ღმერთი

ღმერთი

суббота, 26 апреля 2014 г.

პირველი ქრისტიანები მაცხოვრის დაბრუნების მოუთმენლობით

სავსე მოლოდინში ცხოვრობდნენ. და ისინი მოკლე არამეული ფორმულით გამოხატავდნენ ამ გრძნობას, - ”მარანთა” (უფალი მოდის), - რომელიც მოციქულ პავლეს აქვს მოყვანილი [”ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!” (I კორ. 16.22)]. მაგრამ თვით უფალი ასე უპასუხებდა თავისი მოწაფეების სურვილს, გაეგოთ მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი: ”მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ” (მათე 24.36); ”თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ” (საქმე 1.7). პავლე მოციქული კი თესალონიკელებს მოუწოდებდა ფხიზლად ყოფილიყვნენ, ”რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით” (I თეს. 5.2). ქრისტიანი ყოველთვის მეორედ მოსვლის მოლოდინში უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს მოლოდინი არ უნდა გადაგვარდეს ფუჭ ცნობისმოყვარეობად და ღვთის განგების გამოცდად. ეკლესია ფრთხილობს, ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოს წინასწარმეტყველ დანიელის წიგნისა და აპოკალიფსის წიგნის ცალკეული მონაკვეთების საფუძველზე. აი, ყველა ეპოქის სექტანტები კი ხალისით აკეთებდნენ ამას, რათა მათემატიკური სიზუსტით გამოეანგარიშებინათ მეორედ მოსვლის თარიღი, ან კიდევ - შეცდომაში ემხილებინათ რომელიმე თავიანთი თანამოძმე. ასეთი სპეკულაციები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება უფლის სიტყვებს, არამედ იმ ადამიანთა სრულ უვიცობას ცხადყოფს, ვინც ასეთი კვლევა-ძიების ცდუნებას არიან აყოლილნი. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ იუდეველთა აპოკალიფსისტიკის კანონებზე, რომლებიც ამჟამად უკვე კარგად არის ცნობილი ჩვენთვის ძვ. წ. აღ. II ს. - ახ. წ. აღ. II საუკუნის მრავალრიცხოვან დოკუმენტთა წყალობით.




ვლადიმერ ლოსკი -
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება(ნაწყვეტი)




Комментариев нет:

Отправить комментарий