ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 29 декабря 2013 г.

სხვათაშორის.

იყო დრო, როცა ჩვენი გაზეთები ჰბეჭდავდენ ფელეტონებად იმგვარ წერილებს, როგორც მაგალითად: „ქართველთა შორის“, „უცხოთა შორის“ და სხვა. ყველა ამ წერილებში იყო მოყვანილი საყურადღებო ამბები და ფაქტები. ის დრო ბევრით სჯობდა ეხლანდელს, მაშინ შეგეძლო ცოტა ფრთა გაგეშალა ადამიანს.
დღეს ეს აღარ შეიძლება და ამიტომ დავარქვი ჩემ ფელეტონს ის, რაც აწერია „სხვათა შორის“. დიაღ, სხვათა შორის, რადგან უმთავრეს ვერც მოსაზრებას, ვერც მოვლენას ვერ დაასახელებ, უნდა წვრიმალზე სწერო და ისაუბრო, წვრიმალად და მეწვრიმალესავით. კევის ყიდვაში მთელი დღე უნდა ეჩიჩინო, ხოლო ხარს თუ ჰყიდულობ… ჰო, თუ ყიდვის ნება მოგცეს, ერთს წამში უნდა გაათავო საქმე.
ჰო და ჰო უმთავრესზე, უპირველესზე, დიდმნიშვნელოვანზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან კარები დაკეტილია და უნდა უსათუოდ წვრილმანზე ვწეროთ, ანუ უკედ რომ ვსთქვათ, ვჯღაბნოთ. როცა ამისთანა ხანა დადგება, მაშინ ხდება ამგვარი მაგალითები, რომ ძაღლი პატრონს ვეღარა სცნობს და პატრონი ძაღლს; მამისულს ივიწყებს კაცი და პაპისასა ჰფიცულობს. ეს ის დრო გახლავთ, როცა ბედაურები იხოცებიან და ვირებსა ჰრჩებათ მეიდანი… განა ბედაური აზრები არ იხოცებიან და ვირაზრებს არ ჰრჩებათ ბურთი და მოედანი? იხოცება აზრებიც დღევანდლებურად ისე, როგორც შემოდგომაზე კვდება ყოველი მცენარე გაზაფხულამდე. გაზაფხულზე აღსდგება, მართალია, მაგრამ სად და როდის დაუდგება ეს გაზაფხული? ნეტავი, როგორც მცენარეებს მოუვათ ადრე გაზაფხული, ისე ბედაურ აზრებს დაუდგებოდეს!..
სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას: ბედაურს აზრებს როგორღაც ვერა ჰგუობს ცხოვრება, რადგან ვირაზრების წიხლი მწვავეა, ხშირია, მრავალზე უმრავლესია. ძალაც უმრავლესობაშია მუდამ, ქვეყანა როცა გაირყვნება, აზრებიც გარყვნილია მაშინ.



ვაჟა-ფშაველა





Комментариев нет:

Отправить комментарий