ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 12 мая 2013 г.

მე ძლიერ მიყვარს საქართველო - ივერია.

  მამა ოლეგ მოლენკო კანადის იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის წინამძღვარია. დღეისათვის მას აქვს გარკვეული წინაღმდეგობანი თანამედროვე რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან - რუსეთში მას სექტანტსაც უწოდებენ. ჩვენ ამჟამად ამ საეკლესიო პაექრობის მტყუან-მართლის განსჯაში არ შევალთ - გთავაზობთ წერილს, რომელიც მისი საიტის ერთი ქართველი მკითხველის საპასუხოდ არის დაწერილი და სადაც საქართველოსა და ქართველების მიმართ მისი დამოკიდებულებაა გამოხატული.



მე ძლიერ მიყვარს საქართველო - ივერია. ეს ხომ დედამიწაზე დედა ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია. ამასთანავე უფალმა ღმერთმა მარგუნა მე იქ მთებში მეუდაბნოე ცხოვრება ექვსი წლის მანძილზე და შეხვედრა დიდ უფლის მონასთან - ნეტარ ალექსეი სოხუმელთან (ფოტიადისთან).

როდესაც წმიდა ორმოცდამეათე დღეს, სულიწმინდის გადმოსვლისას მოციქულებზე და უფლის სხვა მოწაფეებზე, რომელთა შორისაც იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, უფლის ბრძანებით - რწმენის ნათელი შეეტანათ და მოენათლათ ყველა ხალხები, დადგა საკითხი ვინ საით (ანუ, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში) წასულიყო, გადაწყდა ელოცათ და კენჭი ეყარათ.და აი, ცისა და მიწის დედოფალს, ყოვლადწმოდა ჩვენს დედოფალსა და მარადის ქალწულ მარიამს ერგო წილად ქადაგება ივერიის მიწაზე. ცხადი იყო, რომ ეს ხდებოდა უფლის ნებითა და სულიწმინდის შთაგონებით.

მას შემდეგ ივერია, ანუ თანამედროვე ენაზე, საქართველო (ჯორჯია - გეორგია, უკეთუ წმიდა დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილი იყო ბიძაშვილი მოციქულთასწორი წმიდა ნინოსი - საქართველოს განმანათლებლისა) იწოდებოდა დედა ღვთისმშობლის პირველ წილხვედრად! ო, ქართველებს რომ შეგნებული ჰქონდეთ და სრულად აფასებდნენ იმ ფაქტს, რომ ისინი ყველა ხალხს შორის პირველნი არიან ღვთისმშობლისათვის! ცხადია, რომ ღმერთის ასეთი არჩევანი მისი საყვარელი დედისათვის არ იყო შემთხვევითი, არამედ განსაკუთრებული საზრისი ჰქონდა ამ მიწისათვის და ამ ხალხისათვის.

ღვთის განგებულებით, საქართველოსკენ გამომგზავრებული დედა ღვთისა დააყოვნეს ამ ქვეყანაში ჩამოსვლისაგან და გაამგზავრეს ათონისაკენ, სადაც ის ქადაგებდა რწმენას თავისი შვილისას - ქრისტე ღმერთისას. ღმერთმა აუწყა მას, რომ ივერიის მიწა, რომელიც მას ეკუთვნის ყველა უფლებით და არის მისი პირველი წილხვედრი, განათლდება მოგვიანებით. და მართლაც, მე-4 საუკუნეში ქრისტეს დაბადებიდან დედის სანაცვლოდ ღმერთმა გამოგზავნა სხვა ქალწული - 16 წლის ნინო, რომელიც სახიფათო მოგზაურობის შემდეგ ჩამოვიდა მაშინდელი წარმართული საქართველოს ველურ სანახებში. მან მიიღო კურთხევა თვით დედა-ღვთისაგან და ჯვარი ვაზისა, რომელიც მან შეკრა საკუთარი თმებით. ეს თმით შეკრული ჯვარი დღემდე ინახება თბილისის მთავარ ტაძარში.

