ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

NASA წყვეტს კოსმიურ ტრანსლიაციებს ორი კვირის შემდეგ NASA გამორთავს პირდაპირ ტრანსლიაციებს საერთაშორისო კოსმიური სადგურიდან

2014 წლის 25 მარტი

ვებ-კამერები, რომლებიც დამონტაჟებულია საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე და გადასცემდა ვიდეო-რეპორტაჟებს ორბიტიდან - NASA-ს განცხადებით ორი კვირის შემდეგ გამოირთვება. სააგენტო ამ ნაბიჯს იმით ამართლებს, რომ თითქოსდა მას აღარა აქვს სახსრები მათ შესანახად, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც აქტიურად განიხილავენ NASA-ს ამ ნაბიჯს, მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მიზეზი მდგომარეობს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უზარმაზარ რაოდენობაში, რომელიც უშუალოდ საერთაშორისო კოსმიური სადგურის ახლოს ფიქსირდება, ამ ვიდე კამერების დახმარებით დედამიწაზე გადაიცემა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.

ზემოთ ვიდეოზე ასახულია NASA-ს ამერიკელი მკვლევარი-ასტრონავტი ლეროი ჩიაო, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საერთაშორისო კოსმიურ სადგურზე და ამასწინათ, ორბიტაზე ყოფნისას უჩვეულო შემთხვევის მოწმე გახდა. ღია კოსმოსში გასვლის დროს მან ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნა.

როდესაც ლეროი ჩიაო თავის მეგობართან, რუს კოსმონავტ სერიჯან შარიპოვთან ერთად სანავიგაციო ანტენას აყენებდა, ჩიაოს მხედველობის არეში მოექცა უცნაური ობიექტი. "მე დავინახე რამოდენიმე ნათება, ეს გადაბრუნებულ "თოლიას" (პუნქტის მოსანიშნი ნიშნული, რომელიც ცნობილია "პტიჩკის" ან "გალოჩკის" სახელწოდებით - რედ.) წააგავდა.


კამერების გამორთვით NASA ადამიანებს შესაძლებლობას წაართმევს დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ხდება.


რას გვიმალავს NASA? რა არ უნდა დაინახონ ადამიანებმა ორი კვირის შემდეგ?


არავის სჯერა იმისა, თითქოსდა NASA-ს კამერების მუშაობის გასაგრძელებლად თანხები არ გააჩნდეს. NASA მილიარდებს ხარჯავს ფანტასტიკური კვლევების ჩასატარებლად, აქ კი ვითომცდა ვებ-კამერების ნორმალური ფუნქციონირებისთვის სახსრებს ვერ პოულობს?


დასავლეთში მრავალი დაინტერესებული პირი აქტიურად განიხილავს NASA-ს ამ განცხადებას და კოსმოსიდან ტრანსლიაციების გაგრძელებას ითხოვს. მრავალი მათგანი მზად არის დაიწყოს სახსრების მოგროვება ან იპოვოს სპონსორები, მაგრამ ვაი რომ აქ საქმე სახსრებში როდია...


ორი კვირის შემდეგ საერთაშორისო კოსმიური სადგურიდან რეალურ რეჟიმში ვიდეო-რეპორტაჟების ხილვას უკვე ვეღარავინ შესძლებს.


წყარო: http://www.e-news.in.ua/in-world/5037-cherez-dve-nedeli-nasa-otklyuchit-pryamye-translyacii-s-veb-kamer-ustanovlennyh-na-mks.html

apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий