დიდმა ქართველმა მწერალმა და კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა გულზე სევდად მოწოლილი სათქმელი თავის გამოსაცემად გამზადებულ ახალ რომან ,,იოანე IX-ესა" და ,,ივერიონთან" გააცხადა.
მწერალმა საუბარი თავისი ახალი რომანის შესახებ დაიწყო, რომელიც, ნავარაუდევთან შედარებით, 750 გვერდით გაიზარდა. იგი სახარებისეული სწავლებით დატვირთული რომანია და საქართველოს პატრიარქის მზრუნველობითა და კურთხევით იქმნება. ნაწარმოები 4 წელზე მეტია იწერება და კოლოსალურ შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, ამიტომ გადაწყვიტა მწერალმა სამების ტაძრიდან თავის ბინაში გადმოენაცვლა, რადგან მნახველების სიჭარბე რომანზე მუშაობას უჭიანურებდა.
,,არ ვიცი, მომავლში რა ბედის ელის ქართულ მწერლობას, თუმცა აქა-იქ არიან გამოკვეთილი სახეები, რომლებიც უცხოეთში ბეჭდავენ თავიანთ წიგნებს და იქ უფრო იცნობენ, ვიდრე საქართველოში . ერთ მწერალს ვიცნობ, გელა ჩქვანავას, რომელსაც ნამდვილად დიდი მომავალი აქვს.
რაც შეეხება ჩემს ნობელის პრემიაზე წარდგენას, ეს საჭიროდ არ მიმაჩნია. თუ ჭაბუა ამირეჯიბს არ მიენიჭა, მე ვინ ვარ, ამაზე პრეტენზია რომ მქონდეს?! სხვა თუ არაფერი, ესეც პოლიტიკურ პრემიად გადაიქცა, თუ რომელიმე სახელმწიფოს შემორიგება უნდათ, იმის წარმომადგენელს მისცემენ, როგორც შოლოხოვთან გააკეთეს.
საქართველოში ჩამოსულმა თურქმა მწერალმა ფამუქმა ჩემი ,,ფიროსმანი" გაიხსენა, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორის არცოდნა ვერაფერი ბიჭობაა!
დღევანდელი კალმოსნები კბენენ და ჭამენ ერთმანეთს. ერთხელ ნოდარ დუმბაძემ, ტალონობის დროს, თქვა, ქართველ მწერლებს ხორცის ტალონი არ გვინდა, ისედაც ერთმანეთის ხორცს ვჭამთო. მე ვითომ ვერაფერს მიბედავენ, მაგრამ ერთი წვეთი ჰყოფნით ბოღმის ამოსანთხევად. მათი ქილიკის გამო არც ტელევიზიებში დავდივარ, რადგან მაბრალებენ, ასე იხვეჭ სახელსო. ამიტომ მხოლოდ ბავშვებს თუ შევხვდები.
რაც შეეხება ანტიდისკრიმანაციულ კანონს, ეს თურმე ევროპისკენ წინსვლის აუცილებელი წინაპირობა ყოფილა. აქ მოვიდნენ და მითხრეს, ამ კანონის გაუქმების მიზნით მიტინგები უნდა დაიწყოს და ხელი მოაწერეო. მოვაწერე, მაგრამ შემდეგ ხელმოწერის გაუქმება მოვითხოვე, რადგან ქუჩაში გადაჭრილი პრობლემის არ მწამს!
ჩემი აზრით, ეს უსამართლო კანონია. ადრე ,,ასეთ" საქმეები სამარცხვინო ქცევად ითვლებიოდა და ამიტომ ისჯებოდნენ კიდეც. ესენი, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, იწუნებდნენ ამას, ახლა იწონებენ და ტაშის დაკვრას ჩვენ გვთხოვენ. ღირსების ფასად მისვამენ ევროკავშირში შესვლად და ამას ტაშით უნდა შევხვდე?!
ანგელა მერკელი თურმე ერთსქესიან წყვილებს აფრიკის ეგზოტიკურ ქვეყნებში საგზურებს ჩუქნის. კარგი, ჯანდაბას, იმას ხმები სჭირდება და იმიტომ იქცევა ასე, მაგრამ ინგლისის დედოფალი რამ გააგიჟა, ელტონ ჯონს სერობა რომ უწყალობა?! სერი და ასეთი?! ერთი ფეხბურთელი ჰყავდათ მაგათ სერმინიჭებული და მეორე ეგ ჰყავთ!
რაც შეეხება ევროპას, ის პორნოგრაფიამ და დეტექტივებმა წალეკა. ჩვენს ქვეყანაში ,,დონ კიხოტი" არავის სჭირდება, სამაგიეროდ ,,ჰარი პოტერია" მოდაში. ეს იმის ბრალიცაა, რომ ტელევიზიებში ცენზურა არ არის, მათ არც მოძღვრები ჰყავთ, რომ ჯანსაღ ლიტერატურას რეკლმა გაუწიონ.
ვინ არიან ეს სასულიერო პირები - მკალავიშვილი და ნაკაშიძე - ეკლესიის სახელით რომ ჰყვირიან! არადა, რა ქნას ილიამ, კარებთან ხომ არ დაჯდება, რომ ასეთები ეკლესიაში არ შეუშვას?! მადლობა ღმერთს, ასეთი პატრიარქი გვყავს! რა გვეშველება, როცა არ გვეყოლება!
ვიღაცას უთქვამს, სახელმწიფოს ბიბლიით ვერ მართავო- რას ჰგავს ეს? ილია მეორემ ქართულ ოჯახებში მრავალშვილიანობის პროპაგანდით იმდენი სიკეთე მოუტანა სახელმწიფოს, რომელიმე პოლიტიკოსს ბიბლიით მართვაზე უკეთესი მეთოდი არ მგონია წარმოდგენილი ჰქონდეს!" - განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა.
ესაუბრა ია ჯღარკავა

Комментариев нет:
Отправить комментарий