ღმერთი

ღმერთი

среда, 8 мая 2013 г.

მე რომ "სტარეცი" ვყოფილიყავი.

  მე რომ ბერი ვყოფილიყავი, ადამიანს, რომელიც ცხონებას ეძებს შემდეგ რჩევებს მივცემდი:ღვთისმსახურებაზე შეძლებისდაგვარი უბრალოებით მოიქეცი,ზედმეტი ,,შემოქმედებითობის“ გარეშე, მაგალითად როგორც ბანკში იქცევა მოლარე. იშრომე,ილოცე იღვაწე შინაგანი სამყაროს გაზრდისთვის, ნუ ეძიებ საკუთარ სამართალს და სიმართლეს, ყველა ადამიანი მიიღე, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი და ილოცე მათთვის.

ეცადე იცხოვრო მოკრძალებულ სახლში და მიირთვა მოკრძალებული საკვები, მიეცი ფული გაჭირვებულებს და მხოლოდ მათ და არა ,,დახმარების ფონდებს“. მუდამ ერთიდაიმავე ტაძარში იარე და ეცადე დაეხმარო (არა ლექციებით სასულიერო თემებზე ან მასწავლებლობით, არამედ ყველას დაეგე და ემსახურე), ამ მდგომარეობაში განმტკიცდი, იყავი ეკლესიური და წინამძღვრის მორჩილი.

ღვთისმსახურებაზე ნუ იღლაბუცებ, არ ჩავარდე მოწყინებაში იმის გამო, რომ ვერ იქნა გამოვლენილი შენი ტალანტები, მხოლოდ იმაში დაეხმარე რაშიც საჭიროა და არა იმაში რაშიც შენ თვლი საჭიროდ.

იკითხე და ისწავლე შენი შესაძლებლობების მიხედვით.- ნუ წაიკითხავ მხოლოდ სასულიერო ლიტერატურას არამედ უფრო ფართოდ (ეს პუნქტი საჭიროებს დაზუსტებას) თუ მეგობრები და ნაცნობები გპატიჟებენ სადმე იმიტომ, რომ ისინი შენი ახლობლები არიან, წადი მათთან,მხოლოდ ,,გონიერი განსჯით“ და ნაკლები სიხშირით. ნურსად ნუ გაჩერდები ორ საათზე მეტ ხანს, ამის მერე ყველაზე მეგობრული ატმოსფეროც კი მავნებელია.

ჩაიცვი ჩვეულებრივ, როგორც ყველას აცვია, მხოლოდ მოკრძალებულად. ზედმეტი სულიერი ცხოვრების ,,მაჩვენებლობითობის“ გარეშე. იყავი მუდამ უბრალო, მხიარული და ნათელი. ნუ ასწავლი, გაექეცი როგორც ცეცხლს ე.წ სულიერ საუბრებს და ყველანაირ რელიგიურ და ეკლესიურ ლაყბობებს. თუკი ასე მოიქცევი, ყოველივე შენს სასარგებლოდ წარიმართება.

ნუ ეძიებ დაფარულმცოდნე ბერს ან წინამძღვარს, თუკი ის საჭიროა მას უფალი გამოგიგზავნის მაშინ, როცა საჭიროა. იმსახურე და იღვაწე ასე ათი წლის განმავლობაში და არანაირად ნაკლებ ხანს, კითხე უფალს გააგრძელო ამგვარად ცხოვრება თუ შეცვალო რამე და დაელოდე პასუხს: რომელიც, სიხარულისა და სულიერი მშვიდობის“ სახით მოვა!


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

Комментариев нет:

Отправить комментарий