წმიდა მოციქულთასწორი ნინო - ეს უდიდესი და საოცარი უფლის სათნომყოფელი -ჩემდამი, უღირსი ღვთის მონისადმი კეთილგანწყობილებასა და მფარველობას იჩენდა. ჩემი ამიერკავკასიაში ყოფნისას მან სამგზის მიმიყვანა თავის წმიდა ნაწილებთან, რომლებიც სიღნაღის მონასტრის თაღებქვეშ განისვენებენ. ერთი ასეთი სტუმრობისას მე შევიგრძენი სულიწმინდის არაჩვეულებრივი ზემოქმედება! ამ სტუმრობისას ჩვენ გვმასპინძლობდა მონაზონი ნინა (რუსული წარმოშობისა), რომელიც დარაჯად იყო ტაძარში, სადაც წმიდა ნინოს წმიდა ნაწილები განისვენებენ. ერთხელ მან მიგვიწვია მე და კიდევ სამი კიეველი მომლოცველი თავისთან ვახშამზე სამრეკლოში, სადავ კელია ჰქონდა. როდესაც მან 4 ცარიელი თეფში დადგა მაგიდაზე სტუმრებისათვის, უეცრად გაღებული ფანჯრიდან ორი მერცხალი შემოფრინდა და მაგიდის გარშემო დაიწყო ფრენა. ამასთანავე, ჩიტები იმ სამი ქალის თეფშებზე სკინტლავდნენ და ჩემს თეფშს კი არ ეკარებოდნენ. მონაზონმა ნინამ ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდებოდა - რომ იგი ამ ფრთოსნებს თავად აძლევს უფლებას იყვნენ კელიაში და მათი მეშვეობით ის იგებს - ვინ ვინ არის - ვინ ღმერთისგან არის მოსული და ვინ - არა. ამ შემთხვევის შემდეგ, როდესაც ის დარწმუნდა ჩემს ღვთისმოსაობაში, ძალიან კეთილად განეწყო ჩემდამი და გამგზავრებისას 50 მანეთიც კი შემომწირა, რაც მაშინ, 1986 წელს დიდი ფული იყო. სწორედ ამ კეთილგანწყობის შედეგად გამოგვიტანა მან მოციქულთასწორი წმიდა ნინოს ცხოვრების ხელნაწერი ვარიანტი, რომელიც რამდენჯერმე უფრი ვრცელი იყო დიმიტრი როსტოველის ან მიტროპოლიტ მაკარის მიერ მისი ცხოვრების აღწერილობასთან შედარებით.

ამ საოცარ ცხოვრებაში იყო წინასწარმეტყველებაც - ღვთისაგან საქართველოს მომავლისათვის ბოძებული, თვით მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. დღეს მე ძალიან ვნანობ და ვწუხვარ, რომ უძლურებისა გამო ვერ შევძელი მაშინ შემეთვისებინა და დამემახსოვრებინა (წამეკითა) ეს უმნიშვნელოვანესი გამოცხადებანი. მასალა იმდენი იყო, დრო კი ისე ცოტა...რომ მიხდებოდა კითხვა ფრენა-ფრენით და სიტყვების სიტყვებზე გადახტომებით. არ ვიცი, არის თუ არა ცოცხალი ამჟამად ეს მონაზონი და გადარჩა თუ არა ეს ჩანაწერები, მაგრამ ეს იყო სრულიად ფასდაუდებელი მასალა; განსაკუთრებით ქრისტესმოსავი ქართველებისათვის. წმიდა მოციქულთასწორმა ნინომ საქართველოზე ყველაფერი იცოდა წინდაწინ!

ის ახლაც ლოცულობს და მეოხმყოფობს ამ ხალხისათვის ღმერთისა და ღვთისმშობლის წინაშე. ამიტომაც ვერანაირი სატანისტები და ვერანაირი შივა-რნა-ძე ვერ დაღუპავენ უფლის დედის პირველ წილხვედრს.

არსებობს ზუსტი წინასწარმეტყველება, რომ უკანასკნელ ჟამს ადამიანები გადარჩებიან ძირითადად ღვთისმშობლის ოთხ წილხვედრ მიწაზე (საქართველო, ათონი, კიევი, დივეევო). წმიდა წერილი მოწმობს, რომ მხეცი-ანტიქრისტეს დროს ღვთის ძალით აღდგება სამი მართლმადიდებლური სამეფო, რომლებიც არ მიიღებენ მხეცს, არ დაემორჩილებინ მას და არ შევლენ მის მსოფლიო სამეფოში. ეს სამი სამეფო იქნება: საბერძნეთის სამეფო, ქართული სამეფო და რუსული სამეფო (ახალი რუსეთის შემცირებულ ტერიტორიაზე).

როდესაც ანტიქრისტე დაიპყრობს მთელ მსოფლიოს და გაანადგურებს ყველა ქრისტიანს მასზე დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, ამის შემდეგ გაუჩაღებს ომს ამ სამ, მისდამი დაუმორჩილებელ სამეფოს. წმიდა წერილი მოწმობს, რომ მას მიეცემა წმინდანთა ძლევა (ანუ ფიზიკური მოკვდინება). ამ წმინდანთა შორის იქნება ამ სამი სამეფოს ხალხი.

