რწმენასა და ლოცვას ბრძოლებში დიდი ძალა აქვთ. მტკიცედ გწამდეთ, რომ მხოლოდ უფალია ჩვენი სიცოცხლისა და სიკვდილის გამრიგე, ამიტომ მხოლოდ მას ძალუძს სიკვდილისაგან ჩვენი ხსნა და სიცოცხლის შენარჩუნება. ილოცეთ, რათა უფალმა მოგიტევოთ თითოეულს თქვენ-თქვენი ცოდვები, დაგიცვას თავისი ყოვლისშემძლე ძალით ცეცხლისა და მახვილისაგან, შემუსროს მტრის ძალა და ყველა თქვენი წინააღმდგომი თქვენს ფეხქვეშა დაგიმორჩილოთ. როდესაც ლოცულობთ, თავი იმ აზრით გაიმხნევეთ, რომ თქვენი ლოცვა ბრძოლის წინ, როგორც მწუხარებაში მყოფი კაცის ლოცვა, უფრო მალე მიაღწევს ღმერთამდე და უფრო სწრაფად შეისმენს იგი, ვინც თქვა: "ხმა-ყოს ჩემდამი და მე ვისმინო მისი და მისთანა ვიყო ჭირსა შინა"(ფსალმ. 90,15).
ილოცეთ და ცხონდები.
წმ. სერაფიმე საროველი
ილოცეთ და ცხონდები.
წმ. სერაფიმე საროველი
Комментариев нет:
Отправить комментарий