ღმერთი

ღმერთი

пятница, 17 мая 2013 г.

მომიტევე უფალო.

მომიტევე უფალო,
სიყვარული რომ არ მაქვს..
მომიტევე უფალო,
სიძულვილი თან დამაქვს..
 მომიტევე უფალო,
სინანული არ ვიცი!
 მომიტევე უფალო,
ყალბი ცრემლით დავიწვი!
მომიტევე უფალო,
რომ სიმდაბლე არა მაქვს!
მომიტევე უფალო,
სიამაყე თან დამაქვს!
 მომიტევე უფალო,
მორჩილება არა მაქვს!
მომიტევე უფალო,
თვითნებობა თან დამაქვს..
 მომიტევე უფალო,
მდუმარება არა მაქვს..
მომიტევე უფალო,
ყალბობით რომ ავად ვარ...
მომიტევე უფალო,
არ განკითხვა არ ვიცი!
მომიტევე უფალო,
მე რომ განკითხვა ვიცი..
 სიყვარული,სინანული,
სიმდაბლე და დუმილი,
მორჩილება,არგანკითხვა
გთხოვ მასწავლო უფალო,
მე მაქვს ამის სურვილი....


  ავტორი არ ვიცი.


Комментариев нет:

Отправить комментарий