ღმერთი

ღმერთი

суббота, 11 мая 2013 г.

სირია ინტერნეტს სრულიად მოსწყდა.

ეს ბოლო დღეები სირია ინტერნეტს სრულიად მოწყვეტილია, რის შესახებაც მეტყველებს ტრაფიკის მკვეთრი დაცემა ამ ქვეყნიდან, - იუწყებიან ამერიკული IT კომპანიები. მომხდარის მიზეზი გაურკვეველია.

ინტერნეტ-გიგანტი Google იუწყება, რომ მიუწვდომელია მისი ყველა პროდუქტი სირიის ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 20:00-ზე დაიწყო გრინვიჩის დროით. ბი-ბი-სის ცნობით, კომპანიამ Umbrella Security Labs-მა ამ ქვეყანაში შემავალი და გამომავალი ტრაფიკის მკვეთრი დაცემა დააფიქსირა.

"ვითარებას უფრო ახლოს თუ გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ სირია თითქმის გაქრა ინტერნეტიდან", - წერს თავის ბლოგში Umbrella Security Labs-ის მთავარი დირექტორი ტექნოლოგიის დარგში დენ ჰაბარდი.

უკანასკნელად სირიაში ინტერნეტის სრული გათიშვა მოხდა 2012 წლის ნოემბარში. ეს იყო კონფლიქტის პერიოდი, როდესაც, გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 70 000 ადამიანი დაიღუპა და უკვე ორი წელიწადია გრძელდება.

 http://www.bbc.co.uk/russian/rolling_news/2013/05/130507_rn_syria_internet_blackout.shtml

Комментариев нет:

Отправить комментарий