ღმერთი

ღმერთი

суббота, 21 декабря 2013 г.

ვის არ სურს თავისუფლება?

ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არაა თავისუფლება, არამედ – ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება – სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის – სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება – ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა.

ბერი სილუან ათონელი





Комментариев нет:

Отправить комментарий