ადამიანთა შორის შეინიშნება ფანატიკური სწრაფვა თვითგანადგურებისა, რომლისათვისაც განსაკუთრებულად დამახასიათებელია შემდეგი ფსიქოლოგიური ტიპები: მიდრეკილება ექსტაზისაკენ, თვითსიყვარული, ფანტაზიორობა, ხილვები და მოჩვენებები, დაკავშირებულნი გაბსაკუთრებულ მდგომარეობასთან, როგორიც არის -ხიბლი!
ხიბლი-ეს არის სულიერი თვითტკბობა, რომლის დროსაც ადამიანი ფანტაზიით, თავისი დაავადებული წარმოსახვებით ეშმაკისეულ ჩვენებას მიიჩნევს როგორც ღვთაებრივ გამოცხადებას. მასში არის მიდრეკილება, სწრაფვა სულიერი ნეტარებისა, სასიამოვნო სულიერი განცდების, რაც საკმაოდ სახიფათოა. ნებისმიერი წარმოსახვაც კი ლოცვისას (ქრისტეს სახის წარმოდგენა ) მკაცრად იკრძალება მართლმადიდებლურ ასკეტიკაში.
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, უდიდესი მოღვაწე 11-ე საუკუნისა და თვავად ღვთისაგან ღირსქმნილი ხელთუქმნელი ნათელის ხილვისა გვმოძღვრავ, რომ „წარმოსახვები ლოცვისას ,,ზეციური სიკეთეების, ანგელოზებისა თუ წმინდანების“ არის ხიბლის ნიშანი. ამ გზაზე მდგარნი, ცდუნდებიან იმით, რომ ნათელის ჭვრეტას ცდილობენ ხორციელი თვალებით, სურნელების შეგრძნებას ხორციელი ყნოსვით, ზეციური ხმების მოსმენას ხორციელი ყურით და სხვა ‘’.
ხიბლის მდგომარეობა ხასიათდება უკიდურესი ფანატიზმით. სხვათა წინაშე თავის ამაღლებით, გაღიზიანება მათ მიმართ, ვინც მიუთითებს ხიბლზე, სამეუფეო გზიდან გადაცდომაზე. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, მართლმადიდებლებს კარგად უნდა ახსოვდეთ ერთი უბრალო წესი: დაინახო საკუთარ თავში თანდაყოლილი სულიერი სიბრმავე, აუცილებლად აღმოფხვრა ფარული სიამაყე და არ მიიღო არანაირი ხილვები და გამოცხადებები.
ფანატიკოსის ტიპი
ვ. დალის ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი ფანატიზმის შესახებ შემდეგს ბრძანებს: ,,ფანატიზმი -უხეში, ჯიუტი და ძლიერად გამჯდარი ცრურწმენაა რწმენის ნაცვლად, რწმენის სახელით ყველა სხვა საწინააღმდეგო აზრის მდევნელი“. ფანატიზმის ამგვარი დახასიათება იმთავითვე ეწინააღმდეგება ვ. რიაზანოვას აზრს, რომელსაც გადმოგვცემს თავისი სტატიის დასაწყისში. ჭეშმარიტად, ფანატიზმი შესაძლოა წარმოიშვას ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში, მაგრამ კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ არის თუ არა ის ადეკვატური გამოხატულება? უმეტეს შემთხვევაში საჭიროა ითქვას ,,არა“!
ფანატიკური აზროვნება და განწყობა ადამიანს თრგუნავს და აღშობს მასში არსებულ მნიშვნელოვან თვისებებს. მისი გონება ვიწროვდება და იზღუდება, ხოლო ემოციური და ინტელექტუალური ცხოვრება ხდება პრიმიტიული. ფანატიკოსს რეალურად არ წამს ღვთის ხატება ადამიანში, არ ენდობა ღვთის განგებას, მისი ჭეშმარიტების ძალას და ფაქტიურად არ წამს ღმერთის. სურათი ქვეყნიერებისა მის თვალში ძალიან უბრალოვდება. მისთვის არსებობს მხოლოდ ორი უკიდურესი პოლუსი და ამის შესაბამისად მთელი მსოფლიო იყოფა ორ ბანაკად: ,,ის ვინც ჩემთან არის“ და ,,ის ვინც არ არის მართალი“. ამგვარი გაუბრალოვება კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ბრძოლას.