თავიდან მისი ჯარი დაიპყრობს საბერძნეთის ახალ სამეფოს და მის ყველა მცხოვრებს გადაიყვანს ახალ-ახალი აღთქმის დიდმოწამე წმინდანთა რიგებში.

შემდეგ დაიპყრობენ წმიდა საქართველოს, რომლის მცხოვრებნიც შეავსებენ ახალ-ახალი აღთქმის წმიდა დიდმოწამეთა რიგებს.

უკანასკნელ დაპყრობილი იქნება ახალი წმინდა რუსეთი, დივეევოს ტაძრის გარდა, სადაც მეფე და რუსეთის ეკლესიის პირველიერარქი, სახელად მიხეილი (რომელიც იქნება ღვთისაგან აღმდგარი უკანასკნელი რუსი მეფე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე - ნიკოლოზ მეორე) და სხვა მასთან ერთად ღირსეული ხალხი, სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველებით, ამაღლდებიან ზეცად ტაძართან ერთად და ამრიგად გადაურჩებიან მხეცს.

დასასრულ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს ქართული მიწა და ქართველი მართლმადიდებელი ხალხი, რომელიც თითქმის 700 წლით უფროსია სარწმუნოებით რუს ხალხზე და ვუსურვებ თანამედროვე საქართველოს დამმონებელი პრომასონური მთავრობის გადაგდებას და მთელი სულით მიკრობას ერთადერთ მაცხოვნებელ უფალ იესო ქრისტეზე; მის ყოვლადწმინდა დედაზე, როგორც ივერიის მიწის უმაღლეს მეუფეზე, წმიდა მოციქილთასწორ ნინოზე, როგორც დედაზე - საქართველოს და მისი ხალხების დამცველზე და სიყვარულის დიდ და წმინდა მოციქულზე იოანე ღვთისმეტყველზე, რომელსაც უფალმა მისცა მთელი დედამიწა მარადიულ სამემკვიდრეოდ.

მე ძლიერ მადარდებს, როდესაც ვხედავ, რომ ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ მშვენიერი ხალხი გზააბნეული დგას ამა სოფლის გზაგასაყართან სათანადო სულიერი ხელმძღვანელობისა და დამოძღვრის გარეშე, როგორც მთაში ცხვრები - მეცხვარის გარეშე. ეს არის დიდი უბედურება ნებისმიერი ხალხისათვის, და მით უფრო ისეთისათვის, როგორიც ქართველები არიან. არ შეიძლება, რომ ასეთმა მგზნებარე და გულით ჭეშმარიტების მაძიებელმა ხალხმა იცხოვროს სათანადო სულიერი ხელმძღვანელობის გარეშე და თანაშესაბამი სულიერი აღმაფრენის გარეშე. ამჟამინდელი საეკლესიო ხელმძღვანელობა, რომელიც მთლიანად მხარს უჭერს ედიკ შივას ანტიხალხურსა და ღვთისმბრძოლ რეჟიმს, არ არის ღმერთისაგან და არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ქრისტეს ეკლესიას. ის არის „მოსკოვის საპატრიარქოს“დობილი და სახესხვაობა მისი, ისეთივე განდგომილი და გაწირული უფლისაგან განადგურებისათვის.

ჩემთვის ფრიად სამწუხაროა, რომ ცოტა ქართველები შემოდიან ჩვენს საიტზე მის მხარდასაჭერად. ვწუხვარ, რომ მათგან არავინ შემოდის იოანე ღვთისმეტყველის ქვეყანაზე ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიაში. რარიგ საშური იქნებოდა კი, რომ ღვთისმშობლის ამ წილხვედრ მიწასაც ჰქონოდა ეკლესია, რომელსაც წარუძღვებოდა მისი შვილი - იოანე ღვთისმეტყველი.

სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ქართველთა უმრავლესობისათვის ღმერთი იესო ქრისტე კი არ არის, არამედ - ფული. ყველა მსგავსი ადამიანს, თუ გადაჭრით არ მოინანია, არ ექნება წილი ახალ წმიდა საქართველოში!

დაე მოგცემოდეს შენ მოწყალე ღვთისაგან შესვლა ამ ახალ წმიდა საქართველოში და თვით გეხილვოს უფლის დიადი საწაული შენი ხალხის მცირე ნარჩენის აღდგინებით!

მამა ოლეგ მოლენკო.


http://www.georoyal.ge/?MTID=104&TID=83&id=303

Комментариев нет:

Отправить комментарий