წმიდა ნიკოლოზ სერბი
მრავალ ადამიანს მიიჩნევდნენ კაცობრიობის მხსნელად, მაგრამ რომელ მათგანს მოსვლია აზრად ადამიანის სიკვდილისაგან გამოხსნა?
ისტორიას მრავალი გამარჯვებული ახსოვს, მაგრამ რომელმა მათგანმა სძლია სიკვდილს?
არავინ! - გარდა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ის არა უბრალოდ ახალი ადამიანია, არამედ ის ახალი სამყაროა, ის შემოქმედია ყოველივესი. იესუ ქრისტე ერთნაირად ზრუნავს ცოცხლებსა და მკვდრებზე. მკვდრები მისთვის არიან, ვითარცა ცოცხლები, ხოლო ცოცხლები - ვითარცა მკვდრები. ქრისტემ წაშალა ეს საზღვარი და თავისი მეუფება ადამიდან დედამიწაზე ბოლო დაბადებულამდე განავრცო. ადამიანის ცხოვრებასა და სიკვდილს ქრისტე მოკვდავი ადამიანისაგან განსხვავებულად უყურებს - ცხოვრება არ მთავრდება ხორციელი სიკვდილით, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ხორციელ სიკვდილამდე კვდება. ქრისტე ხედავს მრავალ ცოცხალს სამარეში და მრავალ მიცვალებულს ხორცშესხმულს... და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკვლად; არამედ გეშინოდენ მისსა უფროს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“ (მათე 10, 28). ე.ი. ხორციელი სიკვდილი არ ნიშნავს სულიერ სიკვდილს, ხოლო უკანასკნელი შეიძლება დადგეს შეუნანებლობის შემთხვევაში.
თავისი სულიერი მზერით უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭვრეტს დროს. მის წინაშე წარსდგებიან, როგორც დიდი ხნის წინ გარდაცვლილნი, ასევე ისინიც, ვინც ჯერ კიდევ არ დაბადებულა. ადამიანის ხორცი და ძვალი, არსობრივად, მხოლოდ სულის სამოსია, ეს სამოსი ცვდება და იშლება, მაგრამ ღმერთი განაახლებს მას და კვლავ შემოსავს ადამიანთა სულებს.
ქრისტე განკაცდა, რათა განებნია ძველი შიში, მაგრამ მოეტანა ახალი შიში ცოდვილთათვის. ძველი შიში ეს ხორციელი სიკვდილის შიშია, ხოლო ახალი - სულიერი სიკვდილისა. ხორციელი შიშით შეპყრობილი ადამიანები მხარდაჭერისათვის მთელ მსოფლიოს მიმართავენ, აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს დედამიწაზე, ძარცვავენ ქვეყნიერებას ერთადერთი მიზნით - უზრუნველყონ ხანგრძლივი და ჯანმრთელი არსებობა დედამიწაზე.
„უგნურო, - ეტყვის უფალი მატერიალურად მდიდარ, მაგრამ სულით ღატაკ ადამიანს - ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან, ეგე რომელ მოიმზადე, ვისა იყოს? (ლუკ. 12, 20). უგნურს უფალი უწოდებს მას, ვინც ზრუნავს მხოლოდ ხორციელი სიამოვნებისთვის და არ ეშინია სულის წარწყმედის. კიდევ სთქვა მაცხოვარმა: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან ანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისიმე არნ ცხოვრებაი მისი ნაყოფთა მისთაგან“ (ლუკ. 12, 15). მაგრამ რაზეა დამოკიდებული ადამიანის ცხოვრება? - მხოლოდ ღმერთზე, რომელიც თავისი სიტყვით სულს აცოცხლებს, ხოლო სულით - სხეულს. გარდა ამისა, ღმერთი აღადგენს მიცვალებულთა სხეულებს, ხოლო ცოდვის დატევების, ცხოველსმყოფელი სწავლების და წმიდა ზიარების მიღების შემთხვევაში აღადგენს მკვდარ სულებსაც. უკანასკნელ ჟამს მიცვალებულები ხორციელად აღდგებიან, უფალმა ეს ჯერ კიდევ ხორციელად ყოფნის დროს მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგინებითა და ბოლოს, თავისი აღდგომით დაამოწმა. „ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი, და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ“ (იოანე 5, 25).
მრავალმა ცოდვილმა ისმინა ღვთის სიტყვა და სულით გაცოცხლდა, მრავალმა ხორციელად მკვდარმა გაიგონა მაცხოვრის ხმა და კვლავ აღსდგა ცხოვრებად.
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ
გაზეთი „ხარება“
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий