ტოპ 10 დიქტატორი.
http://armada.ge/?p=17837
*
ადოლფ ჰიტლერი
http://ucnauri.com/206628/მსოფლიოს-სამი-დიქტატორი/
*
ტირანი მუსოლინის სიყვარული
**
Самые ужасные женщины-убийцы в истории
http://unnatural.ru/top-11-samye-uzhasnye-zhenshhiny-ubijcy-v-istorii

***
ღვინო, ქალები... და სისხლის ზღვა.
ანუ სიმართლე ნერონის გასართობ სასახლეზე
ცნობებს რომის იმპერატორ ნერონის ორგიებსა და სასახლეზე, სადაც იგი ამ ორგიებს აწყობდა, გადაჭარბებულად მიიჩნევდნენ, ვიდრე რომში ლეგენდარული სასახლის ნანგრევებს არ მიაკვლიეს.
სწორედ ამ სასახლეში იმპერატორი თავის სტუმრებს "ართობდა" ისეთი სანახაობით, როგორიც ქრისტიანების ცოცხლად დაწვაა. მომაკვდავთა განწირული კივილი ნახევრად შიშველი ქალების ცეკვას ერწყმოდა, - წერდა ამ აღმოჩენის შესახებ თავის დროზე ბრიტანული Daily Mail-ი.
გასართობი დარბაზი მდებარეობდა ე.წ. ოქროს სახლში. ისტორიკოსი გაი სვეტონი წერს, რომ სასადილოები სპილოს ძვლით იყო მოჩუქურთმებული. პანელების გადაწევის შემდეგ შესაძლებელი იყო სტუმრებისთვის ყვავილების ფეხქვეშ გაფენა ან სუნამოს დაფრქვევა. მთავარი დარბაზი მრგვალი ფორმისა იყო და ციური სხეულების მსგავსად, 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად ბრუნავდა.
ასეთი კონსტრუქციის არსებობის ისტორიკოსებიდან ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ პალატინის ბორცვზე "ოქროს სახლის" გათხრებისას მიაკვლიეს მრგვალ კედელს, ქვების ოთხმეტრიან კოლონასა და ქვის რამდენიმე უზარმაზარ ბურთს, რომელზეც შესაძლოა მოძრავი იატაკი ყოფილიყო განთავსებული. მრგვალი დარბაზის დიამეტრიც 15 მეტრზე მეტი იყო. სპეციალისტთა ნაწილის ვარაუდით, ქვის ბურთებს წყლის ჭავლით ატრიალებდნენ. სხვა ვერსიით, ამას მონები აკეთებდნენ.
ეს დარბაზი სავარაუდოდ ნერონის მრავალი ორგიისა და სადისტური ქმედების მომსწრე გამხდარა. სისხლისმსმელი და მოღალატე ხასიათი ნერონს მემკვიდრეობით დედის, აგრიპინასგან ერგო, რომელმაც გადმოცემის თანახმად, ორივე ქმარი მოკლა. ერთ-ერთი იმპერატორი კლავდიუსი იყო და ასე გაუთავისუფლა გზა ნერონს ტახტისკენ.
ნერონმა მოწამლა ნახევარძმა, შემდეგ კი დედა მოაკვლევინა, იმ მიზეზით, რომ საქმეებში მუდმივი ჩარევით თავი მოაბეზრა.
ნერონის სისასტიკეს ემსხვერპლა მისი პირველი ცოლიც. იმპერატორმა მას თავი მოკვეთა და თავის საყვარელს, პოპეას საჩუქრად გაუგზავნა. თუმცა ხანგრძლივი არც პოპეასთან მისი ურთიერთობა აღმოჩნდა. ფეხმძიმე ქალი სასიკვდილოდ სცემა იმ მიზეზით, რომ ცხენოსანთა შეჯიბრებიდან დაბრუნება დააგვიანა.
გადმოცემის თანახმად, ნერონმა გადაწვა რომი, რომ "ოქროს სახლის" მშენებლობისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მის შესასვლელთან 36,5 მეტრის სიმაღლის ნერონის ოქროს ქანდაკება დაიდგა. ბაღებში კი ეგზოტიკური ცხოველები დასეირნობდნენ.
მბრუნავ დარბაზში სტუმრებს ფარშევანგისა და გედის ხორცით უმასპინძლდებოდნენ.
კუჭში საკმარისი ადგილი რომ ჰქონოდათ, ხელოვნურად იწვევდნენ გულისრევას. ამისთვის სპეციალური თასებიც კი ჰქონდათ.
ნერონი თავს ნიჭიერ მუსიკოსად და პოეტად მიიჩნევდა. როცა ის თეატრში გამოდიოდა, კარს კეტავდნენ, რომ წარმოდგენის დასრულებამდე დარბაზი არავის დაეტოვებინა. იგივე ხდებოდა მბრუნავ დარბაზშიც: ვიდრე ნერონი ბრძანებას არ გასცემდა, დარბაზის დატოვება არავის შეეძლო. "ოქროს სახლის" მშენებლობის დასრულებიდან მალევე რომაელები აჯანყდნენ და ნერონი იძულებული გახდა, თავი მოეკლა. სასახლე გაძარცვეს და დაანგრიეს. მის ნანგრევებს პირველად XV საუკუნეში მიაკვლიეს.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით

Комментариев нет:
Отправить комментарий