ფანატიკოსი ჩვეულებრივ შეპყრობილია ერთი იდეით, იგი ვერ ამჩნევს ღვთის მიერ შექმნილი დედამიწის მრავალფეროვნებას. იგი შეუბრალებელია ყველაფრის მიმართ, რასაც არასწორედ მიიჩნევს. ფანატიკოსის აზრით, რაც არ შეესაბამება მის ბრტყელ (პრიმიტიულ) მსოფხედველობას, ექვემდებარება განადგურებას. ამასთან კავშირშია შიშის აფექტიც, რომელიც მუდამ ლატენტურად (ფარულად) ან ხილულად იმყოფება ფანატიკოსის სულში.
ფანატიკოსმა არ იცის და არც იწყნარებს თავის თავში თავისუფლებას, თუმც მას ეჩვენება, თითქოს ზუსტად ის მოქმედებს თავისუფლად. იგი ფაქტიურად მოწყვეტილია სულიერ ცხოვრებას. მას არასოდეს ძალუძს კრიტიკულად შეაფასოს თავისი მდგომარეობა. რათქმაუნდა ფანატიკოსს შეუძლია აღიაროს, რომ ის ცოდვილია, მაგრამ გაბედეთ და მიუთითეთ მას მის ცდომილებაზე. მას ეს მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას ცნოს თავისი ცდომილება, რთავს რა ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმს თავდასხმის წინააღმდეგ, თავად იწყებს სხვების დევნას.
თუმცა ფანატიკოსი თვლის საკუთარ თავს მორწმუნედ, მაგრამ მისი რწმენა იმდენად განსხვავდება ჭეშმარიტი რელიგიური რწმენისაგან როგორც მკვდარი ცოცხალისაგან. მის რწმენას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. იმისათვის, რომ მიიღო ჭეშმარიტება, საჭიროა განაგდო ეგოიზმი, ხოლო ამის გაკეთება ფანატიკოსს არ ძალუძს. მას შეუძლია გამოვიდეს თავისი თავიდან, მხოლოდ სხვების მიმართ გულისწყრომის შემთხვევაში და ისიც ჭეშმარიტების სიყვარულის ძიების გარეშე (რომლის გარეშეც შეუძლებელია სულის ცხონება). ფანატიკოსს შეუძლია გამოვიდეს სხვის წინააღმდეგ, მაგრამ არაცმ და არაცმ შესახვედრად!
ფანატიზმი და რელიგიურობა
ფანატიზმის სულიერი სიმახინჯე აბსოლუტურად წინააღმდეგობრივია ნამდვილი რელიგიური აზროვრებისათვის. ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენა არ გამორიცხავს და არ უარყოფს ადამიანური სულის არც ერთ გამოვილინებას, მაგრამ ისწრაფვის აკურთხოს, განწმიდოს და შეცვალოს ყველა სახის ადამიანური გამოვლინებები. რელიგიური ადამიანი, უპირველესყოვლისა ეძებს შეხვედრას ცოცხალ ღმერთთან, ამის მიღწევაშიკი მას, მორმწუნეთა გამოცდილება ეხმარება, რომელნიც ქრისტეს ეკლესიას წარმოადგენენ. მორწმუნე უშვალოდ ეხება ცოცხალ გარდამოცემას, იგი ეძებს კავშირს სხვა მორმწუნეებთან, მზად არის გაუხსნას მოყვასს გული და ემსახუროს სიყვარულით.
სიმდაბლით ხსოვნა იმისა, რომ "რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ" (იაკობ 3:2), მორწმუნე არასოდეს ჩათვლის თავისი შეხედულებების შეუმცდარად და ერთადერთ ჭეშმარიტებად. მას არ ავიწყდება იმის შესახებ ,რომ ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტება, ხოლო მის გონება თავისი წარმოდგენებით და არგუმენტებით მუდამ იქნება გარკვეული ნაკლოვანების მატარებელი. რადგან ჩვენ ყველანი ამ ცხოვრებაში "ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში" შევიცნობთ ,,ნაწილობრივ“ და მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში "მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ"(1 კორ: 13.12)
ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი,არასოდეს შეხედავს ზიზღით იმ ადამიანს, ვინც მისი აზრით სწორ გზაზე არ დგას. მორწმუნე გამოირჩევა მოთმინებით ცოდვილის მიმართ. "გიყვარდეს ცოდვილი და გძულდეს ცოდვა"- აი ნამდვილი ქრისტიანული პრინციპი.
