ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 марта 2014 г.

აწინდელ დროში ძნელია დაიცვა სიყმაწვილე თვითრჯულობისგან

(ე.წ. თავისუფალი აზროვნებისგან), რომელიც მთელ დედამიწაზე დაღვრილა და ურწმუნოებით დაბნელებულ ადამიანთა გონებას მღვრიე წყლებში ძირავს. მაგრამ თქვენ ღვთის შეწევნით მათ (ბავშვების) გულებზე მართლმადიდებლური აღმსარებლობის თესლი დათესეთ, დაარწყულეთ ისინი ღვთის შიშით, რომელსაც უფლის მცნებების აღსრულების საშუალებით მიჰყავს სიყვარულისკენ. კეთილმსახურების თესლი მათი გულების ჩვილ ნიადაგზე რომ დაეცემა, შესაძლოა დროთა განმავლობაში სიწმინდის ნაყოფი გამოიღოს, მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმტკიცით. ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ მათ ჭეშმარიტების საწინააღმდეგო წიგნები იკითხონ; ყმაწვილი გონება მიდრეკილია ყოველგვარი შთაბეჭდილების მისაღებად. მთავარია – ევედრეთ უფალს, დაიცვას შვილები მტრის ისრებისა და საცდურებისგან, და ღვთისმშობლის საფარველს მიაბარეთ. 


(წმ. მაკარი ოპტინელი)








Комментариев нет:

Отправить комментарий