დღეში რამდენიმე ჭიქა არომატული ყავა სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.
ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 50-დან 71 წლამდე ასაკის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა შორის ადრეული გარდაცვალების რისკი ყოველდღიურად მიღებული ყავის რაოდენობასთან პირდაპირპროპორციულად მცირდებოდა. მეცნიერთა აზრით, დღეში ორი-სამი ჭიქა ყავა ადრეული გარდაცვალების რისკს 10-დან 15 პროცენტმდე ამცირებს.
მეცნიერებმა სამწუხაროდ ვერ დაადგინეს ყავის ჭარბი რაოდენობით მავნებლობის შესახებ, რადგან მათი თქმით, კოფემანები როგორც წესი აქტიური მწეველები არიან, ნიკოტინი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს.
მეცნიერთა თქმით კოფემანებს სიცოცხლის წლებს ართმევს არამხოლოდ თამბაქო. ადამიანები რომლებიც ყავას ხშირად სვამენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს იშვიათად იცავენ, ბევრი ცოტას მოძრაობს და რეგულარულად იღებს ალკოჰოლს.
Комментариев нет:
Отправить комментарий