ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 мая 2013 г.

ანგლიკანური ეკლესია ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ.

ანგლიკანურმა ეკლესიამ ტრადიციული ქორწინების მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა. გვატყობინებს Pravoslavie.by Christianity Today ზე დაყრდნობით.

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია. ის განაპირობებს საუკეთესო პირობებს ბავშვთა აღსაზრდელად, ნათქვამია ეკლესიის წესრიგისა და რწმენის კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში.

ქორწინების დახასიათებისას, ეკლესია აღნიშნავს, რომ ეს არის ერთგული, ნდობით აღჭურვილი და კანონით გამართლებული ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, რაც ჯანსაღი და სტაბილური საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს ქორწინების მხოლოდ ერთი სახე და არა ორი – რელიგიური და საერო, როგორც შემოთავაზებული იყო გეი-ქორწინებების შემთხვევაში.

“არსებობს ქორწინების ორგვარი ცერემონია” – ზუსტდება განცხადებაში.

ცალსქესიანი ქორწინების ლეგალიზაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს ქორწინების ცნებაზე ზოგადად, აცხადებენ განცხადების ავტორები.

“ამ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ეკლესიის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ დახმარება გაუწიონ ყველას, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო მიეღო ქორწინების იმგვარი ფორმა, როგორსაც ემხრობა ეკლესია” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ეპისკოპოსმა კრისტოფერ კოკსვორსმა.

წყარო ПРАВМИР

17 აპრილი 2013 წელი

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

Комментариев нет:

Отправить комментарий