ღმერთი

ღმერთი

вторник, 7 мая 2013 г.

პატრიარქმა მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა

07 მაისი

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა შესთხოვა.

„ეს არის დიდი დღესასწაული და ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ წვიმის სახით უფალმა ნაკურთხი წყალი გვასხურა ჩვენ და ამ წმინდა ადგილს. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. საქართველოს გადარჩენისათვის,“-ბრძანა პატრიარქმა.
http://news.ge/ge/news/story/54067-patriarqma-makhatas-mtaze-ghvtismshoblis-savedrebeli-paraklisi-gadaikhada

***

მახათას მთა (17.04.2012)


17 აპრილს, 18:00 სთ.-ზე მახათას მთაზე ტაძრის საძირკვლის კურთხევის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფონდ “ივერიისას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტაძრის საკურთხევლის საძირკველში განთავსა მსოფლიოს სხვადასხვა წმიდა ადგილიდან და საქართველოს 38 ეპარქიიდან ჩამობრძანებული სიწმიდეები.

მრევლმა საკუთარი სახელები ქვებზე დაწერა და საძირკველში ჩააყოლა.

http://www.ambioni.ge/maxatas-mta-17-04-2012

Комментариев нет:

Отправить комментарий