დროული იქნება თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს წმინდა მაკარი ეგვიპტელის ცხოვრებიდან: "ერთხელ აბბა მაკარი მოწაფესთან ერთად ნიტრიის მთისკენ მიდიოდა. მან მოწაფეს წინ სიარული უბრძანა. დაწინაურებული მოწაფე წარმართ ქურუმს შეხვდა, რომელსაც ხელში ხის დიდი მორი ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. მოწაფემ შესძახა: დემონო, საით მირბიხარ? გაბრაზებულმა ქურუმმა სასტიკად სცემა იგი და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ის წმინდა მაკარის შეხვდა, რომელიც ასე მიესალმა: გამარჯობა, შრომისმოყვარე ადამიანო, გამარჯობა! ქურუმს გაუკვირდა და უთხრა: რა სიკეთე ნახე ჩემში, რომ მესალმები? ბერმა უპასუხა: მოგესალმე, რადგან დავინახე, რომ მშრომელი ხარ და ზრუნვით სადღაც მიიჩქარი. ქურუმმა მიუგო: შენმა სალამმა გული მომილბო, მივხვდი, რომ ღვთის დიდი მსახური ხარ; ამის საპირისპიროდ ვიღაც უცნობმა უბადრუკმა მონაზონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შემხვდა, გამომლანძღა, რისთვისაც ვცემე. ამ სიტყვებით ის მაკარის ფეხებში ჩაუვარდა, მოეხვია და უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ მონაზვნად არ აღმკვეც. ერთად წავიდნენ. მივიდნენ იქ, სადაც ნაცემი მონაზონი ეგდო; რადგან სიარული არ შეეძლო, ხელში აიყვანეს და ეკლესიაში მივიდნენ. წმიდა მაკარის გვერდით წარმართი ქურუმის დანახვამ (ნიტრიის) მთის მამები ძალიან გააკვირვა. ქურუმმა ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა; მისი მაგალითით ბევრი კერპთაყვანისმცემელი გაქრისტიანდა. ამ ამბავთან დაკავშირებით აბბა მაკარიმ თქვა: ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც კი ბოროტებისკენ მიმართავს, ხოლო თავმდაბლური და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს ".
ფანატიზმი და მართლმადიდებლობა
აქამომდე ფანატიზმის მანკიერ გავლენაზე და ცნობიერებაზე ვმსჯელობდით, მართლმადიდებლობის გარეშე. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მართლმადიდებლობისათვის სრულიად უცხოა ფანატიზმი და ყველა ფანატიკოსი. ისინი თავიანთი უაზრო შეზღუდვებით თავად განაშორებენ თავს ეკლესიისაგან, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ მართლმადიდებლობა ნაკლებადეკლესიურთა და გაუთვითცნობიერებულთა ცნობიერებაში ხშირად ასოცირდება როგორც ფანატიზმი. ხოლო რაც შეეხება ერში მცხოვრებ ადამიანთა ცნობიერებაში მართლმადიდებლობა ფაქტიურად უტოლდება ფანატიზმს. შესანიშნავმა მართლმადიდებელმა მქადაგებელმა მთავარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოიმ) ერთხელ დაწერა სტატია ამგვარი პრობლემის შესახებ და იგი დაასათაურა შემდეგნაირად :"სექტანტობა მართლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში" მეუფე იოანე ხსენებულ სტატიას ამგვარად იწყებს: ,, მცდარი აზრია, რომ ყველა მართლმადიდებელი ნამდვილად არაა სექტანტი და ყველა სექტანტი არაა მართლმადიდებელი. ყოველი მართლმადიდებელი არ არის სულიერად ასეთი, და არც ყოველი სექტანტად წოდებულია სულით სექტანტი, და დღევანდელ დღეს შეიძლება შევხვდეთ „მართლმადიდებელს“ – ნამდვილ სექტანტს თავისი სულიერი მისწრაფებით: ფანატიკოსს, უყვარულს, გონებრივად შეზღუდულს, რომელიც ადამიანურ ხედვას ეყრდნობა, არა მოშურნეს, არა მწყურვალს ღვთის სამართლისა, მაგრამ განსივებულს თავისი სიმართლის სიამაყით, მკაცრად რომ განსჯის ადამიანს თავისი ცდომილი სიმართლის მწვერვალიდან – გარეგნულად დოგმატურად სწორ, მაგრამ სულში შობის არმქონეს და პირიქით, შეიძლება შევხვდეთ სექტანტს, რომელსაც აშკარად არ ესმის ღმრთისადმი სულითა და ჭეშმარიტებით მართლმადიდებლური მსახურების არსი, არ აღიარებს ეკლესიური ჭეშმარიტების ამა თუ იმ გამოხატულებას, მაგრამ სინამდვილეში ფარულადაა მასში ბევრი რამ ჭეშმარიტად ღვთიური, ჭეშმარიტად ქრისტესმიერი სიყვარულის მოჭარბება, ჭეშმარიტად ძმური დამოკიდებულება ადამიანებისადმი“
რათქმაუნდა არც მეუფეს და არც მე არ გვინდა იმის თქმა, რომ გზა მართლმადიდებლური გზა სულიერი ცხოვრებისა თანაბრად ფასეულია სექტანტური სულიერი ცხოვრების გზისა. რათქმაუნდა არა! მაგრამ ხშრად ხდება ხოლმე ისე,რომ რომელიმე პროტესტანტულ კრებულში ადამიანი უფრო მეტად შეხვდება გულახდილობას, ადამიანურ სითბოს ვიდრე მართლმადიდებლებში.ყოველი მონაწილე პროტესტანტული კრებულისა,ერთხელ მაინც შეიხედავდა მართლმადიდებლურ ტაძარში.რას შეიძლება შეხვდეს იგი იქ? მართლმადიდებლური სულიერების სიმდიდრეს, ჩვენი გალობის სილამაზეს, ღვთისმსახურების ტექსტების საღვთისმეტყველი სიღრმეებს და ჩვენი ხატების უხრწნელ სილამაზეს? კი!-მაგრამ უპირველესყოვლისა იგი ჩვენ შეგხვდა - მუდმივ მრევლს, რომლენიც ვალდებულნი და მოწოდებულვნი ვიყავით დავხმარებოდით მას და აგვეხსნა ყველაფერი ის რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. თავად ის ფაქტი, რომ ადამიან არ დარჩა ჩვენთან, ჩვენსავე წინააღმდეგ მოწმობს. ასევე ჩვენს უგულისხმოებაზე და გულქვაობაზე, ჩვენს მეწვრილმანეობაზე და რამოდენიმე ფანატიკოსი ხდება მიზეზი იმისა, რომ პროტესტანტული საკრებულოები უფრო იზრდებიან ადამიანებით ვიდრე მართლმადიდებლური ტაძრები. როგორ ხშირად გვახასიათებს მართლმადიდებლებს უხეშობა, როგორგ გვიყვარს ხშირად რასაც ქვია ,,პირდაპირ შუბლში“ მივახალოთ შეცდომილს მისი ცდომილება და გზააბნეულობა, მივმართოთ მას როგორც განდგომილს და ან ერეტიკოსს. და რამდენად განსხვავდება ეს დამოკიდებულება წმინდა მაკარი ეგვიპტელისა და წმინდა პავლე მოციქულის დამოკიდებულებისაგან, რომელმაც დაიწყო მისი ქადაგება ათინელ წარმართებში მათი ღირებულებების ცნობით (თვით წარმართულის-ელინური ღვთისშემეცნების .შევნიშნავთ!).
