ღმერთი

ღმერთი

суббота, 28 декабря 2013 г.

ხანუკობის შესახებ.

სირიის მეფე ანტიოქე IV-ემ, ქრისტე შობამდე 170 წელს, დაიპყრო ისრაელი, გაძარცვა სოლომონის ტაძარი და დადგა კერპი, აიძულებდა ებრაელებს მსხვერპლი შეეწირათ კერპისთვის, ხოლო ვინც არ შესწირავდა, მათ აწამებდნენ (7 ძმა მაკაბელი და ელიაზარი და სხვები).


აჯანყების შედეგად იუდა მაკაბელმა განდევნა ისრაელიდან ანტიოქი და დაამსხვრია კერპი. ტაძარი გაწმინდეს, განაახლეს და ყველა კანდელი აანთეს (1 დღის სამყოფი ზეთით 8 დღე ენთო)....


ძველი ტაძრის ყველა მსახურება იყო მსახურება მესიის მოლოდინის. სანამ მესია მოვიდოდა ეს იყო ნამდვილი დღესასწაული. მაგრამ მესია მოვიდა, იუდეველებმა არ მიიღეს მესია და ყველა მათი დღესასწაული არის ქრისტეს უარყოფა და ანტიქრისტეს მოლოდინი.


მათი სარწმუნოების არსი არის ის, რომ იესო ქრისტე არ არის მესია და ელოდებიან ახალ "მესიას” და შეურაცჰყოფენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.


დიდი სჯულის კანონით, თუ ქრისტიანი დღესასწაულობს იუდეველებთან ერთად ან მიიღო მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად უცომო ან რაიმე მსგავსი, უნდა დაისაჯოს. თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს უზიარებლობით უნდა დაისაჯოს (წმინდა მოციქულთა 70, 71 კანონები).


არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა, არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და მათი უღვთოობის თანაზიარად გახდომა (ლაოდიკიის 37 და 38 კანონები).


ზონანას კანონებში, ხაზგასმულია, რომ როდესაც აკრძალულია ნებისმიერ განდგომილთან თანალოცვა, კიდევ უფრო მეტად არის აკრძალული და მეტი სასჯელიცაა თუ ვინმე ილოცებს, იდღესასწაულებს, ან თუნდაც რაიმე რიტუალურ ძღვენს მიიღებს ქრისტეს ჯვარმცმელებისაგან, იუდეველებისაგან.


26 საუკუნის განმავლობაში პირველად - შარშან და წელს მისცეს იუდეველებმა თავს უფლება ხანუკის "დღესასწაული" სინაგოგის გარეთ, დედაქალაქის მთავარ მოედანზე აღენიშნათ.


იუდაური "დღესასწაულების” (მინორაზე ანთებული სანთლებით), ცრუ მესიის მოლოდინის საჯაროდ აღნიშვნა, არის რაბინების მხრიდან რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რომელიც შესაძლოა გადავიდეს ეროვნულ დაპირისპირებაში.





წმიდა მოციქულთა 85 კანონი. კანონი 71


ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.
"სჯულის მტკიცედ პყრობა მართებთ ყველას: ხელმწიფეთა თუ მთავართ, არქიეპისკოპოსთა თუ ეპისკოპოსთ. როგორც ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებს:
"ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის ხალხს მისი ცოდვები" (ესაია (58:1).
"ვინც სჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა" (იგავნი 28:9).

*

"ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2005 წელს პატრიარქმა ხანუკა "იდღესასწაულა", რაც სიცრუეა!

ქვემოთ გთავაზობთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას:

"საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(აუცილებელი განმარტება)

2005 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ლუბოვიჩის რებეს წარმომადგენელი, რაბინი აბრაამ მიხელაშვილი. შეხვედრამ გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა, რასაც გავრცელებული ინფორმაციაც იუწყება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციაში დაშვებულია სხვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რაც გაუგებრობის და არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი ხდება. კერძოდ:

1) ნათქვამია, რომ რაბინ აბრაამ მიხელაშვილთან შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით მოხდა.
სინამდვილეში ინიციატივა იყო რაბინ მიხელაშვილის და შეხვედრა მარხვის და მისი უწმინდესობის მოუცლელობის გამო წინა 12 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდა.

2) ასევე ნათქვამია, რომ "ილია II-მ ხანუკის დღესასწაული მიულოცა ებრაელ ხალხს და რაბინ მიხელაშვილის მიერ საჩუქრად გადაცემული ხანუკის სანთლები დაანთო".
სინამდვილეში შეხვედრაზე რაბინმა აღნიშნა, რომ მათ ქონდათ ხანუკის დღესასწაული, განმარტა ამის მნიშვნელობა და პატრიარქს წიგნებთან ერთად საჩუქრად შანდალი გადასცა; ამ შანდალზე, საუბრის ბოლოს, სტუმრის პატივისცემის ნიშნად, მისმა უწმინდესობამ არა ხანუკის, არამედ საპატრიარქოში დამზადებული სანთლები დაანთო.

3) გავრცელებული ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს კათოლიოს-პატრიარქმა და რაბინმა ერთად ილოცეს და იგალობეს ფსალმუნი, რაც რეალობას არ შეესაბამება.

მის უწმინდესობას საერთოდ აინტერესებს მელოდია ფსალმუნის ებრაულად კითხვისა და ამ მიზნით სთხოვა რაბინ აბრაამს ეგალობა პირველი ფსალმუნი, შემდეგ კი თვითონ იგალობა იგივე ფსალმუნი, რომ მისთვის ქართული მელოდია ეჩვენებინა; ამას კი, რა თქმაუნდა, არანაირი ლოცვითი დატვირთვა არ ქონდა.

ვიმედოვნებთ მომავალში ასეთ უზუსტობებს და გაუგებრობას ადგილი აღარ ექნება."



http://orthodox.do.am/publ/skhvadaskhva/khanuk_39_obis_shesakheb/31-1-0-411

Комментариев нет:

Отправить комментарий