ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 марта 2014 г.

უკრაინის მასშტაბით საყოველთაო მობილიზაცია ცხადდება

ავტორი: ლილუ მიროტაძე

02 მარტი, 2014.

ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ანდრეი პარუბი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

„ახლახან დარეკეს ჩემს თანაშემწესთან სამხედრო კომისარიატიდან ბრძანებით გამოცხადდეს კომისარიატში 08:00 საათზე. საბჭოს გადაწყვეტილებით მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება", - წერს პარუბი.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში კომისარიატებთან უკვე რიგებია - მოქალაქეები, ვისთვისაც ცნობილი გახდა მობილიზაციის შესახებ, თავიანთი სურვილით მიდიან სამხედრო კომისარიატებთან და როგორც მედია აღნიშნავს, ბევრს ტელეფონზე სწორედ მაშინ დაურეკეს კომისარიატში გამოცხადების ბრძანებით, როცა ისინი უკვე კომისარიატთან ცოცხალ რიგში იდგნენ.



http://reportiori.ge/?menuid=8&id=18416

Комментариев нет:

Отправить комментарий