ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

ჰიმნი ფეხბურთს - იოსებ თავართქილაძე

25.03.2010


ადამის მოდგმას, მუდამ თან სდევს "ძმათა" ქიშპობა,
აშენებული, სიყვარულით - მტრობით ისპობა.
მტრობა კი ჩაგვრას, ერთმანეთში ომებს გულისხმობს,
დასაბამიდან ასე მოდის კაცობრიობა.

შეჯიბრის, სპორტის, საიდუმლო იცით რაშია?!
კაცი რომ ცოცხლობს - ის იბრძვის და მოთამაშეა.
სპორტი - დადგმული სპექტაკლია ნაღდი ცხოვრების,
ბრძოლის მიზანი - გამარჯვების მიღწევაშია.

კარგად იცოდნენ რომში, ხალხის მართვის რაობა:
"ბრბოს უნდა პური და ასევე სანახაობა",
დაპყრობილ ხალხებს უშენებდნენ ამფითეატრებს,
ასე მართავდნენ მთელ მსოფლიოს, ბევრი თაობა.

გლადიატორი - სიმბოლოა დიადი რომის,
სასტიკი ბრძოლის და სიკვდილთან პირისპირ დგომის,
ორი ათასი წლის შემდეგაც სისხლის ყიჟინა,
თითქოს დღესაც ჰქუხს ტრიბუნებზე კოლიზეუმის.

მძიმე ცოდვებით გათანგული კაცობრიობა,
კატასტროფები, შიმშილი და ბევრი "ჭრილობა"
არის ერთი თვე - რომ ზეიმობს მთელი პლანეტა,
როცა ფეხბურთში იმართება დიდი "ყრილობა".

უნდა მივაგოთ ბრიტანელებს ღირსი პატივი,
შექმნეს თამაში - ფეხით ბურთის, ასე "მარტივი"
გენიალური ნიუტონის, შექსპირის ერი,
პროგრესის ცაზე დაფრინავდა როგორც არწივი.

ფეხბურთი არ ცნობს ქვეყნის საზღვრებს, მერიდიანებს,
დედამიწაზე ის ყველა ხალხს აერთიანებს.
ღირსება ერის, სტადიონის მინდორზე წყდება,
თუმცა "ომია" - ის არავის არ აზიანებს.

მილიარდობით მონუსხული მაყურებელი,
იმათ მოგება-წაგებაზე ფსონის მდებელი,
სტადიონებზე გამართული დიდი "ბრძოლები",
ხან აღტაცება - ხან განცდები დამანგრეველი.

მინდორს სერავენ რაინდები "ფაფარაყრილი"
ტრიბუნებზე კი ხალხი ბორგავს როგორც "დაჭრილი"
თუ ძლიერია ის იმარჯვებს - მთავარი განცდა,
შეჯიბრი - მტრობის ბაცილაზე არის "აცრილი".

ბრძოლა მინდორზე არის ომის იმიტაცია,
არენაზეა სახელმწიფო - მისი ნაცია,
ფეხბურთი გასცდა ჩვეულებრივ შეჯიბრის ფარგლებს,
მსოფლიოს უყვარს, ვინც ფეხბურთში "დიდი" კაცია.





Комментариев нет:

Отправить комментарий