რომ თავადვე არ იქნე დაბრკოლებული ყოვლადბოროტი ეშმაკისგან. რამეთუ ისმინე, რას ღაღადებს წინასწარმეტყველი: „კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“ (ფსალმ. 5,7); და კვლავ: „ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაჲ დიდად მეტყუელი (ფსალმ. 11,4). ამგვარადვე გაექეცი დაცემული ძმის განკითხვას, რომ არ განვარდე გულმოწყალებისა და სიყვარულისგან. რამეთუ ვისაც ძმის მიმართ თანაგრძნობა და სიყვარული არ გააჩნია, მას ღმერთი არ შეუცვნია, რამეთუ ღმერთი სიყვარულია, როგორც ღაღადებს იოანე, ძე ქუხულისა და ქრისტეს საყვარელი მოწაფე (1 იოან. 4,8). თუკი ქრისტემ, ყოველთა მაცხოვარმა, თავისი სული ჩვენთვის დადო, მაშ ჩვენც უნდა დავდოთ ჩვენი სულები ძმებისთვის (1 იოან. 3,16).
წმ. თეოდორე ედესელი
წმ. თეოდორე ედესელი
Комментариев нет:
Отправить комментарий