ღმერთი

ღმერთი

среда, 26 марта 2014 г.

"გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა

ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასთვის იქნება ცნობილი. ადამიანთა ერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე, მცირე ნაწილი, მწვალებლობაში იქნება, არ გაჰყვება ღვთივმონიჭებულ სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებას გამოიგონებს, თუმცაღა საღვთო წერილის გამოყენებით. ასეთი გამოგონებული სარწმუნოებები უთვალავი იქნება. ისინი ახლაც ბევრია, მაგრამ უფრო მეტად გამრავლდება... ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოების მპყრობელი – იმ სარწმუნოების, რომელიც წმიდა მოციქულებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული; მაგრამ ამათგანაც არცთუ მცირე ნაწილი მხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე, გულში კი არ ექნებათ ის წყობა, რომელსაც სარწმუნოება ითხოვს, რამეთუ წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებულნი. აი ამგვარი დიდი განდგომილებაა მოსალოდნელი. მართალია ქრისტიანული სახელი ყველგან გაისმება და ყველგან იქნება საეკლესიო ტაძრები და განწესებები, მაგრამ ეს ყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით – ჭეშმარიტი განდგომილება. ამ ნიადაგზე დაიბადება ანტიქრისტე და ამავე გარეგნული სულით აღიზრდება, საქმის არსის გარეშე1. შემდეგ თავს მისცემს სატანას, აშკარად განუდგება სარწმუნოებას და ბოროტის მაცთუნებელი ხრიკებით შეიარაღებული ყველას, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანი არ იქნება, გაიყოლებს უფალ ქრისტესგან ჭეშმარიტ განდგომაში, აიძულებს თვითონ იგი აღიარონ ღმერთად".


წმ. თეოფანე დაყუდებული



martlmadidebloba.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий