ღმერთი

ღმერთი

вторник, 4 июня 2013 г.

მართლმადიდებელთა განსაცდელი ახლოვდება.

იმედია ძველი სამყაროს ისტორიის სასკოლო კურსიდან ყველას ახსოვს შემდეგი ეპიზოდი. მტრები გარს შემოერტყნენ ტროას, რომლის მცხოვრებლები თავს გმირულად იცავდნენ. მტერი შეტევას შეტევაზე ახორციელებდა, რომელიც ყოველთვის წარუმატებლად მთავრდებოდა. მაშინ დამპყრობლებმა ერთი ხრიკი მოიფიქრეს: დაფებისგან შეაკოწიწეს დიდი ცხენის მულიაჟი, რომლის შიგნითაც მეომრები დაიმალნენ. ცხენი კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გულუბრყვილო მცველებმა მას კარიბჭე გაუღეს და ქალაქში შეუშვეს, რადგან მტრის ამგვარ მზაკვრობას არავინ ელოდა. როდესაც დაბნელდა, ცხენში დამალული მეომრები გადმოხტნენ, გააღეს კარიბჭე და ქალაქში ძირითადი ძალები შემოუშვეს, - ტროა დაეცა. იმ დროიდან, გამოთქმა "ტროას ცხენი" საზოგადო გახდა და იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აღნიშნავენ, რომლებიც ეშმაკობით ცდილობენ ვინმეს დაღუპვას.

ყურადღებით თუ დავაკვირდებით დღევანდელი მართლმადიდებლობის მდგომარეობას მსოფლიოში, დავინახავთ "ტროას ცხენს", რომლის დახმარებითაც "კულისებსმიღმა ძალები" მართლმადიდებლობის "პრობლემის" გადაწყვეტას ცდილობენ, რადგან ის მათ მსოფლიო ანტიქრისტეანული დიქტატურის დამყარებაში უშლით ხელს. ამგვარი "ცხენია" ვატიკანი, რომელმაც ჯერ კიდევ XX ს. შუაწლებში მინებდა მსოფლიო ანტიქრისტეანულ ძალებს და შეერწყა მას, როგორც ერთ-ერთი მონდიალისტური სტრუქტურა.

ვატიკანის მეორე კრება (1963 - 1965) გახდა დასავლეთის "ეკლესიის" რეფორმაციის ის ინსტუმენტი, რომლის დახმარებითაც თვით პაპიზმის არსიც შეიცვალა და ის "ქრისტეანული" პლატფორმიდან აშკარად ანტიქრისტეანულ პლატფორმაზე გადავიდა. ამის გამო პაპისტები მივიდნენ იმ შედეგთან, რომ ისინი უკვე იუდეველებთან ერთად ელიან ცრუმესია ანტიქრისტეს, - როგორც ეს ერთ-ერთმა "უცთომელმა" პონტიფიკმა განაცხადა.

"ახალი მსოფლიო წესრიგის" არქიტექტორთა აზრით, მართლმადიდებლობის პაპიზმთან გაერთიანება მიზნად ისახავს მართლმადიდებლობის განეიტრალებას, მის სულიერ განადგურებას და ერთ-ერთ მრავალრიცხოვან სექტად გადაქცევას, რომელიც მსოფლიო საიდუმლო მთავრობას დაემორჩილება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ "მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის" თავწყარო, რომელსაც პაპისტები აკონტროლებენ "მართლმადიდბელ" ეკუმენისტებთან ერთად. ეკუმენისტები, მოცემულ შემთხვევაში, მართლმადიდებლობის მოღალატეებად და ბნელ ძალთა მეკავშირეებად გამოდიან მართლმადიდებლობის გასანადგურებლად.

თავიანთ ანტიქრისტეანულ საქმიანობაში ეკუმენისტები და განმაახლებლები ოცნებობენ იმ იდეალზე, რომელსაც ისინი კათოლიკურ ცრუეკლესიის მოწყობაში ხედავენ. რომის კურიის ყველა სტრუქტურა მათ სკურპულოზური სიზუსტით გადმოაქვთ "მართლმადიდებლურ" ნიადაგზე. მართლმადიდებლობის რეფორმაციის საქმეში ისინი უდიდეს იმედებს მომავალ "წმიდა", "დიდ" და "სრულიადმართლმადიდებლურ" ეკუმენისტურ კრებაზე ამყარებენ, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ (არხონდონისი) უახლოესი დროისთვის დაგეგმა.

მის პროტოტიპს წარმოადგენს სწორედ ვატიკანის მეორე კრება. როგორც იმ კრებამ მოახდინა პაპიზმის რევოლუციური განახლება, ასევე ეს ეკუმენისტური კრებაც მოწოდებულია საბოლოო და შეუქცევადი გადატრიალება მოახდინოს მართლმადიდებლობაში. პატრიარქი ბართლომე სხვა "მართლმადიდებელ" ეკუმენისტ ხელმძღვანელებთან ერთად აპირებს ეკუმენისტური მოძრაობის, ამ "მწვალებლობათა მწვალებლობის" ლეგიტიმიზაციას.

ისინი გეგმავენ ყველა ადგილობრივ ეკლესიაში დაამკვიდრონ ახალი კალენდრული სტილი, რომელიც სამგზის არის გადაცემული ანათემას კონსტანტინოპოლის 1583, 1587 და 1593 წლების კრებებზე. გარდა ამისა, დაგეგმილია რეფორმები მარხვებისა და ქორწინების დისციპლინათა მოშლის მიმართულებით. მარხვებთან დაკავშირებით შეიმჩნევა მათი შემოკლების ტენდენცია. რაც შეეხება ქორწინების საიდუმლოს, იგეგმება საკლესიო სჯულმდებლობის ლიბერალიზაცია, რომლის შედეგადაც სამღვდლო ხარისხებთან მიუშვებენ მეორედ ქორწინებულებს, ასევე დაუშვებენ მართლმადიდებელთა ქორწინებას მწვალებლებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან.

და ბოლოს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი მომავალი ეკუმენისტური თავყრილობისა გახლავთ ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ, დასავლეთის პაპისტური "ეკლესიის" ყაიდაზე. როგორც პაპიზმში ყველა ადგილობრივი დიოცეზი რომის პაპს ემორჩილება, ასევე პატრიარქი ბართლომეოსი ოცნებობს მართლმადიდებლობაში, როგორც თავისთვის, ასევე მისი მემკვიდრეებისთვის შემოიტანოს ერთგვარი აღმოსავლური პაპიზმი, რომელსაც ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია დაემორჩილებოდა. ამის შემდეგ ვატიკანთან უნიის განხორციელება წარმოუდგენლად გაადვილდება.

მაგრამ თუ ზემოთხსენებული მიზნებიდან ვერც ერთი ვერ განხორციელდა, მსოფლიო მართლმადიდებლობას ნებისმიერ შემთხვევაში ელის გლობალური სულიერი მშფოთვარება, რომლის მღვრიე წყალში სატანა და მისი მსახურები დაიწყებენ დაბნეული სულების შეპყრობას და მათდამი ნდობით აღჭურვილი ქრისტეანების წარწყმედას.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება, არ უნდა მივეცეთ უსასოობას და უდებებას. წმიდა მამები მარადჟამ გვაფრთხილებდნენ ამის გამო. არ უნდა შევშინდეთ, არამედ გვიხაროდეს სულიერი სიხარულით, რომ ახლოვდება დიდი განსაცდელი და ჟამი მართლმადიდებლობის აღსარებისა.

ავტორი: მიხაილ ტეპლოვი.

http://www.apocalypse.ge/usjuloebis_saidumlo_martlmadidebelta_gansacdeli_axlovdeba.html

Комментариев нет:

Отправить комментарий