ღმერთი

ღმერთი

среда, 16 апреля 2014 г.

მამა ბასილი მკალავიშვილი: 17 მაისისთვის უცხოეთიდან ათასამდე მამათმავალი უნდა ჩამოიყვანონ

  ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვართან, მამა ბასილ მკალავიშვილთან.

_ მამაო ბასილ, რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია «იდენტობამ» გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ წელს ისინი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერ ღონისძიებას არ გამართავენ. ბევრმა ეს განცხადება აღიქვა, როგორც ხრიკი საზოგადოების მოსადუნებლად, რათა 17 მაისს მოულოდნელად მოაწყონ მსვლელობა და ხალხი შარშანდელივით ჩაითრიონ ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ყველაფერი თბილისური ევრომაიდნის ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორადაც განიხილება. როგორ ფიქრობთ, რეალურად მოსალოდნელია თუ არა, მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი.


გასული წლის 17 მაისს მე ქართველი ერის რეფერენდუმს დავარქმევდი. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი საქართველო მზად იყო, ყველაფერი გაეღო ერის ტრადიციების დასაცავად. ისინი არ დაუშვებდნენ, ქალაქის გულში ქართული სული წაებილწათ, მიუხედავად იმისა, რომ ჯალათი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ერის მოღალატეებს სულ სხვა გეგმა ამოძრავებდათ. მხედველობაში მაქვს ის, რომ უნდა გამოეწვიათ დაპირისპირება, რათა სისხლისღვრა მომხდარიყო, მაგრამ უფლის წყალობით ყოველივე მშვიდობიანად დამთავრდა.


მომავალ 17 მაისთან დაკავშირებით ნუ დავიმშვიდებთ თავს მათი ზედაპირული განცხადებით, რომ თითქოს არ აპირებენ გეიაღლუმის ჩატარებას. ეს დღე სექსუალურ უმცირეობათა საერთაშორისო დღეა. მათი მიზანია, ყველა ქვეყანამ აჩვენოს უზნეობის დემონსტრირება. საქართველო დასავლეთის ყურმოჭრილი მონაა. ეშმაკს არ ძინავს, ამიტომ მე თადარიგი დავიჭირე _ მაგათ ყველა ოფისში შევაგზავნე ჩემი წარმომადგენელი, რომელსაც გული შესტკივა ერზე. ისინი აკვირდებიან ამ ადამიანების ქმედებებს. ასე რომ, ვურჩევ მათ, ნუ დაიმშვიდებენ თავს, მათ მზაკვრულ გეგმას ამჯერადაც განხორციელება არ უწერია, რამეთუ, საჭიროების შემთხვევაში, სამჯერ, ათჯერ მეტნი ვიქნებით. მათ ეშმაკი მართავთ, ჩვენ კი უფალი, ყოვლადწმიდა დედა, მფარველი ანგელოზები გვიცავენ.


მინდა აქვე გაუწყოთ, რომ ამ საშინელი სენით დაავადებულთა დამცველების მოთხოვნით, 17 მაისისთვის უცხოეთიდან ათასამდე მამათმავალი უნდა ჩამოიყვანონ, რისთვისაც თხოულობენ დაფინანსებას 7 მილიონის ოდენობით. ეს თანხა სჭირდებათ აღლუმის ჩასატარებლად ქალაქის შუაგულში ; პირადად ბოკერიას აქვს შედგენილი გეგმა, როგორ მოაწყონ მსვლელობა ვაკის პარკიდან; თანამზრახველები ჰყავთ დიდი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. ეს უნივერსიტეტი ხომ სიბილწის სამჭედლოა თევზაძის მეთაურობით... იქ, სადაც დეისაძეა, ბურჭულაძე, ელჩად გამზადებული ქარუმიძე, შეიძლება ზნეობის რაიმე კიაფობდეს?! რა თქმა უნდა, არა. რაც უნდა ეცადონ, მაინც არაფერი გამოუვათ. ყველა ვარიანტი მაქვს გათვლილი. გავიხსენოთ 100 ათასი მოწამე, მეტეხის ხიდთან ჩახოცილი... სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, არ შევაბილწვინოთ ქართველთა ღირსება, დავიცვათ სარწმუნოება. ამას დაგვძახიან ზეციური იერარქიის ზვარაკად შეწირულნი. ასე რომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ადრევე დაიჭირონ თადარიგი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგი, პასუხისმგებლობა კი მათ დაეკისრებათ. ვფიქრობ, ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილის მსგავსად, მოძმეთა სისხლში ხელს არ გაისვრიან.


_ მამაო, საქართველოში ცოტანი არიან მათი წარმომადგენლები, რომ საზღვარგარეთიდან არ ჩამოიყვანონ?
_ როგორც ვიცი, საქართველოში მცხოვრებმა მამათმავლებმა უარი განაცხადეს 17 მაისს რუსთაველზე გამოსვლაზე. სამაგიეროდ, მათი დამცველები აპირებენ გასვლას, მაგრამ ბოკერია ამ შემთხვევაში გრანტებს არ გაუყოფს მათ, იმიტომ, რომ ბოკერიასა და ადგილობრივ მამათმავლებს შორის სერიოზული დაპირისპირებაა. აი, მიზეზი, რის გამოც უარი განაცხადეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ალექსანდრეს განცხადების შემდეგ მოსალოდნელი არეულობის შესახებ, «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლები თავს ისე ლაღად ვერ გრძნობენ; შეაშფოთა ისინი სერიოზულმა განცხადებამ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი. უფლის შემწეობით, შევიტყობთ ყოველივეს, «არა რა არს დაფარულ, რომელი არა განცხადნეს». ღმერთს მინდობილი ადამიანი ყველაზე ძლიერია. თვით უფალი არ მისცემს მათ საშუალებას, არეულობა გამოიწვიონ და, თუ შეეცდებიან, ღმერთი გვიჩვენებს გზას, როგორ ავიცილოთ წურბელების შემოტევა.


_ რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ვადამ კიდევ ორი თვით გადმოიწია და, როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნები გვპირდებიან, «ისტორიულ არჩევანს» არაუგვიანეს ივნისისა ვეზიარებით. რას ელოდებით ამ ინტეგრაციის პროცესიდან და ხომ არ მიგაჩნიათ, რომ, ცოტა არ იყოს, ზერელე არჩევანს ვაკეთებთ? ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია, რა წერია იმ 350-პუნქტიან დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ.
_ მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, იმ დღიდან მხოლოდ კოჰაბიტაცია გვესმოდა, ახლა კი მისი გაგრძელებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე მიმდინარე მოვლენებს ვადევნებ თვალს, არ ვტოვებ მასმედიას და გაოგნებული ვარ, ხალხნო, ნუთუ ისე დაგვიბნელდა გონება, რომ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა ოცი საუკუნის მანძილზე სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს და ღირსეულად გადმოგვცეს, ჩვენ უფლის მეორედ მოსვლის ჟამს გავაცამტვერებთ. როგორ ვკადნიერდებით ისე, რომ ვერ ვსაზღვრავთ, საით მიგვყავს სარწმუნოებით, ტრადიციებით ჩადუღაბებული ქვეყანა?! ევროკავშირის კომისიამ უნდა განგვისაზღვროს ცხოვრების წესი? ისინი სექსუალურ უმცირესობებთან გვათანაბრებენ, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას მართლმადიდებლობას უთანაბრებენ, უარის თქმა მოგვიწევს ეროვნულ ტრადიციებზე, რომლებიც მათთვის სასაცილოა და ზნეობრივად გარყვნიან ახალგაზრდებს (ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია). ერთი სიტყვით, გველოდება ძალიან მძიმე პერიოდი, მკაცრი გამოცდა ქართველი ერისა და დარწმუნებული ვარ, ქართველთა ის ნაწილი, რომლებიც არად აგდებენ წინაპართა მონაპოვარს, _ ბოკერია, თევზაძე, ჩორგოლეიშვილი, კაკაბაძე, გურჩიანი, ბარამიძე და სხვები სიხარულით მიიღებენ მათგან შემოთავაზებულ ყოველ დავალებას.


