ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 марта 2014 г.

აშშ-ს დაზვერვა: უკრაინის სრულმასშტაბიანი ანექსია შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიწყოს

როგორც ტელეარხი СNN იუწყება თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ჯარებმა შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზის გამოყენებით დაიწყონ უკრაინის ანექსია.

როგორც CNN-ის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეიკ ტაპერი იუწყება: "ზოგიერთი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა უახლოეს დღეებში, ნებისმიერი მიზეზით გაამართლოს თავისი მოსალოდნელი შეჭრა უკრაინაში".

"მოსკოვმა შესაძლოა მოიმიზეზოს რუსულად მოლაპარაკე უკრაინელების დაცვის აუცილებლობა, ან რუსეთის სატრანსპორტო კომუნიკაციების დაცვა, ან კიდევ ყირიმის ენერგოუზრუნველყოფა უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთის ჯარებს ამისი გაკეთება სწრაფად შეუძლიათ", - ამბობენ ჩინოვნიკები.

"ჩინოვნიკები საჯაროდ განმარტავენ თავიანთ სკეპტიციზმს რუსეთის "გარანტიებთან" დაკავშირებით, რომლებიც თითქმის ყოველთვის სიცრუეა, და კერძო განცხადებების დონეზე ამბობენ, რომ ადგილმდებარეობის დაზვერვა მათ არწმუნებს იმაში, რომ ამგვარი გეგმები რუსეთს ნამდვილად გააჩნია".

ლაპარაკობდა რა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შესახებ, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა: "ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ დარწმუებულნი არ ვართ, რომ ასე არ მოხდება".

წყარო: warfiles.ru


http://www.apocalypse.ge/sxv_news_ukrainis_aneqsia_shesadzloa_nebismier_dros_daicyos_2014.html


Комментариев нет:

Отправить комментарий