ღმერთი

ღმერთი

вторник, 7 мая 2013 г.

“მშიერი შვილების გამოსაკვებად სისხლს ვაბარებ”

მრავალშვილიანი ოჯახის გასაჭირი.


ვარ ეკატერინე გაგნიძე, 7 მცირეწლოვანი შვილის დედა. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი (1000 ქულა), ვცხოვრობთ ქირით და ყოველთვიურად ვიხდით 200 ლარს, რომლის გადახდაც უკიდურესად გვიჭირს. რაც სოციალური დახმარების სახით თანხა გვერიცხება, ქირაში ვიხდით. თუ ცოტა დაგვაგვიანდა გადახდა, ბინის პატრონი ქუჩაში გაყრით გვემუქრება. ეს ყველაფერი ბავშვებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ახალ წელს ფული ვერ გადავუხადეთ და ისე იჩხუბა, შუშები ჩაგვიმტვრია. სხვა ბინის მოძებნას ვერ ვახერხებთ, მრავალშვილიანს და ჩვენნაირ გაჭირვებულებს არავინ უშვებს სახლში. ყოველდღე იმის შიშში ვართ, რომ ქუჩაში აღმოვჩნდებით.

რამდენიმე წელია მერიაში შემაქვს სოციალური საცხოვრისის თაობაზე განაცხადი, მაგრამ მეუბნებიან, რომ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ: 6 სულზე მეტი არ უნდა ვიყოთ და უნდა ვიყო მარტოხელა დედა. მეუღლის გარეშე 7 შვილი როგორ მეყოლება?

ჩემი მეუღლე უმუშევარია, აქვს ჰემოროიდული დაავადება. მისთვის მძიმე ფიზიკური მუშაობა დაუშვებელია. ბევრჯერ სცადა, წავიდა მძიმე სამუშაოზე და რამდენჯერაც წავიდა, იმდენჯერვე ცუდად გახდა და მოიყვანეს. გვაქვს ბანკებში სესხები, რისი პროცენტიც გვერიცხება.

ჩემი შვილები არიან: 14 წლის ნინო, 13 წლის ნიკა, 8 წლის გაბრიელი, 7 წლის მარიამი, 4 წლის ლუკა, 3 წლის საბა და 1 თვის ბარბარე, რომელსაც ესაჭიროება სპეციალური კვება. 2012 წლის დეკემბერში მძიმე სოციალური პირობების გამო დავკარგე 7 თვის მუცლადმყოფი ტყუპი ქალ-ვაჟი.

ჩემი მეხუთე და მეექვსე შვილები პატრიარქის ნათლულები არიან, მეშვიდე შვილიც თვის ბოლოს პატრიარქმა უნდა მონათლოს. უწმინდესის ლოცვით ჩემი შვილი საბა ორჯერ გადაურჩა სიკვდილს. ექვსი თვის ასაკში დიარეა (გაუწყლოვნება) დაემართა და მძიმე მდგომარეობით იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში იაშვილის სახელობის კლინიკაში. როდესაც ბავშვის სანახავად შევედი, მძინარეს ხელში ნათლობის ჯვარი ეჭირა, ძალიან ავღელდი, მივხვდი, რომ პატარა საბა უწმინდესის ლოცვით გადაურჩა სიკვდილს. ლუკას კი აქვს ფსიქიკური განვითარების შეფერხება, რაც დაუდგინდა ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში.

ხშირად მშიერი შვილების გამოსაკვებად სისხლს ვაბარებ. ჯანმრთელობითაც დავსუსტდი, პირობების არარსებობის გამო ძალიან მიჭირს მათთვის სარეცხის დარეცხვა. ჩემი ნატვრაა, მქონდეს სარეცხი მანქანა.

ვიკვებებით ვაზისუბნის უმწეოთა სასადილოთი. მეხმარებიან ღვთისნიერი ადამიანები, რომელთაც თქვენი საიტის საშუალებით მადლობას ვუხდი. ჩემი ოჯახის შესახებ ვიდეო განთავსებული აქვს ფონდ მომავლის გზის საიტს.
ჩემი და ჩემი შვილების ნატვრაა, გვქონდეს საკუთარი ჭერი და არავინ გაგვყაროს ქუჩაში.

ვისაც შეგიძლიათ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ოჯახის მდგომარეობა და რითიც შეგიძლიათ შეგვეწიოთ, ჩვენი ამჟამინდელი საცხოვრებელია: ქ.თბილისი, ნავთლუღის დასახლება, მე-7 შესახვევი #35 . ტელ: 555434642
წინასწარ მადლობას გიხდით ყველას, უფალი შეგეწიოთ ყველა კეთილ საქმეში.

ანგარიშის ნომერი
GE35BR0000010616813428

http://www.ambioni.ge/msieri-svilebis-gamosakvebad-sisxls-vabareb

Комментариев нет:

Отправить комментарий