ღმერთი

ღმერთი

четверг, 19 декабря 2013 г.

ჩემს სიყმაწვილეს მივტირი.

ვაჟა-ფშაველა


ჩემს სიყმაწვილეს მივტირი
მარტოდ-მარტოკა მიტომა,
რომ მაშინ ყველა მიყვარდა,
ახლა ეშმაკმა მიტომა.
ნარისა ვარდად მხედავი,
დავცინი ბავშვურს გრძნობასა,
თუმც მაშინდელი სირეგვნე
სჯობ ჩემს ეხლანდელს ბრძნობასა.
სად ია-ვარდის ოცნება,
სად “ჩოთქ-არშინის” წკრიალი?
სად ანგელოზი, სად ქაჯის
ოინბაზური ტრიალი?!
ათასი მიეთ-მოეთი,
ფერობა, ენის ტკრციალი,
ათსგან ჩაძრომ-გაძრომა,
ცხოვრება ცუნცრუკიანი –
ღრეჯის, ფეხების ლოკვისა, –
უმსგავსი, მუწუკიანი?!
ნეტავი ბავშვად მამყოფა, –
(შეცვალა წესი ტიალი) –
სრულ თავის უბირობითა,
გონით და გრძნობით ღვთიანი,
და ისევ ბავშვად ყოფილსა
დღე დამიბნელა მზიანი!..

1913 წ.




Комментариев нет:

Отправить комментарий