ავტორი: ლილუ მიროტაძე
23 მარტი, 2014.
„CNN“-ის კორესპონდენტი ჯეკ ტაპერი ამერიკის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში შესაძლოა, რუსეთმა უკრაინის დანარჩენი ტერიტორიაც დაიპყროს. როგორც გამოცემა იუწყება, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან, რადგან რუსები ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან მათი სამხედრო ძალები უბრალოდ, წვრთნებს გადიან.
„CNN“აღნიშნავს, რომ ოფიციალური პირების შეფასებით, უახლოეს დღეებში რუსეთმა შესაძლოა, ნებისმიერი საბაბი გამოიყენოს უკრაინაში სამხედრო შეჭრის გასამართლებლად. მაგალითად, მოსკოვს შეუძლია განაცხადოს, რომ რუსულენოვანი უკრაინელების დაცვა სჭირდება, ან თქვას, რომ რუსეთიდან ყირიმის მიმართულებით სატრანსპორტო ხაზს იცავს. ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ ოფიციალური პირების მტკიცებით, რუსი სამხედროები აღნიშნულ გეგმას სწრაფად განახორციელებენ, გეგმის სისრულეში მოყვანა მანამ მოხდება, სანამ სხვა ქვეყნები ამ ქმედებებს წინააღმდეგობას გაუწევენ.
http://reportiori.ge/?menuid=8&id=20834

Комментариев нет:
Отправить комментарий