დაბეჯითებით ვიმეორებ: ეგ ყოველივე ღვთისგან არს დაშვებული, სულიერი გამოცდა თითოეული ჩუენგანის. ხოლო თუ რას გავაკეთებთ _ გავაგრძელებთ ქრისტეს ეკლიან გზას თუ გავხდებით ბელიარს თანაზიარი, ეს უკვე ჩვენზეა, ჩვენს სულიერ სიმტკიცეზე დამოკიდებული.


ევროკავშირი ცდილობს, შექმნას ერთი მსოფლიო მაკონტროლებელი «ოჯახი» და თავის მარწუხებში მოგვაქციოს, ამიტომაც აჩქარებენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას. ისმის კითხვა: ის ქვეყანა, რომელიც მამათმავლობის ინტერესების დაცვას ითხოვს ჩვენგან, რა სიკეთეს მოგვიტანს? რაც შეეხება 350 პუნქტად ჩამოყალიბებულ დოკუმენტს, რომელიც, ალბათ, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იქნება, დარწმუნებული ვარ, 20-საუკუნოვან სარწმუნოებას დაგვაკარგვინებენ. აი, აქ გვმართებს დიდი სიფხიზლე და სიბრძნე, რათა ყოველივე ქრისტიანულად გადავწყვიტოთ, არ გვძლიოს ეშმაკმა.


_ სამართლიანობის აღდგენაზეც გკითხავთ, პროკურატურამ, ფაქტობრივად, «გმირობა» ჩაიდინა, როცა სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა, მაგრამ «დემოკრატიულმა დასავლეთმა» ამის გამო ლამის შეშფოთებით წაგვლეკოს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯონ ბეინერმა და მეთიუ ბრაიზამ «ქართული ოცნება» მკაცრად გააკრიტიკეს: ეს ქმედებები თავისუფალი არჩევნების გარემოს არ შეესაბამებაო. თქვენი აზრით, რატომ სარგებლობს პოლიტიკურ გვამად ქცეული სააკაშვილი დღემდე ასეთი მხარდაჭერით საერთაშორისო ასპარეზზე?


_ ახლა გეკითხებით თქვენ: იყო კი სამართლიანობა საქართველოში? ბატონი ზვიადის პრეზიდენტობის ხანმოკლე პერიოდში ვიგრძენით, რომ ქართველნი ვიყავით და ჩვენს მიწაზე ვცხოვრობდით. აი, მაშინ ნამდვილად იწყებოდა სამართლიანობის დამკვიდრება. ზვიადის განდევნის შემდეგ კი წყვდიადში მოვაბიჯებთ. ასე რომ, სამართლიანობის დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში დიდი დრო სჭირდება. პირველ რიგში, აქ უნდა გამოვიძიოთ 1991-92 წლების მოვლენები. ვისაც ზვიადის მკვლელობაში წვლილი მიუძღვით, მკაცრად უნდა დაისაჯონ; ასევე უნდა დაისაჯონ ჩვენი ეკლესიის დამანგრეველნი, ბატონ გურამ შარაძის მკვლელები და შეიქმნას დამნაშავეთა დასჯის რეალური პრეცენდენტი. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვუჩივი ეკლესიის დამარბევლებს. ეკლესია დაარბიეს იმიტომ, რომ ხალხისთვის ძალა ეჩვენებინათ. მე სასულიერო პირი ვარ, ღმერთზე მინდობილი, ამიტომ ჩემთვის განმსჯელი მხოლოდ უფალია, თუმცაღა თითქმის 80%-ზე მოიწია ღმრთის სასჯელი, ამიტომ დანარჩენებს ვურჩევ, დროზე მოვიდნენ და მოინანიონ ცოდვები.


ახლა რაც შეეხება სააკაშვილის დაბარებას პროკურატურში, ვსვამ შეკითხვას: საერთოდ რატომ გაუშვეს საქართველოდან ეს ადამიანი? რა, არ იცოდნენ, რომ ყველა მკვლელობის, ყველა ბოროტების თავი და თავი იყო?


დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ჩემი აზრით, ისევ ხელისუფლების ბრალია მისი გაშვება.


...ჭიკაიძის მამა, ბატონი გივი ჩემი მეგობარი იყო, უაღრესად პატიოსანი პიროვნება. როგორც ვიცი, ბატონი ალექსანდრე მორწმუნე და აღმსარებელია. მე მასთან მეტად სერიოზული თხოვნა მექნება: მეტი ყურადღება დაუთმოს ჩვენს ძირძველ სარწმუნოებას, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას მამათმავლებზე საუბარი. მე ყოველთვის ვაცხადებდი და ახლაც გავიმეორებ: სექტანტებია თუ სხვა ორიენტაციის პიროვნებები, კარს მიღმა რას აკეთებენ, არავის საქმეა, მხოლოდ პროზელიტიზმი, გასაჯაროება, მითუმეტეს უზნეობისა, ყოვლად დაუშვებელია, დასაგმობია, ვინაიდან ეს საშინელი სენია. მათი დამცველები, იგივე გრანტიჭამიები, ვერაფერს წაიღებენ ამ ქვეყნიდან, გარდა ბინძური საქმეებისა. უფლის სასჯელი არ ასცდებათ ღმრთის მგმობელებს.


ევროპა მათ ყოველთვიურად კოლოსალური თანხით აფინანსებს, რათა შიგნიდან ისევ ვაიქართველების ხელით ძირი გამოუთხარონ საქართველოს, მის მომავალს.


ამასწინათ ვაიმწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე იყო სტუმრად «ტაბულაში» და მან დაუფარავად განაცხადა: «ქართული ეკლესიის მრევლი დაუბანელი და სუნიანიაო. იმავე გადაცემის წამყვანმა, ვინმე ნაძირალა დავით კოვზირიძემ იქვე პირდაპირ აძაგა ეკლესია. (თურმე მას შეუქმნია პანო, რომელზეც ქართლის დედას, სიმბოლოს ქართველი ქალისა, ცალ ხელში თასის ნაცვლად ცხელი ხინკლიანი საინი უჭირავს, ხოლო მეორე ხელში, ხმლის ნაცვლად, შამფურზე წამოგებული მწვადი.) აი უდიდესი დაცემა ერისა. მეტად სამწუხაროა, ეს გარყვნილთა ბანდა წინაპრების სისხლით გაჟღენთილ მიწაზე რომ დააბიჯებს.


სააკაშვილის კლანს ისე ღრმად აქვს ფესვები გართხმული, მისი ამოძირკვა მეტად რთულია. სწორედ მათი წამოწყებულია ევროინტეგრაცია და ამერიკა. ხშირად იმეორებენ, დაგვეხმარებიანო. მაშ, სად იყვნენ 2008 წელს, ერთი სიტყვა მაინც შეგვაწიეს?! ახლაც ეგრე იქნება. საქართველოსთვის არავინ ფიქრობს, პირიქით _ ჩვენ ყველა პირადი ინტერესებისთვის გვიყენებს.


_ მამაო, ახლა ეკლესიის თემას შევეხოთ. როგორც ვიცით, სააკაშვილს ისევ დასაყრდენი აქვს ეკლესიაში. რას გვეტყვით ამაზე?
_ ღმრთის მოძულე სააკაშვილმა ევროკავშირის მოთხოვნის ერთი პუნქტი უკვე აღასრულა. ისევ ქართული ეკლესიის თანხმობით, სხვადასხვა კონფესია მართლმადიდებლობას გაუთანაბრა. უფრო მეტიც, მილიონები გამოუყვეს დასაფინანსებლად. ის სასულიერო პირები, რომლებიც დაღმამშენებელს აღმამშენებელს და სახელოვან პრეზიდენტსაც უწოდებდნენ, არ არიან ქართული ეკლესიის მტრები? ფოთში, ტაძრის გახსნაზე ეკლესიაში «მიშა მაგარია»-ს ყვირილით არ შევიდნენ? ამაზე მეტი ცინიზმი შეიძლება? რა თქმა უნდა, ისევ მყარი დასაყრდენი აქვს ეკლესიაში, იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობას, ეპისკოპოსია თუ მღვდელი, წარსული მოსვრილი აქვს. აწმყოშიც იმავეს აგრძელებენ. «ნაცმოძრაობის» არქივში ბევრი სასულიერო პირის კომპრომატები ინახება და, რომ არ გამოუქვეყნონ, არიან მიშას ქება-დიდებაში. ამიტომაც აქვს მხარდაჭერა მათგან. ისინი მრევლს უქადაგებენ, რომ მიშა ისევ დაბრუნდება ხელისუფლებაში.


ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მოიწვიონ რუის-ურბნისის კრების მსგავსი კრება, რათა განიწმინდოს ეკლესია უღირს სასულიერო პირთაგან, რამეთუ ისინი თავიანთი ქმედებით ჩირქს სცხებენ ეკლესიის ავტორიტეტს. ხალხს მათი უზნეო ქმედების გამო რწმენა ეკარგება და მისი გარკვეული ნაწილი შეიძლება სექტანტებთან აღმოჩნდეს. ეს ცოდვა ხომ მათ მოეკითხებათ მრევლის დაბრკოლებისთვის. უფალი ერთი განბნეული ცხვრისთვის დადიოდა, ეძებდა, რათა დაებრუნებინა.


_ მამაო, როგორც ვხედავ, სამრეკლოს მოპირკეთება დაგიწყიათ.


_ მართალია, დავიწყეთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. ჩვენთან რაც კეთდება, ყოველივე მრევლის მცირედი შემოწირულობითაა. ამჯერად ეს საქმე გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს, რამეთუ მოპირკეთება ისეთი ძვირფასი ქვით ხდება, რომლითაც სამების ტაძარია შემოსილი. მიუხედავად შეჭირვებისა, მჯერა, რომ ღმერთი გამოაჩენს ისეთ პიროვნებას, რომელიც დაგვაფინანსებს ამ საშვილთაშვილო საქმეში. ამით თვით დამფინანსებელი და მისი შთამომავლობა მადლმოსილი იქნება, რამეთუ ეს ტაძარი გამოცხადებით და სასწაულებით არის აგებული.


ჯაბა, გენაცვალე, დღეს საქართველო ჯვარცმის გზას ადგას, მიემართება გოლგოთისკენ. როგორც ვიცით, ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს და პირიქით, გოლგოთას _ აღდგომა. გარწმუნებთ, მიუხედავად უაღრესი შეჭირვებისა, დედა ღმრთისმშობელი არ მიატოვებს თავის წილხვედრ ქვეყანას. იმდენი ჭეშმარიტი მორწმუნენი არიან საქართველოში, მათ გულმხურვალე ლოცვას შეიწირავს უფალი. ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ საქართველოს აღდგომას. სხვანაირად არ ეგების, რა თქმა უნდა, ეს შრომის ფასად მოემადლება ჩვენს ერს.


ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მართლმადიდებელ ერს მივულოცავ მომავალ ბრწყინვალე დღესასწაულს _ ქრისტეს აღდგომას, ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეთ, თქვენს რედაქციას, საიდანაც მხოლოდ სიმართლე ისმის. გისურვებთ, თქვენი კალამი მხოლოდ სიმართლეს, რწმენას ემსახურებოდეს, რამეთუ თითოეული ჩვენთაგანი ვალდებულნი ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამშობლოს დაცვაში, ერის ტრადიციების შენარჩუნებაში და, რაც მთავარია, მართლმადიდელობის გადასარჩენად. ყველა უზენაესზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ გვმართებს მისი მცნებების დაცვა და ერთგული სამსახური. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა გვიხსნის ყოველგვარი განსაცდელისგან, მხოლოდ ღმრთის დახმარებით შევძლებთ, დავუპირისპირდეთ შინაურთა თუ გარეშეთა შემოტევას.


ღმერთმა დაგლოცოთ!


ესაუბრა ჯაბა ჟვანია


Комментариев нет:

Отправить комментарий