევდნენ კოშკებს. აი, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის იმპერიას ჩვენდამი, იმიტომ, რომ იმპერიებს ძალიან აშინებს თავისუფლებისმოყვარე ერი.
– ფაქტობრივად, გამოდის, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, იმპერია ცივილიზებულია თუ ველური, მათი მოქმედების მეთოდები იდენტურია?
– ყველა დიდ იმპერიას მოქმედების იდენტური მეთოდი აქვს: თავის პერიფერიაში, თავის მოსაზღვრედ ვერ იტანს პატარა სახელმწიფოს; მან ეს სახელმწიფო უნდა მიიერთოს, გადაყლაპოს, თუ არა და, მაშინ ამას გააკეთებს მისი კონკურენტი იმპერია. თუ, ვთქვათ, მონღოლებისა და რუსების მეთოდები განსხვავებულია, ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მონღოლები იყვნენ მეცამეტე საუკუნეში, რუსები კი – მეცხრამეტეში. რუსები თოფით ხოცავდნენ ხალხს, მონღოლები თავს კვეთდნენ ან ცხენის ძუაზე გამოაბამდნენ. ეს რუსების დამსახურება კი არ არის, უბრალოდ დრო შეიცვალა, თორემ რუსებს დასჯის მონღოლური მეთოდებისკენ მისწრაფება ყოველთვის ჰქონდათ: მაგალითად, ნიკოლოზ პირველს დეკაბრისტების დასჯა ოთხად გაკვეთით უნდოდა, მაგრამ შემდეგ თავი შეიკავა, რადგან ასეთი მეთოდი იმდროინდელ მსოფლიოში უკვე მიუღებელი იყო და ჩამოახრჩო.
– თან დამპალი თოკებით.
– დიახ. ასე რომ, მსოფლიო იყო სხვანაირი და რუსებიც სხვანაირად იქცეოდნენ. რუსებმა ვერ გვაპატიეს 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და სასტიკად დაგვსაჯეს 1921 წელს. რუსებმა ვერც ეროვნული მოძრაობის აღმავლობა მოინელეს და ისევ სასტიკად დაგვსაჯეს 1989 წლის 9 აპრილს; განა არ შეიძლებოდა, წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლა?! მაგრამ იქ სისხლი უნდა დაღვრილიყო და ადამიანები დაეხოცათ არა ტყვიით, არამედ – მესანგრის ნიჩბებით. რა მოხდა 2008 წელს?! რუსებს თავისუფლად შეეძლოთ თბილისისა თუ სხვა ქართული ქალაქების დაბომბვა სარაკეტო დარტყმებით, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდებოდა და ვერ აღვიქვამდით. რუსების წარმოდგენით, ომი უნდა გაგრძელებულიყო მონღოლური მეთოდებით; უნდა შემოსულიყო ჯარი და უნდა დავეზაფრეთ ამას!
– მითხრა კიდეც ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა, თქვენი ჯარი ძალიან სწრაფად გაიქცა და რუსეთმა ვერ მოახერხა თავისი ჩანაფიქრის სრულად განხორციელებაო.
– დიახ, ჩვენი დაზაფვრა უნდოდათ: გორში უნდა შემოსულიყვნენ, გორი უნდა დაბომბილიყო, ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენ დაჭრილები და დახოცილები გვენახა… დღეს უნდა ეთქვა, მოგცემ გადასვენების უფლებასო, ხვალ კი გადაეფიქრებინა… რუსებმა თავიანთი ელიტური სამხედრო ნაწილები მაშინვე გაიყვანეს და მათ ნაცვლად შემოიყვანეს მშიერი ჯარისკაცები, რომ გვეყურებინა, როგორ მოხსნეს უნიტაზები და წაიღეს! ამით გაგვაფრთხილა, აი, ამ ხალხთან გაქვთ საქმე და ნუღარ გაიმეორებთ, თორემ უარესს დაგმართებთო. თემურ-ლენგის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ ჩაღატაელი ნოინები, რომლებიც ცხოვრობდნენ იქ, სადაც უზარმაზარ სივრცეზე ერთი ოაზისი იყო, საიდანაც ერთად სვამდნენ წყალს ადამიანი, აქლემი, ძროხა, ცხენი თუ ცხვარი; მათ არ იცოდნენ, მწვანე რა იყო, ისინი მოიყვანეს საქართველოში და, აქედან წავიდოდნენ?! ან, სად უნდა წასულიყვნენ?! შუა აზიაში, 20 კილომეტრში რომ უნდა ეძებნათ წყალი, რომელიც ან დახვდებოდათ, ან – არა?! 2008 წელს საქართველოში მყოფი რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები ძალიან წააგავდნენ თემურ-ლენგის ჩაღატაელ ნოინებს. რუსებისთვისაც საქართველო ხომ ყოველთვის მარგალიტი იყო; სულ აქ ჩამოსვლა და ცხოვრება უნდოდათ, რაკეტებით ბრძოლას არ დაგვიწყებდა, იმიტომ, რომ მათი მიზანია ჩვენი, ჩვენი შვილების ფსიქოლოგიურად გატეხვა…
– იმიტომაც „აგლახავებდნენ“ ტანკების კოლონას: თითქოს მოდიოდნენ თბილისისკენ და თითქოს არც მოდიოდნენ?
– ფსიქოლოგიურად გვაგდებდნენ და ეს არის სწორედ მონღოლური წესი. მონღოლები რუსეთში ხარკს გვიან შემოდგომაზე კრეფდნენ და ხარკის თითოეული აკრეფა მონღოლების მიერ რუსეთში მოწყობილი ახალი ლაშქრობა იყო; რატომ? იმიტომ, რომ კიდევ ერთი წლით ისე უნდა დაეშინებინათ რუსი, რომ მომავალ წელს ხარკის მიცემა არ გადაეფიქრებინა..
”თბილისელები”

Комментариев нет:
Отправить комментарий