ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

მოყვასი უნდა შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი. თავის თავს კაცი

არაოდეს არ ავნებს, ზარალს არ მისცემს, არამედ ყოველთვის ცდილობს თავის სარგებლობაზე და თავის სიკეთეზე. ამის მზგავსადვე ორნაირად უნდა აღასრულოს კაცმა მოყვასის სიყვარული. არც ერთი მცირედი ზარალი და ვნება არ უნდა მისცეს კაცს, არცა ხორციელი, არცა სულიერი, არ დააკლოს რამე, არ წაართვას, არ მოჰპაროს, არ მოატყუოს, არ აგინოს, არ დასწყევლოს, უმართლოდ არ უჩივლოს, არ აცთუნოს არცა სიტყვით, არცა საქმით. ნაცვლად ამისა ეცადოს ყოველიფერი, რაც შეუძლია, სარგებლობა ხორციელი და სულიერი მისცეს ყოველთა კაცთა, შეეწიოს მეტადრე გაჭირვებულთა, პატივი სცეს, ნუგეში სცეს, ჭკუა ასწავლოს, კეთილი სახე და მაგალითი აჩვენოს.



წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)






Комментариев нет:

Отправить комментарий