მოუსმინოთ მეუფე იოანეს სტატიის გაგრძელებას : "მართლმადიდებლობამ თავისი ბრწყინვალებით უნდა გაიმარჯვოს, ისევე, როგორც თვით უფალმა, და არა ქვემეხებით – სულერთია, იქნება ეს ფოლადის თუ სიტყვიერი. მართლმადიდებლობა არ ანათებს იმ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში, რომელიც ამაყობს თავისი მართლმადიდებლობით. ის გამობრწყინდება იმათში, ვინც მდაბალია თავის მართლმადიდებლობაში, ვინც რწმენის სიწმინდეს იგებს არა მხოლოდ თავისი შეზღუდული პატარა ჭკუით, არამედ სულით, მთელი ცხოვრებით. მართლმადიდებლობის მშვენიერება მოგვეცა ადამიანთა გამოხსნისათვის, ხოლო მართლმადიდებლებმა (მხოლოდ სახელით!–მთრგმ.) ის გადააქციეს ადამიანთა დასჯისა და დაღუპვის იარაღად. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე არ არსებობს სრულყოფილი მართლმადიდებელი ადამიანი, მაგრამ არიან ნაწილობრივ მართლმადიდებლები და თვით ე.წ. მართლმადიდებლები და ისინი, ვინც არ მიათვლის თავის თავს მართლმადიდებლებს, მაგრამ მიაკუთვნებენ ქრისტეს ეკლესიას და ცხოვრებისეულად მყოფობენ ქრისტეში. მართლმადიდებლობა – მზის სხივია, დედამიწაზე მოფენილი. იგი ყველასთვის ანათებს, თუმცა ყველა ვერ ნათდება მისით, რამეთუ ვინ სარდაფშია, ვინ სარკმელს ახშობს, ვინ თვალებს ხუჭავს…"
მართლმადიდებლობამ უნდა გააცოცხლოს და განასულიეროს ადამიანი. მანდ უნდა გამოიწვიოს მორმწუნეში სიყვარულის ზრდა და გამრავლება. ქრისტიანული სიყვარული უნდა იყოს ღვთაებრივი სიყვარულის მსგავსი, რომელიც გარდამოიღვრება არა მხოლოდ რწმენაში სრულყოფილთათვის, არამედ ყველასათვის. ,,რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც“(მათ.5-45).
ყველანაირი შეზღუდვა (იგულისხმება უაზრო,ფანატიკური), ყველანაირი ფანატიკური გამოვლინებანი შეუთავსებელია ნამდვილ ქრისტიანულ რწმენასთან. ძალიან ადვილია ჩაქოლო მოწინააღმდეგე ქვებით, ძალიან ადვილია ჩათვალო ცხონებისათვის საჭიროდ გარკვეული მოქმედებების და უნარჩვევების შესრულება ან თუნდაც თუნდაც საკუთარი თავის ცეცხლში მიცემა ან დაუძლურებით სიკვდილი მოძღვრის დირექტივების შესრულებით ან პირიქით საკუთარი მიმდევრების ხელმძღვანელობით. ბევრად რთულია ,,იცხოვრო ქრისტეში“. რთულია იყო გულისხმიერი, რთულია მოუსმინო სარმწუნოებრივ საკითხებზე ძმებს და იმ მოყვასთ რომლებსაც ქრისტე მიგზავნის შესახვედრად.მაგრამ სწორედ ასეთ თავდაბლურ ნამდვილ ქრისტესმიერ სიყვარულს ელოდება დღეს თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებლებისაგან. და თუკი ჩვენ, მართლმადიდებლები არ შევიქმნებით ,,ცოცხალი ხატნი ცოცხლად მოსული ქრისტესა“ ანტონ სუროჟელის სიტყვებით ,,ჩვენ გვემუქრება გადაგვარება პატარა ჩაკეტილ ფანატიკურ სექტად, რომლებიც ვერაფერს ხედავენ შორს, გარდა საკუთარი ცხვირებისა“. თანამედროვე საეკლესიო ცხოვრებაზე დაკვირვებით, შემიძლა ვთქვა, რომ ღვთის მადლით აწმყოში ეს არ მოხდება, მაგრამ როგორი იქნება მართლმადიდებლობა ჩვენი შვილებისა და შვილთაშვილების პერიოდში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვირმწუნებთ და ვიცხოვრებთ ჩვენ დღეს!
ავტორი: მღვდელი ანდრეა დუდჩენკო

Комментариев нет:
Отправить комментарий