ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

ABCnews: შეუძლია თუ არა ობამას პუტინის დარწმუნება ნატო-სთან მიმართებაში?

27 მარტი, 2014.

„შეუძლია თუ არა ობამას პუტინის დარწმუნება ნატო-სთან მიმართებაში?", - ამ სათაურით „ABCnews" კირიტ რადიას სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი აშშ-ის პრეზიდენტის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეების დაცვის დაპირებებით სავსე გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ერთობ ასიამოვნა იმის განცხადებით, რომ ნატო-ს გაფართოება უახლოეს გეგმებში არ დგას.


„არც უკრაინა და და არც საქართველო ნატო-ს წევრობის გზაზე არ არიან და ნატო-ს გაფართოება უახლოეს გეგმებში არ არის", - ციტირებს ავტორი აშშ-ის პრეზიდენტის პასუხს შეკითხვაზე: გაზრდის თუ არა უკრაინის ამჟამინდელი კრიზის ნატო-ს გაფართოების შესაძლებლობას.


„სავარაუდოდ, ეს სასურველი ამბავი იყო პუტინისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან წითელი ხაზია და შესაძლოა იმის მანიშნებელი, რომ ეს მინიმუმ ერთ-ერთი გზაა, რითაც თეთრი სახლი კრიზისის დეესკალაციას იმედოვნებს", - წერს სტატიის ავტორი.


კირიტ რადია ასევე ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ნაწილობრივ რუსეთთან რთული ისტორიის გამო არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ არც აშშ-ს და არც ევროპას არ აქვს უკრაინის გაკონტროლების ინტერესები.


„ეს კომენტარები იმის ერთგვარი მცდელობა აღმოჩნდა, დაერწმუნებინა კრემლი, რომ არ უნდა ეშინოდეს უკრაინის დასავლური კურსის გამო და ამიტომ არ არსებობს მიზეზები ქვეყნის სხვა ნაწილებში სამხედრო ინტერვენციისთვის", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.


ამასთან, კირიტ რადია იხსენებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვას ფედერალური კრებისადმი, რა დროსაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი წინააღმდეგია სამხედრო ალიანსმა მის ღობეებთან და მის ტერიტორიაზე იბატონოს.


(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

reportiori.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий